
ფსალმუნი 75:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
როცა გამოვნახავ დროს, გავასამართლებ სისწორით.
ფსალმუნი 75:2 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 75:2 კონტექსტში
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 75:2
- ეკლესიასტე 3:17მაშინ ვთქვი გულში: ღმერთი განსჯის მართალს და მტყუანს, როცა ყველაფერს და ყოველ საქმეს დაუდგება იქ თავის ჟამი.
- მოციქულთა საქმენი 17:31ვინაიდან დაადგინა დღე, როცა სიმართლით განიკითხავს ქვეყნიერებას მისგანვე წინასწარ არჩეული კაცის მიერ, ვისითაც მისცა რწმენა ყველას იმის წყალობით, რომ მკვდრეთით აღადგინა იგი.
- იოანე 7:6და უთხრა მათ იესომ: ჩემი დრო ჯერ კიდევ არ დამდგარა, თქვენი დრო კი ყოველთვის მზად არის.
- მოციქულთა საქმენი 1:7და უთხრა მათ: თქვენი საქმე არ არის დროთა და ვადათა ცოდნა, თავისი ხელმწიფებით რომ დაადგინა მამამ.
- ფსალმუნები 78:70ამოირჩია მორჩილი თვისი დავითი და წამოიყვანა იგი ცხვრის ფარებიდან.
- ფსალმუნები 78:72და მწყემსა ისინი თავისი სპეტაკი გულით და თავის ხელთა გონიერებით უძღოდა მათ.
- ფსალმუნები 102:13შენ კი აღსდექ, შეიწყალე სიონი, რადგან ჟამია მისი შეწყალებისა, რადგან მოვიდა დრო.
- მეფეთა ბ 23:3მითხრა ისრაელის ღმერთმა, მელაპარაკა ისრაელის კლდე: მართალი კაცი იხელმწიფებს ხალხზე, ღვთის შიშით იხელმწიფებს.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 75
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 75 · გახსენი ბიბლიის მკითხველში