
ფსალმუნი 71:14 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ხოლო მე ვესავდე და ვამრავლებდე ყოველნაირად შენს ქებას;
ფსალმუნი 71:14 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 71:14 კონტექსტში
71:12ღმერთო, ნუ დამშორდები; ღმერთო ჩემო, ჩემს შესაწევნად გამოეშურე.
71:13დაე, შერცხვნენ და მოისპონ ჩემი სულის მტრები; სირცხვილმა და გაწბილებამ დაბუროს ჩემთვის სიავის მაძიებლები.
71:14ხოლო მე ვესავდე და ვამრავლებდე ყოველნაირად შენს ქებას;
71:15ბაგენი ჩემი ილაპარაკებენ შენს სიმართლეზე, ყოველდღეა შველა შენმიერი, რადგან არ ვიცი მათი რიცხვი.
71:16შევალ უფალი ღმერთის ძლიერებით, გავიხსენებ შენს სიმართლეს, მხოლოდ შენსას.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 71:14
- ფსალმუნები 130:7ესავდეს ისრაელი უფალს, რადგან უფალთან არის წყალობა და უხვია დახსნა მისმიერი.
- გლოვა იერემიასი 3:26კარგია, როცა კაცი მდუმარედ მოელის ხსნას უფლისაგან;
- ფსალმუნები 71:6შენზე ვიყავი დაყრდნობილი მუცლიდანვე, შენ გამომიყვანე დედის წელიდან; შენ გეკუთვნის ჩემი ხოტბა მუდამ.
- იოანეს ეპისტოლე ა 3:3ყველამ, ვისაც ასე ეიმედება იგი, თავი განიწმიდოს, როგორც ისაა წმიდა.
- ფსალმუნები 43:5რას დაღვრემილხარ, სულო ჩემო, და რას დამკვნესი? მიენდე ღმერთს, რადგან კვლავაც განვადიდებ მას - ჩემს დამხსნელსა და ჩემს ღმერთს.
- ებრაელთა მიმართ 10:35მაშ, ნუ გიღალატებთ მხნეობა, რომელსაც დიადი საზღაური ელის.
- პეტრეს ეპისტოლე ა 1:13მაშ, მოისარტყლეთ თქვენი გონების წელი, იფხიზლეთ და სრული იმედი გქონდეთ მადლისა, რომელიც მოგენიჭებათ იესო ქრისტეს გამოცხადებით.
- გლოვა იერემიასი 3:21ასე ვპასუხობ ჩემს გულს, რადგან მაქვს იმედი;
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 71
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 71 · გახსენი ბიბლიის მკითხველში