
ფსალმუნი 94:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შენს ხალხს, უფალო, ჩაგრავენ და შენს სამემკვიდროს ტანჯავენ.
ფსალმუნი 94:5 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 94:5 კონტექსტში
94:3ვიდრემდე მოილხენენ, ბოროტნი, უფალო, ვიდრემდე მოილხენენ ბოროტნი?
94:4ვიდრემდე წარმოთქვამენ, ლაპარაკობენ, ტრაბახობენ, ყვებიან სიმრუდის მოქმედნი.
94:5შენს ხალხს, უფალო, ჩაგრავენ და შენს სამემკვიდროს ტანჯავენ.
94:6ქვრივსა და ხიზანს ხოცავენ და ობლებს ღუპავენ.
94:7ამბობენ: ვერ იხილავს უფალი და ვერ გაიგებს ღმერთი იაკობისა.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 94:5
- ესაია 3:15რატომ თელავთ ჩემ ერს და აჭირვებთ ღარიბ-ღატაკთ? ამბობს მეუფე, ცაბაოთ უფალი.
- ფსალმუნები 79:2მისცეს შენს მორჩილთა მძორი საჭმელად ცის ფრინველებს, შენთა წმიდათა სხეულები - მიწის ნადირებს.
- ფსალმუნები 79:3დაღვარეს სისხლი მათი წყალივით იერუსალიმის გარშემო და დამმარხავი არავინაა.
- იერემია 22:17შენი თვალი და გული კი სარგებელს ეძებს, უბრალოთა სისხლის ღვრას, ძარცვა-გლეჯასა და ძალადობას.
- გამოცხადება 11:3მივცემ ჩემს ორ მოწაფეს და ათას ორას სამოცი დღე იწინასწარმეტყველებენ ძაძით მოსილნი.
- ფსალმუნები 7:2რათა არ დაგლიჯოს, ვითარცა ლომმა, სული ჩემი, დალეწოს და არ იყოს მხსნელი.
- მიქა 3:2სიკეთის მოძულენი და ბოროტების მოყვარულნი ხართ; ტყავს აძრობთ ჩემს ხალხს და ძვლებიდან ხორცს აგლეჯთ.
- მიქა 3:3ვინ არიან, ჩემი ხალხის ხორცს რომ ჭამენ და აძრობენ ტყავს? ვინ არიან, რომ ამტვრევენ მათ ძვლებს და აქუცმაცებენ როგორც ქვაბში და ხორცს როგორც ქოთანში?
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 94
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 94 · გახსენი ბიბლიის მკითხველში