
ფსალმუნი 78:46 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
და მისცა მუხლუხს მათი მოსავალი და მათი ნაჯაფი - კალიას.
ფსალმუნი 78:46 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 78:46 კონტექსტში
78:44და გადააქცია სისხლად მდინარეები და ნაკადები მათი, რომ ვეღარ ესვათ.
78:45მიავლინა მათთან მწერნი, რომ დაეკბინათ ისინი და მყვარნი, რომ დაეღუპათ ისინი.
78:46და მისცა მუხლუხს მათი მოსავალი და მათი ნაჯაფი - კალიას.
78:47სეტყვით მოსრა ვენახი მათი და ლეღვსულელნი მათნი - თრთვილით.
78:48და მისცა სეტყვას მათი პირუტყვი და ხორშაკ ქარებს - ჯოგები მათი.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 78:46
- ფსალმუნები 105:34თქვა და მოვიდა კალია და მგრაგნელი აურაცხელი,
- ფსალმუნები 105:35და გადაჭიმეს მთელი ბალახი მათ ქვეყანაში, და გადაჭიმეს მთელი ნაყოფი მათი მიწისა.
- გამოსვლა 10:12უთხრა უფალმა მოსეს: მოუღერე ხელი ეგვიპტის ქვეყანას კალიის გამოსახმობად და შეესიოს კალია ეგვიპტის ქვეყანას; გადაჭამოს ქვეყნის მთელი ბალახი, რაც სეტყვას გადაურჩა.
- გამოსვლა 10:15დაფარა მთელი მიწის პირი და გადაშავდა მიწა; გადაჭამა ქვეყნის მთელი ბალახი და ხის ყველა ნაყოფი, რაც სეტყვას გადაურჩა. არ შერჩენია სიმწვანე არც ხეს, არც მინდვრის ბალახს მთელს ეგვიპტის ქვეყანაში.
- იოელი 1:4მუხლუხოს გადარჩენილი კალიამ შეჭამა, კალიას გადარჩენილი კუტკალიამ შეჭამა, კუტკალიას გადარჩენილი ბოცომკალმა შეჭამა.
- იოელი 1:7გამიჩანაგა ვენახი და გადამიხმო ლეღვი, ქერქი გააძრო და მიაგდო; გაუფითრდა ტოტები.
- გამოცხადება 9:2გააღო უფსკრულის ჭა და ამოვარდა კვამლი ჭიდან, როგორც ვეება ღუმელის კვამლი, და დაბნელდა მზე და ჰაერი ჭის კვამლისაგან.
- გამოცხადება 9:11მეფედ ჰყავდათ უფსკრულის ანგელოზი, და სახელი მისი ებრაულად აბადონ, ხოლო ბერძნულად აპოლიონ.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 78
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 78 · გახსენი ბიბლიის მკითხველში