
ფსალმუნი 6:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ისმინა უფალმა ჩემი ვედრება; უფალი შეიწყნარებს ჩემს ლოცვას.
ფსალმუნი 6:9 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 6:9 კონტექსტში
6:7დაიშრიტა წუხილით ჩემი თვალი, გადმომცვივდა ყოველთა მტერთა გამო.
6:8განმშორდით ყოველნი, მოქმედნი უსამართლობისა, რადგან ისმინა უფალმა ჩემი გოდების ხმა.
6:9ისმინა უფალმა ჩემი ვედრება; უფალი შეიწყნარებს ჩემს ლოცვას.
6:10გაწბილდებიან და საშინლად შეძრწუნდებიან ყოველნი მტერნი ჩემნი; უკუიქცევიან და შერცხვებიან მეყსეულად.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 6:9
- ფსალმუნები 66:19ამიტომ მომისმინა ღმერთმა, ყური მოაპყრო ჩემი ლოცვის ხმას.
- ფსალმუნები 66:20კურთხეულ არს უფალი, რომ არ უარყო ჩემი ლოცვა და არ მომაკლო თავისი წყალობა.
- ფსალმუნები 120:1გალობა აღსავალთა. უფალს ჩემი გაჭირვების ჟამს მოვუხმე და მიპასუხა.
- კორინთელთა მიმართ ბ 12:8სამგზის ვევედრე უფალს, მომაშორე-მეთქი.
- კორინთელთა მიმართ ბ 12:10მიტომაც ვტკბები უძლურებით, შეურაცხყოფით, გაჭირვებით, დევნითა და შევიწროებით, რადგან როცა უძლური ვარ, მაშინა ვარ ძლიერი.
- ფსალმუნები 40:1გუნდის ლოტბარს, დავითის ფსალმუნი. მტკიცედ ვესავდი უფალს და მომხედა მე, და მოისმინა ჩემი ვედრება.
- ფსალმუნები 40:2და ამომიყვანა საზარელი ორმოდან, გაუვალი ლაფიდან, და დააყენა კლდეზე ფეხნი ჩემნი, წარმართა ჩემი ნაბიჯები.
- ფსალმუნები 118:5სივიწროვიდან ვუხმობდი უფალს, სიფართოვით მიპასუხა უფალმა.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 6
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 6 · გახსენი ბიბლიის მკითხველში