
ფსალმუნი 5:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დავითისფსალმუნი სალამურზე, გუნდისლოტბარისათვის. ჩემი ნათქვამი ყურად იღე, უფალო, ჩასწვდი ჩემს გულისთქმას.
ფსალმუნი 5:1 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 5:1 კონტექსტში
5:1დავითისფსალმუნი სალამურზე, გუნდისლოტბარისათვის. ჩემი ნათქვამი ყურად იღე, უფალო, ჩასწვდი ჩემს გულისთქმას.
5:2ისმინე ჩემი ღაღადი, მეუფევ ჩემო და ღმერთო ჩემო, რადგან შენ მიმართ ვლოცულობ.
5:3უფალო! დილდილობით მოისმინე ჩემი ხმა, დილაადრიან შევემზადები შენთვის და დაგელოდები.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 5:1
- იოანეს ეპისტოლე ა 5:14და ისეთი კადნიერნი ვართ მის მიმართ, რომ, თუ ისე ვთხოვთ რამეს, როგორც მას ნებავს, კიდევაც გვისმენს.
- იოანეს ეპისტოლე ა 5:15და რაკი ვიცით, რომ რაც უნდა ვთხოვოთ, შეისმენს ჩვენსას, ისიც ვიცით, რომ გვექნება ყველაფერი, რაც ვთხოვეთ.
- ფსალმუნები 54:2ღმერთო! ისმინე ჩემი ლოცვა, მოაყურადე სიტყვებს ჩემი პირისა.
- ფსალმუნები 19:14დაე, იყოს შენთვის სასურველი სიტყვანი ჩემი პირისა და ზრახვანი ჩემი გულისა, უფალო, ბურჯო და დამხსნელო ჩემო.
- ფსალმუნები 55:1გუნდის ლოტბარს, სიმებიან საკრავზე, მოძღვრება დავითისა. ისმინე, ღმერთო, ჩემი ლოცვა და ნუ განუდგები ჩემს ვედრებას.
- ფსალმუნები 55:2ყური მომაპყარ და მიპასუხე; ავტირდები ჩემს საუბარში და ავღაღადდები,
- პეტრეს ეპისტოლე ა 3:12რადგანაც უფლის თვალი მიპყრობილია მართალთა მიმართ, მისი ყური კი - მათი ლოცვა-ვედრების მიმართ, ხოლო მისი სახე რისხვით დაჰყურებს ბოროტმოქმედთ.
- ფსალმუნები 64:1გუნდის ლოტბარს, ფსალმუნი დავითისა. ისმინე, ღმერთო, ჩემი ხმა, როცა ვლოცულობ. მტრის შიშისაგან დაიცავი ჩემი სიცოცხლე.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 5
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში