
ფსალმუნი 50:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ფსალმუნი ასაფისა. ღმერთმა ღმერთთამან, უფალმა დაილაპარაკა და მოუწოდა ქვეყნიერებას მზის ამოსვლიდან მის ჩასვლამდე.
ფსალმუნი 50:1 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 50:1 კონტექსტში
50:1ფსალმუნი ასაფისა. ღმერთმა ღმერთთამან, უფალმა დაილაპარაკა და მოუწოდა ქვეყნიერებას მზის ამოსვლიდან მის ჩასვლამდე.
50:2სიონიდან, მშვენიერების სრულქმნილებიდან, გამობრწყინდა უფალი.
50:3მოვა ჩვენი ღმერთი და ნუმც დადუმდება; მის წინაშე მწველი ცეცხლია და მის ირგვლივ - ძლიერი ქარიშხალი.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 50:1
- ფსალმუნები 113:3მზის აღსავლიდან დასავალამდე განდიდებულია სახელი უფლისა.
- იესო ნავეს ძე 22:22ღმერთების ღმერთმა უფალმა, ღმერთების ღმერთმა უფალმა უწყის და ისრაელმაც უწყოდეს: დღესვე დავიღუპოთ, თუ უფლის გასაჯავრებლად და მის საღალატოდ მოვქცეულიყავით ასე;
- მათეს სახარება 25:32შეიყრება მის წინაშე ყველა ხალხი და გაარჩევს მათ ერთმანეთისაგან, როგორც მწყემსი გამოარჩევს ცხვრებს თხებისაგან.
- ამოსი 3:8ლომი ბრდღვინავს - ვინ არ შეშინდება! უფალი ღმერთი ლაპარაკობს - ვინ არ გაქადაგდება!
- იერემია 32:18წყალობას მოაფენ ათასებზე და შვილებს მოჰკითხავ მამების დანაშაულს მათ შემდეგ, დიდო ღმერთო, ძლიერო, რომლის სახელი ცაბაოთ უფალია.
- იერემია 32:19დიდგანმზრახველო და მრავალმოქმედო, რომელსაც ღია გაქვს თვალები ადამის ძეთა საქციელის მიმართ, რათა მიაგო თითოეულს თავისი საქციელისა და თავისი ნამოქმედარის მიხედვით.
- ესაია 1:2ისმინე, ცაო, ყური მიგდე, მიწავ! რადგან უფალი ლაპარაკობს. შვილები აღვზარდე და აღვაზევე, ისინი კი განმიდგნენ.
- ნეემია 9:6უფალო, შენ ერთადერთი ხარ; შენ შეჰქმენ ცანი და ცანი ცათანი თავისი მორთულობით, მიწა და ყველაფერი, რაც მასზეა, ზღვები და რაც მათშია; ამის ყველაფერის მაცოცხლებელი შენა ხარ და ზეცის მხედრობა შენ გეთაყვანება.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 50
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 50 · გახსენი ბიბლიის მკითხველში