ფსალმუნი 134
1გალობა აღსავალთა. აჰა, ადიდეთ უფალი, ყოველნო მსახურნო უფლისა, რომელნიც უფლის სახლში დგახართ ღამღამობით.
2ზეაღაპყარით თქვენი ხელი სიწმიდისაკენ და აკურთხეთ უფალი.
3გაკურთხოს სიონიდან უფალმა, ცისა და ქვეყნის შემოქმედმა.
საქართველოს საპატრიარქო