
ფსალმუნი 86:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ლოცვა დავითის. მომაპყარ, უფალო, ყური, მიპასუხე, რადგან ღარიბ-ღატაკი ვარ მე.
ფსალმუნი 86:1 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 86:1 კონტექსტში
86:1ლოცვა დავითის. მომაპყარ, უფალო, ყური, მიპასუხე, რადგან ღარიბ-ღატაკი ვარ მე.
86:2დაიფარე სული ჩემი, რადგან ღვთისმოსავი ვარ; იხსენი მორჩილი შენი, შენ, ჩემო ღმერთო, შენ რომ გესავს.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 86:1
- ფსალმუნები 31:2მომაპყარ ყური შენი, სწრაფად გადამარჩინე, იყავ ჩემთვის კლდე-ბურჯი, ციხე-სიმაგრე ჩემს დასახსნელად.
- ფსალმუნები 40:17ხოლო მე ღარიბ-ღატაკი ვარ; უფალი იფიქრებს ჩემზე. ჩემი დამხმარე და მხსნელი შენა ხარ, ღმერთო ჩემო, ნუ დააყოვნებ.
- დანიელი 9:18ღმერთო ჩემო, ყური მომაპყარ და ისმინე, გაახილე თვალები და მოხედე ჩვენს ნანგრევებსა და ქალაქს, შენი სახელი რომ ჰქვია. რადგან ჩვენი სიმართლის იმედით კი არ მოგვაქვს შენ წინაშე ჩვენი სავედრებელი, არამედ შენი დიდი მოწყალების იმედით.
- მათეს სახარება 5:3ნეტარ არიან გლახაკნი სულითა, ვინაიდან მათია ცათა სასუფეველი.
- ფსალმუნები 34:6აგერ გლახაკმა მოუხმო და უფალმა მოისმინა და ყველა გასაჭირისაგან იხსნა.
- იაკობის ეპისტოლე 2:5ისმინეთ, ჩემო საყვარელო ძმანო: განა ამ ქვეყნის გლახაკნი არ აირჩია ღმერთმა რწმენით მდიდრებად და სასუფევლის მკვიდრებად, რომელიც აღუთქვა თავის მოყვარეთ?
- ლუკას სახარება 4:18სული უფლისა ჩემზე, რომლისთვისაც მცხო და მომავლინა გლახაკთა მახარებლად და გულით შემუსვრილთა მკურნალად,
- იაკობის ეპისტოლე 1:9დე, თავმდაბალი ძმა იქადოდეს თვისი სიმაღლით,
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 86
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 86 · გახსენი ბიბლიის მკითხველში