
ფსალმუნი 45:13 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მთელი დიდება მეფის ასულისა შიგნითაა; მოოქროვილია მისი სამოსი.
ფსალმუნი 45:13 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 45:13 კონტექსტში
45:11და დატკბება მეფე შენი მშვენებით, რადგან ის არის შენი უფალი, და თაყვანი ეცი მას.
45:12და ასულნი ტვიროსისა ძღვენით მოვლენ; მუდარას დაგიწყებენ ერის მდიდარნი.
45:13მთელი დიდება მეფის ასულისა შიგნითაა; მოოქროვილია მისი სამოსი.
45:14მოქარგული კაბით მოჰყავთ იგი მეფესთან; მის უკან ქალწულნი, დობილნი მისნი მოჰყავთ შენთან.
45:15მოჰყავთ სიხარულით და ლხინით, შედიან მეფის სრა-სასახლეში.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 45:13
- ესაია 61:10ლხენით ვილხენ უფალში და ხარობს ჩემი სული ჩემს ღმერთში, რადგან შემმოსა ხსნის სამოსელით სიმართლის მოსასხამი მომასხა; როგორც სიძე იმკობა გვირგვინით და როგორც დედოფალი ირთვება სამკაულებით.
- გამოცხადება 19:7გვიხაროდეს და ვილხენდეთ, და დიდება მივაგოთ მას, ვინაიდან მოვიდა კრავის ქორწილი და მისმა სასძლომ განიმზადა თავი.
- გამოცხადება 19:8და მიეცა მას შესამოსად წმიდა და ნათელი ბისონი, რადგანაც წმიდათა სიმართლეა იგი.
- მათეს სახარება 5:16დაე, ასევე ნათობდეს თქვენი ნათელი კაცთა წინაშე, რათა ისინი ხედავდნენ თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ მამას თქვენსას ზეციერს.
- რომაელთა მიმართ 13:14არამედ შეიმოსეთ უფალი ქრისტე, და ხორცზე ზრუნვას ნუ აქცევთ ავხორცობად.
- ლუკას სახარება 11:40უგუნურნო, განა გარეგანის შემქმნელმა არ შექმნა შინაგანიც?
- რომაელთა მიმართ 3:22ხოლო სიმართლე ღვთისა იესო ქრისტეს რწმენით - ყველა მორწმუნისათვის, ვინაიდან არ არსებობს განსხვავება,
- კორინთელთა მიმართ ბ 5:17ამრიგად, ვინც ქრისტეშია, ახალი ქმნილებაა. ძველმა განვლო და, აჰა, ყოველივე არის ახალი.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 45
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 45 · გახსენი ბიბლიის მკითხველში