
ფსალმუნი 135:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რომელმაც მოსრა ხალხი მრავალი და დახოცა ძლიერი მეფენი -
ფსალმუნი 135:10 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 135:10 კონტექსტში
135:8რომელმაც მოსრა პირმშონი ეგვიპტისა - ადამიანიდან პირუტყვამდე.
135:9მოავლინა სასწაულები და საოცრებანი შენს შორის, ეგვიპტევ, ფარაონსა და მის მსახურებზე.
135:10რომელმაც მოსრა ხალხი მრავალი და დახოცა ძლიერი მეფენი -
135:11სიხონი, მეფე ამორეველთა, და ყოგი, მეფე ბაშანისა, და ყველა სამეფო ქანაანისა.
135:12და მისცა მათი მიწები სამკვიდროდ, სამკვიდროდ ისრაელს - თავის ხალხს.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 135:10
- ფსალმუნები 136:17რომელმაც განგმირა მეფენი დიდნი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
- ფსალმუნები 136:22სამკვიდრებლად ისრაელს, თავის მორჩილს, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
- ფსალმუნები 44:2შენ შენი ხელით განდევნე ხალხები, ხოლო ისინი დანერგე; გაანადგურე ერები და განდევნე.
- ფსალმუნები 44:3ვინაიდან მათ ხმლით არ მოუპოვებიათ ქვეყანა, და მათ მკლავებს არ დაუხსნიათ ისინი, არამედ შენმა მარჯვენამ, შენმა მკლავმა და შენი სახის ნათელმა, რადგან მათდამი კეთილგანეწყვე.
- რიცხვთა 21:24მოსრა იგი ისრაელმა მახვილით და დაეპატრონა მის ქვეყანას არნონიდან იაბოკამდე, ყამონელთა ქვეყანამდე, რადგან გამაგრებული იყო ყამონელთა საზღვარი.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 135
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 135 · გახსენი ბიბლიის მკითხველში