
ფსალმუნი 14:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უფალმა ზეციდან გადმოხედა ადამიანთა შვილებს, რომ დაენახა, თუ არის ვინმე ჭკუათმყოფელი, ღმერთს რომ ეძიებს.
ფსალმუნი 14:2 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 14:2 კონტექსტში
14:1ლოტბარს, დავითის ფსალმუნი. თქვა უგუნურმა თავის გულში: „არ არის ღმერთი“. გაირყვნენ, სისაძაგლე ჩაიდინეს; არავინ არის კეთილის მქნელი.
14:2უფალმა ზეციდან გადმოხედა ადამიანთა შვილებს, რომ დაენახა, თუ არის ვინმე ჭკუათმყოფელი, ღმერთს რომ ეძიებს.
14:3ყველამ უარყო, ერთაანად საძულველნი გახდნენ; არ არის მქნელი კეთილისა, ერთიც არ არის.
14:4ნუთუ ვერ შეუგნიათ უკანონოების ჩამდენთ, ჩემი ხალხის მჭამელთ, პურს რომ სჭამენ და ღმერთს არ უხმობენ?
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 14:2
- ფსალმუნები 33:13ზეციდან იმზირება უფალი, ხედავს ყველა ადამიანს.
- ფსალმუნები 33:14თავისი საბრძანისიდან უთვალთვალებს ქვეყნის ყველა მკვიდრს.
- რომაელთა მიმართ 3:11არავინაა გამგები: არავინ ეძებს ღმერთს.
- ებრაელთა მიმართ 11:6რწმენის გარეშე კი შეუძლებელია ესათნოვო ღმერთს, რადგან ვინც მას უახლოვდება, უნდა სწამდეს, რომ ღმერთი არსებობს და სანაცვლოს მიაგებს მის მაძიებელთ.
- ფსალმუნები 102:19რადგან გადმოიხედა თავისი წმიდა სიმაღლიდან უფალმა, ციდან ქვეყანა მოიხილა.
- ფსალმუნები 102:20რომ მოესმინა კვნესა პატიმრისა, გაეთავისუფლებინა სიკვდილის ძენი.
- შესაქმე 6:12გადმოხედა ღმერთმა ქვეყანას და, აჰა, წარყვნილიყო იგი, რადგან გაერყვნა ყოველ ხორციელს თავისი ზნე ამ ქვეყანაზე.
- დანიელი 12:10მრავალი განიწმიდება, განსპეტაკდება და გამოიბრძმედება, ხოლო ბოროტეულნი ბოროტად მოიქცევიან; ვერცერთი ბოროტეული ვერ მიხვდება, ხოლო გონიერნი მიხვდებიან.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 14
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 14 · გახსენი ბიბლიის მკითხველში