
ფსალმუნი 85:13 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
სიმართლე ივლის მის წინ და გზას გაუკაფავს მის ნაბიჯებს.
ფსალმუნი 85:13 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 85:13 კონტექსტში
85:11ჭეშმარიტება დედამიწიდან აღმოცენდება და სიმართლე ზეციდან გადმოიხედავს.
85:12უფალიც გვიბოძებს სიკეთეს და ჩვენი მიწა მოგვცემს ნაყოფს.
85:13სიმართლე ივლის მის წინ და გზას გაუკაფავს მის ნაბიჯებს.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 85:13
- ფსალმუნები 89:14სიმართლე და მართლმსაჯულებაა შენი ტახტის საფუძველი, წყალობა და ჭეშმარიტება წინ გეგებებიან.
- იოანე 13:34ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი. და როგორც მე შეგიყვარეთ, ასევე გიყვარდეთ თქვენც ერთმანეთი.
- პეტრეს ეპისტოლე ა 4:1ამრიგად, რაკი ქრისტე ჩვენთვის ევნო ხორციელად, თქვენც აღიჭურვეთ იმავე აზრით, ვინაიდან ხორციელად ვნებული აღარა სცოდავს.
- იოანეს ეპისტოლე ა 2:6ვინც ამბობს, რომ მასში რჩება, ისე უნდა იაროს, როგორც იარებოდა იგი.
- ესაია 58:8მაშინ განთიადივით გამობრწყინდება შენი ნათელი და დაჩქარდება შენი განკურნება, შენი სიმართლე წაგიძღვება წინ და უფლის დიდება უკან გამოგყვება.
- გალატელთა მიმართ 2:20ქრისტესთან ერთად ვეცვი ჯვარს, და მე კი აღარა ვცოცხლობ, არამედ ქრისტე ცოცხლობს ჩემში, ხოლო თუ ახლა ხორციელად ვცოცხლობ, რწმენითა ვცოცხლობ ღვთის ძეში, რომელმაც შემიყვარა მე და თავისი თავი მისცა ჩემთვის.
- კორინთელთა მიმართ ბ 3:18ჩვენ კი, დაუბურავი სახით რომ ვჭვრეტთ უფლის დიდებას, როგორც სარკეში, იმავე სახედ გარდავისახებით დიდებიდან დიდებაში, როგორც უფლის სულისგან.
- პეტრეს ეპისტოლე ა 2:18მსახურნო, გულმოშიშებით დაემორჩილეთ ბატონებს, არა მარტო კეთილთა და ლმობიერთ არამედ მკაცრთაც.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 85
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 85 · გახსენი ბიბლიის მკითხველში