
ფსალმუნი 77:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თვალი არ დამახუჭინე; შევძრწუნდი და ვეღარ ვლაპარაკობ.
ფსალმუნი 77:4 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 77:4 კონტექსტში
77:2ჩემი გაჭირვების დღეს უფალს ვეძიებ, ჩემი ხელი ღამღამობით გაწვდილია და არ ივანებს, უარს ამბობს ნუგეშისცემაზე ჩემი სული.
77:3გავიხსენებ ღმერთს და ვთრთი, ვისაუბრებ და უძლურდება ჩემი სული. სელა.
77:4თვალი არ დამახუჭინე; შევძრწუნდი და ვეღარ ვლაპარაკობ.
77:5ვიგონებდით ადრინდელ დღეებს, გარდასულ წლებს.
77:6გავიხსენებ ჩემს გალობას ღამღამობით, ჩემს გულთან ვისაუბრებ და განიცდის სული ჩემი.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 77:4
- იობი 7:13როცა ვიტყვი, მანუგეშებს ჩემი საწოლი-მეთქი, ამატანინებს მწუხარებას ჩემი სარეცელი-მეთქი,
- იობი 7:15დახრჩობას ირჩევს ჩემი სული და სიკვდილს - ჩემი ძვლები!
- ფსალმუნები 6:6მოვიქანცე ვაებით. ყოველღამ ვბან ჩემს საწოლს, ცრემლებით ვალტობ ჩემს სარეცელს.
- იობი 2:13ისხდნენ მის წინ მიწაზე შვიდი დღე და შვიდი ღამე, არავის არაფერი უთქვამს მისთვის, რადგან ხედავდნენ, რომ მეტისმეტი იყო მისი სატანჯველი.
- ესთერი 6:1იმ ღამით ძილი გაუკრთა მეფეს. მოატანინა სამახსოვრო წიგნი - მატიანე და უკითხავდნენ მეფეს.
- იობი 6:3ახლა ზღვის ქვიშაზე უფრო მძიმე იქნებოდა; ამიტომაც სიმწრით არის სავსე ჩემი სიტყვები.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 77
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 77 · გახსენი ბიბლიის მკითხველში