ფსალმუნი 76
1გუნდის ლოტბარს. სიმებიან საკრავზე.ფსალმუნი ასაფისა. გალობა. ცნობილია იუდაში ღმერთი, ისრაელში დიდია მისი სახელი.
2და იყო იერუსალიმში. მისი კარავი და მისი სადგომი - სიონში.
3იქ დაიმსხვრა მშვილდ-ისრები, ფარი და ხმალი, და ომი. სელა.
4ბრწყინვალე და ძლიერი ხარ სანადირო მთებზე მეტად.
5გაცოფდნენ გულმაგრები, ჩათვლიმეს, დაეძინათ და ვერც ერთმა მოლაშქრემ ვეღარ ჰპოვა ხელები თვისი.
6შენი შემოტევით, ღმერთო იაკობისა, რული მოერია ეტლსაც და ცხენსაც.
7შენ საშიში ხარ და ვინ დაგიდგება წინ შენი განრისხების ჟამს?
8ციდან მოგვასმინე სამართალი; დედამიწა შეშინდა და მიწყნარდა;
9როცა აღდგა სამართლისათვის ღმერთი ქვეყნიერების ყველა ჩაგრულის გადასარჩენად. სელა.
10რაკი ადამიანის რისხვა იქცევა შენდა აღიარებად, ნაშთს რისხვისას მოთოკავ.
11აღუთქვით და გადაუხადეთ უფალ ღმერთს; ყველამ - მის ირგვლივ მყოფმა, საჩუქარი მიუძღვნას საშიშს.
12ის დაამდაბლებს მბრძანებელთა სულს, შიშის ზარს დასცემს ამქვეყნიურ მეფეებს.
საქართველოს საპატრიარქო