
გამოცხადება 13:15, მნიშვნელობა: რას ამბობენ ეკლესიის მამები
და მიეცა იმისი ნება, რომ სული ჩაედგა მხეცის ხატისთვის, რათა ხატს ემეტყველა და იმდენი ექნა, რომ მოეკლათ ყველა, ვინც თაყვანს არა სცემს მხეცის ხატებას.
გამოცხადება 13:15 · საქართველოს საპატრიარქო
რას ამბობენ ეკლესიის მამები: გამოცხადება 13:15
9 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იპოლიტე რომაელი2 საუკუნე “ეშმაკი, ღვთის მსახურთა მიმართ მზაკვარი და ამპარტავანი, ცდილობს, რომ მოსპოს და განდევნოს ისინი ამა სოფლიდან, რადგან ისინი არ მიაგებენ მას დიდებას. ამიტომაც ბრძანებს, რომ ყველგან საკმეველი აღავლინონ, რათა ვერავინ შეძლოს ვერც ყიდვას და ვერც გაყიდვას, თუკი პირველად მსხვერპლს არ შესწირავს. აი, ეს არის ბეჭედი, მარჯვენა ხელზე რომ დაისმება. ხოლო შუბლზე დადებული ბეჭედი იმაზე მიანიშნებს, რომ ყველას ცეცხლოვანი გვირგვინი დაადგება, ოღონდ არა სიცოცხლის, არამედ სიკვდილის.”
მთელი განმარტება
ეშმაკი, ღვთის მსახურთა მიმართ მზაკვარი და ამპარტავანი, ცდილობს, რომ მოსპოს და განდევნოს ისინი ამა სოფლიდან, რადგან ისინი არ მიაგებენ მას დიდებას. ამიტომაც ბრძანებს, რომ ყველგან საკმეველი აღავლინონ, რათა ვერავინ შეძლოს ვერც ყიდვას და ვერც გაყიდვას, თუკი პირველად მსხვერპლს არ შესწირავს. აი, ეს არის ბეჭედი, მარჯვენა ხელზე რომ დაისმება. ხოლო შუბლზე დადებული ბეჭედი იმაზე მიანიშნებს, რომ ყველას ცეცხლოვანი გვირგვინი დაადგება, ოღონდ არა სიცოცხლის, არამედ სიკვდილის.
ასევე მოიქცა იუდეველთა მიმართ ანტიოქე ეპიფანე, სირიის მეფე, ალექსანდრე მაკედონელის გვარიდან. მანაც, გულში ამპარტავნებით აღვსილმა, ბრძანება გასცა, რომ ყველას სამსხვერპლო დაედგა სახლის კარებთან, მსხვერპლი შეეწირა და სუროს გვირგვინით შეემკო თავი დიონისეს სადიდებლად (2 მაკ. 6:7; 1 მაკ. 1:51-64). ხოლო ვინც არ ისურვებდა მორჩილებას, ბრძანა, რომ წამებით, ტანჯვითა და დაკითხვით მოეკლათ. თუმცა, თავად ანტიოქემ მიიღო სრულიად სამართლიანი საზღაური უფლისაგან, მსაჯულისაგან ჭეშმარიტისა და ღმერთისაგან ყოვლისმხილველისა: იგი ჭიებმა შესჭამეს და ისე აღესრულა.
ვისაც ამის შესახებ უფრო დაწვრილებით სურს გაიგოს, მაკაბელთა წიგნებს მიმართოს, რამეთუ იქ ყველაფერი ცხადად არის გადმოცემული.
ანდრია კესარიელი6 საუკუნე კეზარი არლელი6 საუკუნე ეკუმენიოსი6 საუკუნე პრიმაზიუსი ადრუმეტელი6 საუკუნე ბედა პატივცემული7 საუკუნე ბოროდინი პ. მ.19 საუკუნე მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე ნიკოლაი ალექსანდროვი19 საუკუნე
1 / 9
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 9 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
გამოცხადება 13:15 კონტექსტში
13:13და ახდენს დიად სასწაულთ, ისე, რომ ზეციდან ქვეყნად ჩამოაქვს ცეცხლი კაცთა წინაშე.
13:14და აცდუნებს მიწის მკვიდრთ სასწაულებით, რომელთა ქმნის ძალაც მიეცა მხეცის წინაშე, და აქეზებს მიწის მკვიდრთ, შექმნან ხატება მხეცისა, მახვილით რომ მოიწყლა და ცოცხალი დარჩა.
13:15და მიეცა იმისი ნება, რომ სული ჩაედგა მხეცის ხატისთვის, რათა ხატს ემეტყველა და იმდენი ექნა, რომ მოეკლათ ყველა, ვინც თაყვანს არა სცემს მხეცის ხატებას.
13:16და აიძულებს ყველას, დიდსა თუ მცირეს, მდიდარსა თუ ღარიბს, მონასა თუ თავისუფალს, ნიშანი დაისვან მარჯვენა ხელსა თუ შუბლზე.
13:17ასე რომ, ვერავინ იყიდის ან გაყიდის რამეს, მათ გარდა, ვისაც აქვს ნიშანი - მხეცის სახელი, ან მისი სახელის რიცხვი.
პარალელური ადგილები: გამოცხადება 13:15
- გამოცხადება 19:20შეპყრობილ იქნა მხეცი და მასთან ერთად ცრუ წინასწარმეტყველიც, მის წინაშე რომ ახდენდა სასწაულებს, რითაც აცდუნა მხეცის ნიშნის მიმღებნი და მისი ხატის მოთაყვანენი, და ორივენი ცოცხლად იქნენ ჩაყრილი გოგირდით მოგიზგიზე ცეცხლის ტბაში.
- გამოცხადება 20:4ვიხილე ტახტნი და მათზე მსხდომარენი, რომელთაც მიეცა ხელმწიფება მსჯავრის აღსრულებისა, და იესოს მოწმობისა და ღვთის სიტყვისათვის თავმოკვეთილთა სულები, რომლებიც არც მხეცს ეთაყვანენ, არც მის ხატებას, და არ მიიღეს მისი ნიშანი თავიანთ შუბლსა თუ ხელზე; ამიტომაც გაცოცხლდნენ და ქრისტესთან ერთად სუფევდნენ ათას წელიწადს.
- გამოცხადება 16:2წავიდა პირველი და დასთხია თავისი თასი ქვეყნად; და მოიწყლა სასტიკი და საზარელი წყლულებით ხალხი, რომელსაც ჰქონდა მხეცის ნიშანი და თაყვანს სცემდა მის ხატს.
- დანიელი 3:3მაშინ შეიკრიბნენ სატრაპნი, მთავარნი, მეფისნაცვალნი, მრჩეველნი, მეგანძურნი, მსაჯულნი, რჯულისკაცნი და მხარეთა განმგებელნი იმ კერპის კურთხევაზე, რომელიც მეფე ნაბუქოდონოსორმა აღმართა. დადგნენ ისინი იმ კერპის წინაშე, მეფე ნაბუქოდონოსორმა რომ აღმართა.
- დანიელი 3:6ვინც არ დაემხობა და თაყვანს არა სცემს, იმწამსვე ცეცხლით გახურებულ ღუმელში იქნება ჩაგდებული.
- გამოცხადება 14:11კვამლი მათი წამებისა ავა უკუნითი უკუნისამდე და არც დღისით და არც ღამით აღარ ექნებათ მოსვენება მხეცისა თუ მისი ხატების თაყვანისმცემელთ და მისი სახელის ნიშნით აღბეჭდილთ.
- გამოცხადება 17:6და ვიხილე, რომ მთვრალი იყო წმიდათა და იესოს მოწამეთა სისხლით, და მიკვირდა, მის მხილველს, ესოდენ დიდი საკვირველება.
- გამოცხადება 14:9მათ მოჰყვა მესამე ანგელოზი, რომელიც ხმამაღლა ამბობდა: ვინც თაყვანს სცემს მხეცს ან მის ხატებას და შუბლსა თუ ხელს აღიბეჭდავს მისი ნიშნით,
განაგრძე კითხვა: გამოცხადება 13
სრულად წაიკითხე: გამოცხადება 13 · გახსენი ბიბლიის მკითხველში
