
ფსალმუნი 18:33 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ღმერთი მიმატებს ძალას და სწორ გზას მაძლევს.
ფსალმუნი 18:33 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 18:33 კონტექსტში
18:31უმწიკვლოა გზა ღმერთისა, ხალასია სიტყვა უფლისა; ფარია იგი ყველასათვის, ვინც მას მიენდობა.
18:32რადგან ვინ არის ღმერთი, გარდა უფლისა? ანდა ვინ არის ბურჯი, გარდა ჩვენი ღმერთისა?
18:33ღმერთი მიმატებს ძალას და სწორ გზას მაძლევს.
18:34ჩემს ფეხებს ირმისას ამსგავსებს და ჩემს სიმაღლეებზე მაყენებს.
18:35ომს ასწავლის ჩემს ხელებს და რვალის მშვილდს ადრეკინებს ჩემს მკლავებს.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 18:33
- აბაკუმი 3:19უფალი ღმერთია ჩემი ძალა; ირმის ფეხებს შემაბამს და ჩემს გორაკებს მომატარებს (ლოტბარისთვის, ჩემს სიმებიან საკრავებზე).
- მეორე სთვლისაება 32:13დასვა იგი მაღალ ადგილზე და კვებავდა ველური ნაყოფით, პიტალოებიდან თაფლს აწოვებდა და ზეთს - სალი კლდიდან,
- მეორე სთვლისაება 33:29ნეტარი ხარ, ისრაელო! ვინ შეგედრება შენ, ხალხო, გადარჩენილო უფლის მიერ, რომელიც შენი მფარველი ფარია და შენი დიდების მახვილი! მტრები დაგიწყებენ ლაქუცს, შენ კი გადაჯეგავ მათ სათაყვანო გორაკებს.
- მეფეთა ბ 2:18იქ იმყოფებოდა ტერუიას სამი ვაჟი - იოაბი, აბიშაი და ყასაელი. ყასაელი ფეხმარდი იყო, როგორც ქურციკი, მინდორში.
- მეფეთა ბ 22:14ციდან დაიქუხა უფალმა, უზენაესმა ხმა გამოსცა.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 18
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 18 · გახსენი ბიბლიის მკითხველში