გადასვლა შინაარსზე
ქრისტე ყოვლისმპყრობელის ენკაუსტიკური ხატი, მე-6 საუკუნე, წმინდა ეკატერინეს მონასტერი, სინა
ქრისტე ყოვლისმპყრობელი, ენკაუსტიკური ხატი, მე-6 საუკუნე. წმინდა ეკატერინეს მონასტერი, სინა. Wikimedia Commons, საჯარო დომენი.

გამოცხადება 14:13, მნიშვნელობა: რას ამბობენ ეკლესიის მამები

8 interpreters აპლიკაციაში

გამოცხადება 14:13

და მომესმა ხმა ზეცით, რომელმაც მითხრა: დაწერე: ნეტარ არიან მკვდარნი, უფალში რომ აღესრულებიან ამიერიდან. დიახ, - ამბობს სული, - რათა განისვენონ თავიანთ შრომათაგან და თან წაიტანონ თავიანთი საქმენი.

გამოცხადება 14:13 · საქართველოს საპატრიარქო

რას ამბობენ ეკლესიის მამები: გამოცხადება 14:13

8 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით

  1. ანდრია კესარიელი6 საუკუნე
    “ყოველი როდი ისმენს ზეციურ ხმას, არამედ მხოლოდ ისინი, რომელთაც განიმკვდარეს თავი ამა სოფლისათვის და უფლის მიერ აღესრულნენ, რომელნიც საკუთარ სხეულში ატარებენ იესოს სიკვდილს და ქრისტეს თანა-იტანჯებიან. მათთვის ხორცის დატევება ჭეშმარიტად განსვენებაა შრომისაგან, ღვაწლის შედეგი კი, გვირგვინთა და დიდების საზღაურთა მიზეზი, რომელიც აღემატება ყოველივეს, რაც კი ბრძოლაში გადაიტანეს წინააღმდგომ ძალებთან. Არ ღირს წინამდებარე ჟამის ვნებანი იმ დიდებასთან, რომელიც უნდა გამოგვეცხადოს ჩვენ, ამბობს წმიდა პავლე მოციქული (რომ. 8:18).”

    მთელი განმარტება

    ყოველი როდი ისმენს ზეციურ ხმას, არამედ მხოლოდ ისინი, რომელთაც განიმკვდარეს თავი ამა სოფლისათვის და უფლის მიერ აღესრულნენ, რომელნიც საკუთარ სხეულში ატარებენ იესოს სიკვდილს და ქრისტეს თანა-იტანჯებიან. მათთვის ხორცის დატევება ჭეშმარიტად განსვენებაა შრომისაგან, ღვაწლის შედეგი კი, გვირგვინთა და დიდების საზღაურთა მიზეზი, რომელიც აღემატება ყოველივეს, რაც კი ბრძოლაში გადაიტანეს წინააღმდგომ ძალებთან. Არ ღირს წინამდებარე ჟამის ვნებანი იმ დიდებასთან, რომელიც უნდა გამოგვეცხადოს ჩვენ, ამბობს წმიდა პავლე მოციქული (რომ. 8:18).

    ამგვარი დიდების მოპოვების იმედით, ჩვენ გამუდმებით უნდა შევღაღადებდეთ ღმერთს: “მოყავ გულნი ჩუენნი და წამებანი შენნი... გარემიქეცინ თუალნი ჩუენნი, რაჲთა არა ვიხილნეთ ამაოებაჲ” (ფს. 118:36-37) და “ნუ შეხუალ სასჯელსა მონათა შენთა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი” (ფს. 142:2). არამედ სიმდიდრითა მოწყალებისა შენისათა მოიხილე ჩვენზე, ვინაიდან შენ გეკუთვნის წყალობა და ძალა, და მეუფება, და ძლიერება, და დიდება მამისა და ძისა და სულისა წმიდისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

  2. ეკუმენიოსი6 საუკუნე
  3. პრიმაზიუსი ადრუმეტელი6 საუკუნე
  4. ბედა პატივცემული7 საუკუნე
  5. დიმიტრი როსტოველი17 საუკუნე
  6. ბოროდინი პ. მ.19 საუკუნე
  7. ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე
  8. ფილარეტი მოსკოველი (დროზდოვი)19 საუკუნე

1 / 8

ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 8 განმარტება.

ჩვენს ბიბლიოთეკაში

გამოცხადება 14:13 კონტექსტში

14:11კვამლი მათი წამებისა ავა უკუნითი უკუნისამდე და არც დღისით და არც ღამით აღარ ექნებათ მოსვენება მხეცისა თუ მისი ხატების თაყვანისმცემელთ და მისი სახელის ნიშნით აღბეჭდილთ.

14:12აქ არის წმიდათა მოთმინება, რომელნიც იმარხავენ ღვთის მცნებებს და იესოს რწმენას.

14:13და მომესმა ხმა ზეცით, რომელმაც მითხრა: დაწერე: ნეტარ არიან მკვდარნი, უფალში რომ აღესრულებიან ამიერიდან. დიახ, - ამბობს სული, - რათა განისვენონ თავიანთ შრომათაგან და თან წაიტანონ თავიანთი საქმენი.

14:14გავიხედე და, აჰა, თეთრი ღრუბელი, ღრუბელზე კი მჯდომარე, კაცის ძის მსგავსი: თავს ედგა ოქროს გვირგვინი და ხელთ ეპყრა მჭრელი ნამგალი.

14:15გამოვიდა მეორე ანგელოზი ტაძრიდან და შეღაღადა ღრუბელზე მჯდომს: მიუშვი შენი ნამგალი და მომკე, რადგანაც მოვიდა მკის ჟამი და მოიწია სამკალი ქვეყნად.

პარალელური ადგილები: გამოცხადება 14:13

განაგრძე კითხვა: გამოცხადება 14

სრულად წაიკითხე: გამოცხადება 14 · გახსენი ბიბლიის მკითხველში