
ფსალმუნი 15:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ვინც ფულს ვახშით არ გასცემს და ქრთამს უდანაშაულოზე არ აიღებს; ამის მოქმედი არასოდეს წაფორხილდება.
ფსალმუნი 15:5 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 15:5 კონტექსტში
15:3ვინც არავის გასჭორავს თავისი ენით, ცუდს არ გაუკეთებს მოყვასს და აუგს არ იტყვის ახლობელზე.
15:4ვის თვალშიც დამცირებულია საზიზღარი, ხოლო ღვთის მოშიშებს პატივსა სცემს; ვინც დაიფიცებს თავის საზიანოდ და არ შეცვლის;
15:5ვინც ფულს ვახშით არ გასცემს და ქრთამს უდანაშაულოზე არ აიღებს; ამის მოქმედი არასოდეს წაფორხილდება.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 15:5
- მეორე სთვლისაება 16:19სამართალს ნუ გაამრუდებ, მიკერძოებული ნუ იქნები და ქრთამს ნუ აიღებ, რადგან ქრთამი თვალს უბრმავებს ბრძენკაცებს და ასხვაფერებს მართალთა სიტყვებს.
- გამოსვლა 22:25თუ ვინმეს, ჩემ ერისაგანს, ღარიბ-ღატაკს, ვერცხლს ასესხებ, მევახშესავით ნუ მოექცევი, სარგებელს ნუ დაუწესებ.
- ეზექიელი 22:12ქრთამებს იღებენ თქვენში, რომ სისხლი დაღვარონ; ვახშს და სარგებელს იღებ და ძალმომრეობით ყვლეფ შენს მოყვასს, მე კი დამივიწყე, ამბობს უფალი ღმერთი.
- მეორე სთვლისაება 23:19არ მისცე სარგებელში შენს მოძმეს არც ვერცხლი, არც საჭმელი და არც რამე ნივთი, რაც სარგებელში შეიძლება გაიცეს.
- მეორე სთვლისაება 23:20უცხოელს მიეცი სარგებელში, შენს მოძმეს კი ნუ მისცემ სარგებელში, რომ გიკურთხოს უფალმა, შენმა ღმერთმა, მთელი შენი ნაამაგარი იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხარ.
- ეზექიელი 18:8სარგებელში არ გასცემს და ვახშს არ იღებს, ხელს არიდებს უკეთურებას და მართალ სამართალს აჩენს კაცსა და კაცს შორის,
- მათეს სახარება 7:21ვინც მეუბნება: უფალო, უფალო! ყველა როდი შევა ცათა სასუფეველში, არამედ ის, ვინც აღასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას.
- მათეს სახარება 7:25მოვიდა წვიმა, მოვარდნენ მდინარენი, დაქროლეს ქარებმა და ეკვეთნენ ამ სახლს, მაგრამ ვერ დასცეს, ვინაიდან კლდეზე იყო დაფუძნებული.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 15
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 15 · გახსენი ბიბლიის მკითხველში