
ფსალმუნი 37:15 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მათი მახვილი მათსავე გულს განეწონება და მათი მშვილდები შეიმუსრება.
ფსალმუნი 37:15 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 37:15 კონტექსტში
37:13უფალი დასცინის მას, რადგან ხედავს, რომ მოდის მისი დღე.
37:14მახვილი იშიშვლეს ბოროტებმა და მოზიდეს თავიანთი მშვილდი, რათა ძირს დასცენ ღარიბი და ღატაკი, მოსპონ გზიანები.
37:15მათი მახვილი მათსავე გულს განეწონება და მათი მშვილდები შეიმუსრება.
37:16მართლის მცირედი სჯობია ცოდვილთა დიდ სიმდიდრეს.
37:17რადგან მკლავები უკეთურთა შეიმუსრებიან, ხოლო მართალთა შემწე ღმერთია.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 37:15
- ფსალმუნები 7:14აჰა, ჩაესახება სიმრუდე, დაორსულდება უკუღმართობით და შობს სიცრუეს.
- ფსალმუნები 7:15ორმო თხარა და ღრმად ამოკვეთა, სხვისთვის გაამზადა ორმო და თვითონ ჩავარდა.
- ფსალმუნები 35:8და ეწიოს მას უბედურება მოულოდნელად და მახეში, რომელიც მოამზადა, თვითონ გაებას, დასაღუპავად ჩავარდეს შიგ;
- ოსეა 1:5იმ დღეს იქნება, რომ შევმუსრავ ისრაელის მშვილდს იზრეყელის ველზე.
- იერემია 51:56რადგან დაეცემა მას, ბაბილონს, მაოხარი და შეპყრობილ იქნებიან მისი მეომრები; დაილეწება მათი მშვილდები, რადგან შურისგების ღმერთია უფალი, მიუზღავს საზღაურს.
- ფსალმუნები 46:9შეწყვეტს ომებს დედამიწის კიდით-კიდემდე, მშვილდს შემუსრავს და შუბს დაამსხვრევს, ეტლებს დაბუგავს ცეცხლით.
- მეფეთა ბ 17:23როცა დაინახა ახითოფელმა, რომ არ გავიდა მისი თათბირი, შეკაზმა სახედარი და წავიდა სახლში, თავის ქალაქში. ანდერძი დაუტოვა სახლეულს და თავი ჩამოიღრჩო. მოკვდა და მამისეულ სამარხში დამარხეს.
- მეფეთა ა 2:4ძლიერთა მშვილდი დალეწილია, უძლურნი ძალას შემოისარტყლავენ.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 37
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 37 · გახსენი ბიბლიის მკითხველში