
ფსალმუნი 74:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ემსგავსებოდნენ იმათ, ვინც ხის ტოტებზე ცულს შემართავს.
ფსალმუნი 74:5 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 74:5 კონტექსტში
74:3წარმართე შენი ნაბიჯები მარადიული ნანგრევებისკენ - ყოველივე დაუნგრევია მტერს.
74:4შენი მტრები ღმუიან შენს საკრებულოში; დადეს თავიანთი ნიშნები სასწაულების მაგიერ.
74:5ემსგავსებოდნენ იმათ, ვინც ხის ტოტებზე ცულს შემართავს.
74:6და ახლა ჩუქურთმები უროთი და ცულით დაამტვრიეს ერთიანად.
74:7ცეცხლს მისცეს შენი ტაძარი, მიწასთან გაასწორეს შენი სახელის სამკვიდრებელი.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 74:5
- ნეშტთა შორისა ბ 2:14დანელი ქალის ძეს, მამით ტვიროსელს, რომელმაც იცის ოქროს, ვერცხლის, სპილენძის, რკინის, ქვის, ხის, ძოწეული და ლურჯი ნართების, სელის და ყირმიზის დამუშავება, ყოველგვარი ჩუქურთმის კვეთა, ყველა ჩანაფიქრის განსახორციელებლად, რაც კი დაევალება შენს ხელოსნებთან და ჩემი ბატონის, დავითის, ხელოსნებთან ერთად.
- იერემია 46:22გველივით ასისინდება იგი, როცა ლაშქრით გამოემართება, ტყის გამკაფავივით ცულებით მოადგება.
- იერემია 46:23გაჩეხავენ მის ტყეს, ამბობს უფალი, რადგან გაუვალია იგი; კალიაზე მეტნი არიან, არა აქვთ სათვალავი.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 74
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 74 · გახსენი ბიბლიის მკითხველში