გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

ფსალმუნი 27:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ფსალმუნი 27:3

თუნდაც ჯარმა რომ დაიბანაკოს ჩემ წინააღმდეგ, არ შეშინდება ჩემი გული; თუ ომი ატყდა ჩემ წინააღმდეგ, მაინც იმედი მაქვს.

ფსალმუნი 27:3 · საქართველოს საპატრიარქო

ფსალმუნი 27:3 კონტექსტში

27:1დავითისა. უფალი ჩემი შუქი არის და ხსნაა ჩემი - ვის შევუშინდე? უფალი ბურჯია ჩემი სიცოცხლისა - ვისგან შევძრწუნდე?

27:2თუ დამესხმიან თავს ბოროტნი ჩემი სხეულის შესასანსლად - მჩაგვრელნი ჩემნი და მტერნი ჩემნი, თვითონვე წაბორძიკდებიან და დაეცემიან.

27:3თუნდაც ჯარმა რომ დაიბანაკოს ჩემ წინააღმდეგ, არ შეშინდება ჩემი გული; თუ ომი ატყდა ჩემ წინააღმდეგ, მაინც იმედი მაქვს.

27:4ერთს ვთხოვდი უფალს, ამას ვევედრები: რომ დავემკვიდრო უფლის სახლში ჩემი სიცოცხლის განმავლობაში, ვუმზერდე უფლის სიმშვენიერეს და იმის ტაძარს ვიხილავდე.

27:5რადგან შემიფარებს იგი თავის კარავში გაჭირვების ჟამს, დამმალავს თავისი კარვის სამალავში, კლდეზე ამამაღლებს.

პარალელური ადგილები: ფსალმუნი 27:3

განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 27

სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 27 · გახსენი ბიბლიის მკითხველში