
ფსალმუნი 138:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უფალი აღასრულებს ჩემ მაგიერ; უფალო, შენი წყალობა მარადიულია; არ მიატოვო ხელთა შენთა ნამოქმედარი.
ფსალმუნი 138:8 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 138:8 კონტექსტში
138:6რადგან მაღალია უფალი და დამდაბლებულს ხედავს; ხოლო მედიდურს შორიდან შეიცნობს.
138:7თუ გავივლი ჭირსა შიგან, შენ მაცოცხლებ; ჩემი მტრების ჯიბრზე გამომიწოდებ შენს ხელს და დამიხსნის მარჯვენა შენი.
138:8უფალი აღასრულებს ჩემ მაგიერ; უფალო, შენი წყალობა მარადიულია; არ მიატოვო ხელთა შენთა ნამოქმედარი.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 138:8
- ფილიპელთა მიმართ 1:6მწამს, რომ თქვენ შორის კეთილი საქმის დამწყები კიდევაც აღასრულებს მას იესო ქრისტეს დღემდე.
- ფსალმუნები 57:2მოვუხმობ უზენაეს ღმერთს, ღმერთს, რომელიც ქველმოქმედია ჩემ მიმართ.
- თესალონიკელთა მიმართ ა 5:24სარწმუნოა თქვენი მხმობელი, რომელიც აღასრულებს ამას.
- ესაია 26:12უფალო, შენ მოაფენ მშვიდობას ჩვენზე; შენ გვიკეთებ ყველა ჩვენ საქმეს.
- ფსალმუნები 136:1ადიდეთ უფალი, რადგან კეთილია, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
- იერემია 32:39ჩავუდგამ მათ ერთ გულს და მივცემ ერთ გზას, რომ მუდამ ეშინოდეთ ჩემი თავიანთ სასიკეთოდ და თავიანთი შვილების სასიკეთოდ მათ შემდგომ.
- იერემია 32:40დავდებ მათთან სამარადისო აღთქმას, რომ აღარ მივატოვებ მათ და სიკეთეს არ მოვაკლებ; ჩემს შიშს ჩავუნერგავ გულში, რომ არ განმიდგნენ.
- ფსალმუნები 103:17ხოლო წყალობა უფლისა უკუნისამდეა მის მოშიშთა მიმართ და მისი სიმართლე - შვილთაშვილებზე,
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 138
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 138 · გახსენი ბიბლიის მკითხველში