
ფსალმუნი 82:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
აღსდექ, ღმერთო, განსაჯე ქვეყანა, რადგან შენ დაიმკვიდრებ ყველა ხალხს.
ფსალმუნი 82:8 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 82:8 კონტექსტში
82:6მე განვაცხადე: თქვენ ხართ ღმერთები და უზენაესის ძენი ხართ თქვენ ყველანი.
82:7მაგრამ თქვენ დაიხოცებით, როგორც ადამიანები, და დაეცემით, როგორც თითოეული მთავართაგანი.
82:8აღსდექ, ღმერთო, განსაჯე ქვეყანა, რადგან შენ დაიმკვიდრებ ყველა ხალხს.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 82:8
- გამოცხადება 11:15მეშვიდე ანგელოზმა ჩაბერა საყვირს და გაისმა ცაში გრგვინვა, რომელიც ხმობდა: ქვეყნის სამეფო ჩვენი უფლისა და მისი ქრისტეს სამეფო გახდა, და იმეფებს უკუნითი უკუნისამდე.
- ფსალმუნები 2:8მთხოვე და მოგცემ ხალხებს სამემკვიდროდ, ხოლო ქვეყნის კიდეებს - სამკვიდრებლად.
- ფსალმუნები 96:13უფლის წინაშე, რადგანაც მოვა, ქვეყნიერების განსასჯელად; განსჯის სამყაროს სიმართლით და ხალხებს - თვისი ჭეშმარიტებით.
- ფსალმუნები 22:28რადგანაც უფალს შვენის მეფობა და იგი არის ხალხთა მბრძანებელი.
- ფსალმუნები 102:13შენ კი აღსდექ, შეიწყალე სიონი, რადგან ჟამია მისი შეწყალებისა, რადგან მოვიდა დრო.
- ფსალმუნები 12:5რომელნიც ამბობენ: ჩვენი ენებით ვიმძლავრებთ, ბაგენი ჩვენი ჩვენთანაა; ვინ გვიბატონებს?
- ფსალმუნები 44:26აღსდექ ჩვენს დასახმარებლად და გვიხსენი შენი წყალობის გულისათვის.
- მიქა 7:7მე კი უფალს შევცქერი, ვესავ ჩემი ხსნის ღმერთს; შემიწყნარებს ჩემი ღმერთი.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 82
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 82 · გახსენი ბიბლიის მკითხველში