
გამოცხადება 10:7, მნიშვნელობა: რას ამბობენ ეკლესიის მამები
არამედ იმ დღეებში, როცა ხმას გაიღებს მეშვიდე ანგელოზი, როცა ის ჩაბერავს საყვირს, აღსრულდება ღმრთის საიდუმლო, რომელიც მან ახარა მონებს თვისას - წინასწარმეტყველთ.
გამოცხადება 10:7 · საქართველოს საპატრიარქო
რას ამბობენ ეკლესიის მამები: გამოცხადება 10:7
3 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
ანდრია კესარიელი6 საუკუნე “ვფიქრობ, ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველივე, რაც წმინდა წინასწარმეტყველებმა იწინასწარმეტყველეს, აღსრულდება ექვსი საუკუნის შემდეგ, მეშვიდეში, რაც მეშვიდე საყვირით არის აღნიშნული. ამის აღსრულებას კეთილი უწყება ეწოდება, რადგან ის განსვენებას განუმზადებს წმინდანებს.”
ბოროდინი პ. მ.19 საუკუნე ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე
1 / 3
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 3 განმარტება.
გამოცხადება 10:7 კონტექსტში
10:5ხოლო ანგელოზმა, რომელიც ვიხილე ზღვასა და ხმელზე მდგარი, თავისი ხელი აღაპყრო ზეცად,
10:6და დაიფიცა ცოცხალი უკუნითი უკუნისამდე, რომელმაც შექმნა ცა და ყოველივე ციური, მიწა და ყოველივე მიწიერი, ზღვა და ყოველივე ზღვიური, რომ უკვე აღარ იქნება დრო.
10:7არამედ იმ დღეებში, როცა ხმას გაიღებს მეშვიდე ანგელოზი, როცა ის ჩაბერავს საყვირს, აღსრულდება ღმრთის საიდუმლო, რომელიც მან ახარა მონებს თვისას - წინასწარმეტყველთ.
10:8და ხმამ, რომელიც მომესმა ზეცით, კვლავ მითხრა მე: მიდი და აიღე გადაშლილი წიგნი ხელიდან ანგელოზისა, რომელიც დგას ზღვასა და ხმელზე.
10:9და მივედი ანგელოზთან, და ვუთხარი მას: მომეცი–მეთქი წიგნი; და მითხრა მე: აიღე და შეჭამე იგი; და გაგიმწარებს მუცელს, მაგრამ პირში იქნება თაფლივით ტკბილი.
პარალელური ადგილები: გამოცხადება 10:7
- ეფესელთა მიმართ 3:3რადგანაც გამოცხადებით მეუწყა საიდუმლო, როგორც უწინ მოგწერეთ კიდეც მოკლედ;
- ეფესელთა მიმართ 3:9და გამეცხადებინა ყველასთვის, რა არის აღმშენებლობა საიდუმლოსი, უკუნისიდან დაფარულისა ღმერთში, რომელმაც შეჰქმნა ყოველი ქრისტეს მეოხებით,
- რომაელთა მიმართ 16:25ხოლო მას, ვისაც შეუძლია, ჩემი სახარებისა და იესო ქრისტეს ქადაგებისამებრ, განგამტკიცოთ დაფარული საიდუმლოს გამოცხადებით, რის გამოც დუმდნენ საუკუნენი,
- ლუკას სახარება 24:44და უთხრა მათ: აი, სიტყვები, რომელთაც ჯერ კიდევ თქვენთან მყოფი გეუბნებოდით: რომ უნდა აღსრულდეს ყველაფერი, რაც დაწერილია ჩემზე მოსეს რჯულში, წინასწარმეტყველთა მიერ და ფსალმუნებში.
- ლუკას სახარება 24:47და ქადაგებულიყო მისი სახელით სინანული ცოდვათა მისატევებლად ყველა ხალხში, იერუსალიმიდან მოყოლებული.
- მოციქულთა საქმენი 3:21რომელიც უნდა მიიღოს ზეცამ, ვიდრე ყველაფერი აღდგებოდეს, რასაც დასაბამითვე ამბობდა ღმერთი თავის წმიდა წინასწარმეტყველთა პირით.
- ამოსი 3:7რადგან არაფერს მოიმოქმედებს უფალი ღმერთი, თუ არა გაუცხადა თავისი საიდუმლო თავის მორჩილთ, წინასწარმეტყველთ.
- რომაელთა მიმართ 11:25რადგანაც არ მინდა, ძმებო, რომ თქვენთვის უცნობი დარჩეს ეს საიდუმლო, რათა თავს არ გაგივიდეთ: ისრაელის სიბრმავე ნაწილობრივია და დროებითი, ვიდრე არ შემოგვიერთდება წარმართთა მთელი სიმრავლე.
განაგრძე კითხვა: გამოცხადება 10
სრულად წაიკითხე: გამოცხადება 10 · გახსენი ბიბლიის მკითხველში