
ფსალმუნი 13:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ირგვლივ ბოროტნი მიმოდიან, რაკი ამაღლდნენ უღირსები კაცთა მოდგმიდან.
ფსალმუნი 13:1 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 13:1 კონტექსტში
13:1ირგვლივ ბოროტნი მიმოდიან, რაკი ამაღლდნენ უღირსები კაცთა მოდგმიდან.
13:2გუნდის ლოტბარს, დავითის ფსალმუნი. როდემდე დამივიწყებ, უფალო, სამუდამოდ? როდემდე იქნები პირმიქცეული ჩემგან?
13:3როდემდე ვინახო ზრახვანი ჩემს სულში, ნაღველი ჩემს გულში ყოველდღიურად? როდემდე აღზევდება მტერი ჩემზე?
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 13:1
- იობი 13:24რისთვის მიმალავ სახეს და რისთვის შეგირაცხივარ შენს მტრად?
- ფსალმუნები 94:3ვიდრემდე მოილხენენ, ბოროტნი, უფალო, ვიდრემდე მოილხენენ ბოროტნი?
- ფსალმუნები 94:4ვიდრემდე წარმოთქვამენ, ლაპარაკობენ, ტრაბახობენ, ყვებიან სიმრუდის მოქმედნი.
- ფსალმუნები 89:46როდემდე დაგვემალები, უფალო, განუწყვეტლივ, ააგზნებ ცეცხლივით შენს მრისხანებას?
- გლოვა იერემიასი 5:20სამუდამოდ რისთვის დაგვივიწყე, ასე ხანგრძლივად რისთვის მიგვატოვე?
- ფსალმუნები 80:4უფალო, ღმერთო ძალთაო, როდემდე იქნები განრისხებული შენი ხალხის ლოცვაზე?
- ფსალმუნები 22:1გუნდის ლოტბარს, ცისკრის აღმობრწყინებისას, დავითის ფსალმუნი. ღმერთო ჩემო! ღმერთო ჩემო! რად მიმატოვე? შორს არის ჩემი შველისაგან სიტყვები ჩემი ღაღადისისა.
- ფსალმუნები 22:2ღმერთო ჩემო! მოგიხმობ დღისით და არ მიპასუხებ, ღამით - და არ არის სიმშვიდე ჩემთვის.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 13
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 13 · გახსენი ბიბლიის მკითხველში