
ფსალმუნი 20:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უფალო, გვიხსენი. დაე, მეუფემ შეგვისმინოს ჩვენი მოხმობის დღეს.
ფსალმუნი 20:9 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 20:9 კონტექსტში
20:7ზოგნი ეტლებით და ზოგნი ცხენებით, ჩვენი კი ჩვენი ღმერთის სახელს ვიხსენებთ;
20:8ისინი მოიდრიკნენ და დაეცნენ, ჩვენ კი წამოვდექით და წელში გავიმართეთ.
20:9უფალო, გვიხსენი. დაე, მეუფემ შეგვისმინოს ჩვენი მოხმობის დღეს.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 20:9
- ფსალმუნები 5:2ისმინე ჩემი ღაღადი, მეუფევ ჩემო და ღმერთო ჩემო, რადგან შენ მიმართ ვლოცულობ.
- ფსალმუნები 44:4შენ ხარ ის, ხელმწიფეო ჩემო, ღმერთო; უბოძე შველა იაკობს.
- ფსალმუნები 118:25გევედრებით, უფალო, გვიშველე! გევედრებით, უფალო, გაგვიმარჯვე!
- ფსალმუნები 118:26კურთხეულია უფლის სახელით მომავალი; გაკურთხებთ უფლის ტაძრიდან.
- მათეს სახარება 21:15როდესაც იხილეს მღვდელმთავრებმა და მწიგნობრებმა მის მიერ ქმნილი სასწაულნი და ტაძარში მოყიჟინე ბალღები, რომლებიც ამბობდნენ: ოსანა დავითის ძეს! - განრისხდნენ.
- ფსალმუნები 74:12ხოლო ღმერთი მეფეა ჩემი ადრიდანვე, შველა-ხსნის მოქმედი ქვეყნიერებაზე.
- ფსალმუნები 17:6მე მოგიხმობ, რადგან მომისმენ, ღმერთო; ყური მომაპყარ, მოისმინე ჩემი სიტყვები.
- მათეს სახარება 21:9ხოლო ხალხი, წინ რომ უძღოდა და უკანაც მისდევდა მას, ღაღადებდა და ამბობდა: ოსანა დავითის ძეს! კურთხეულია მომავალი უფლის სახელით! ოსანა მაღალთა შინა!
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 20
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 20 · გახსენი ბიბლიის მკითხველში