
ფსალმუნი 94:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ღმერთო შურისგებისა, უფალო! ღმერთო შურისგებისა, გამოჩნდი.
ფსალმუნი 94:1 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 94:1 კონტექსტში
94:1ღმერთო შურისგებისა, უფალო! ღმერთო შურისგებისა, გამოჩნდი.
94:2ამაღლდი, მსაჯულო ქვეყნიერებისა, მიუზღე საზღაური ამპარტავნებს.
94:3ვიდრემდე მოილხენენ, ბოროტნი, უფალო, ვიდრემდე მოილხენენ ბოროტნი?
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 94:1
- ესაია 35:4უთხარით გულშემდრკალთ: გამაგრდით, ნუ გეშინიათ! აჰა, ღმერთი თქვენი, მოვა შურისგება, ღვთის საზღაური; ის მოვა და გიხსნით თქვენ.
- ნაუმი 1:2იჭვიანი და შურისმგებელი ღმერთია უფალი; შურისმგებელია უფალი და რისხვიანი; შურს მიაგებს უფალი თავის მოწინააღმდეგეთ და ჯავრს არ შეარჩენს თავის მტრებს.
- რომაელთა მიმართ 12:19თქვენი თავისთვის თვითონვე ნუკი იძიებთ შურს, საყვარელნო, არამედ ადგილი დაუთმეთ ღვთის რისხვას, რადგანაც დაწერილია: „ჩემია შურისგება და მე მივაგებ, - ამბობს უფალი“.
- მეორე სთვლისაება 32:41თუ გავლესე ჩემი ელვარე მახვილი და ხელი მივყავი განკითხვას, შურს მივაგებ ჩემს მტრებს და ვუზღავ ჩემს მოძულეებს.
- მეორე სთვლისაება 32:42სისხლით დავათრობ ჩემს ისრებს, გაძღება ხორცით ჩემი მახვილი, დახოცილთა და ტყვეთა სისხლით, მტრის ქოჩორა თავებით.
- ესაია 59:17ჯავშანივით შეიმოსა სიმართლე და ხსნის მუზარადი დაირქვა თავზე; ნაცვალგების სამოსელი ჩაიცვა და მოსასხამივით მოისხა შური.
- მეორე სთვლისაება 32:35მე მივაგებ შურს, მე მივუზღავ, როცა წაიფორხილებენ, რადგან ახლოა მათი დაღუპვის დღე, ისწრაფვის მათი ბედისწერა.
- თესალონიკელთა მიმართ ბ 1:8რათა ცეცხლის ალით იძიოს შური მათზე, ვინც არ სცნობს ღმერთს და ეურჩება ჩვენი უფლის იესოს სახარებას,
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 94
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 94 · გახსენი ბიბლიის მკითხველში