
ფსალმუნი 96:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რადგან დიდია უფალი და ღირსსაქებარი მეტად, ყველა ღმერთებზე საშიშია ის.
ფსალმუნი 96:4 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 96:4 კონტექსტში
96:2უგალობეთ უფალს, ადიდეთ მისი სახელი, იმახარობლეთ დღითიდღე ხსნა მისმიერი.
96:3მოუთხრეთ ხალხებს მისი ღირსება, ყოველ ერს მისი სასწაულები.
96:4რადგან დიდია უფალი და ღირსსაქებარი მეტად, ყველა ღმერთებზე საშიშია ის.
96:5რადგან ხალხთა ყველა ღმერთი კერპებია, ხოლო უფალმა შეჰქმნა ცანი.
96:6მშვენება და ბრწყინვალებაა მის წინაშე, სიძლიერე და მომხიბლაობა - მის ტაძარში.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 96:4
- ფსალმუნები 145:3დიდია უფალი და ქებულია ფრიად და მისი სიდიადე მიუწვდომელია.
- ფსალმუნები 18:3უფალო, კლდევ და სიმაგრევ ჩემო და მხსნელო ჩემო, ღმერთო ჩემო, - ჩემი კლდე ხარ, თავშესაფარი. ფარო ჩემო და დამხმარეო, საყრდენო ჩემო.
- იერემია 10:6არავინ არის შენი მსგავსი, უფალო! დიდი ხარ, დიდია სიძლიერით შენი სახელი.
- იერემია 10:7ვის არ შეეშინდება შენი, ხალხთა მეუფევ? შენ ერთს შეგშვენის ეს, რადგან არავინაა შენი მსგავსი ხალხთა ბრძენებს შორის და ყველა მათ სამეფოში.
- გამოცხადება 15:4ვის არ ეშინოდეს, უფალო, და არ ადიდებდეს შენს სახელს? ვინაიდან მხოლოდ შენა ხარ წმინდა; ამიტომაც გეახლება ყველა ხალხი და თაყვანს გცემს შენ, რადგანაც გამოჩნდა შენი სამართალი.
- ფსალმუნები 95:3რადგან უფალი არის დიდი ღმერთი და მეფე - ყველა ღვთაებაზე აღმატებული.
- ფსალმუნები 66:3უთხარით ღმერთს: რა საშიშია შენი საქმენი, შენი ძალის სიმრავლით ქვეშ გაგეგებიან შენი მტრები.
- ფსალმუნები 89:7ღმერთი დიდებულია წმიდათა კრებულში მეტისმეტად და საშიშია ყველასათვის მის ირგვლივ.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 96
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 96 · გახსენი ბიბლიის მკითხველში