
ფსალმუნი 13:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მომხედე, მიპასუხე, უფალო, ღმერთო ჩემო! მოჰფინე სინათლე ჩემს თვალებს, რომ არ დავიძინო სასიკვდილოდ.
ფსალმუნი 13:4 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 13:4 კონტექსტში
13:2გუნდის ლოტბარს, დავითის ფსალმუნი. როდემდე დამივიწყებ, უფალო, სამუდამოდ? როდემდე იქნები პირმიქცეული ჩემგან?
13:3როდემდე ვინახო ზრახვანი ჩემს სულში, ნაღველი ჩემს გულში ყოველდღიურად? როდემდე აღზევდება მტერი ჩემზე?
13:4მომხედე, მიპასუხე, უფალო, ღმერთო ჩემო! მოჰფინე სინათლე ჩემს თვალებს, რომ არ დავიძინო სასიკვდილოდ.
13:5თორემ იტყვის ჩემი მოძულე: „დავძლიე იგი“. გაიხარებენ ჩემი მტრები, თუ წავბორძიკდი.
13:6ხოლო მე შენი წყალობის იმედი მაქვს, შენი შველით იხარებს ჩემი გული; ვუგალობებ უფალს, ჩემს კეთილისმყოფელს.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 13:4
- ფსალმუნები 25:2ღმერთო ჩემო! შენ გესავ, ნუ შევრცხვები, ნუ იზეიმებს მტერი ჩემზე.
- იერემია 1:19შეგებრძოლებიან, მაგრამ ვერ გძლევენ, რადგან შენთანა ვარ, ამბობს უფალი, რომ დაგიფარო.
- იგავესნი 12:3კაცი სიბოროტით ვერ განმტკიცდება, მართალთა ფესვი კი შეურყეველია.
- ფსალმუნები 62:6მხოლოდ ის არის ჩემი ბურჯი და ჩემი ხსნა, ჩემი სიმაგრე - არ დავეცემი.
- ფსალმუნები 38:16რადგან ვთქვი: ნუმც გაიხარონ ჩემზე; თუ ფეხი გადამიბრუნდა, გაბატონდებიან ჩემზე.
- იესო ნავეს ძე 7:9გაიგებენ ამას ქანაანელები და ამ ქვეყნის ყველა მცხოვრები, გარს მოგვადგებიან და გააქრობენ ქვეყანაზე ჩვენს სახსენებელს. რას უზამ მაშინ შენს დიად სახელს?
- ფსალმუნები 62:2მხოლოდ ის არის ჩემი ბურჯი და ჩემი ხსნა, ჩემი სიმაგრე - აღარ დავეცემი მეტად.
- ფსალმუნები 9:19აღსდექ, უფალო, ნუ იმძლავრებს კაცი; დაე, გასამართლდნენ ერები შენ წინაშე.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 13
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 13 · გახსენი ბიბლიის მკითხველში