
გამოცხადება 17:14, მნიშვნელობა: რას ამბობენ ეკლესიის მამები
ერთადვე შეებრძოლებიან კრავს, მაგრამ კრავი იმძლავრებს მათზე, რადგანაც ის არის უფლებათა უფალი და მეუფეთა მეუფე, ხოლო მასთან მყოფნი ხმობილნი, რჩეულნი და სარწმუნონი არიან.
გამოცხადება 17:14 · საქართველოს საპატრიარქო
რას ამბობენ ეკლესიის მამები: გამოცხადება 17:14
6 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
ანდრია კესარიელი6 საუკუნე “მაგრამ კრავი ღვთისა, ჩვენთვის დაკლული, გაიმარჯვებს მათზე და თავის სასუფეველს მიანიჭებს რჩეულებს. განკაცების შემდეგაც მას შერჩა მეუფება და ძალაუფლება ყოველზე. ნუთუ შეიძლება, სხვაგვარად იყოს?”
ეკუმენიოსი6 საუკუნე პრიმაზიუსი ადრუმეტელი6 საუკუნე ბოროდინი პ. მ.19 საუკუნე ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე ნიკოლოზ ველიმიროვიჩი20 საუკუნე
1 / 6
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 6 განმარტება.
გამოცხადება 17:14 კონტექსტში
17:12ათი რქა, შენ რომ იხილე, ათი მეფეა, რომელთაც ჯერ არ მიუღიათ მეფობა, მაგრამ, როგორც მეფენი, მხეცთან ერთად მიიღებენ ხელმწიფებას, ერთი საათით.
17:13ერთი აზრი აქვთ და თავიანთ ძალას და ხელმწიფებას მისცემენ მხეცს.
17:14ერთადვე შეებრძოლებიან კრავს, მაგრამ კრავი იმძლავრებს მათზე, რადგანაც ის არის უფლებათა უფალი და მეუფეთა მეუფე, ხოლო მასთან მყოფნი ხმობილნი, რჩეულნი და სარწმუნონი არიან.
17:15კვლავ მითხრა მე: წყალნი, რომელნიც იხილე, სადაც ზის დიდი მეძავი, ხალხები არიან და ბრბონი, ერები და ენანი.
17:16ათი რქა, შენ რომ იხილე, და მხეცი მოიძულებენ, გაძარცვავენ და გააშიშვლებენ მეძავს, შეჭამენ მის ხორცს და ცეცხლს მისცემენ მას.
პარალელური ადგილები: გამოცხადება 17:14
- რომაელთა მიმართ 8:30ხოლო რომელნიც წინასწარ აირჩია, იგივენი იხმო, და რომელნიც იხმო, იგივენი გაამართლა, და რომელნიც გაამართლა, იგივენი განადიდა.
- ტიმოთეს მიმართ ა 6:15რომელსაც თავის დროს მოგვივლენს ერთადერთი ნეტარი მბრძანებელი, მეუფეთა მეუფე და უფლებათა უფალი,
- მათეს სახარება 22:14ვინაიდან მრავალნი არიან წვეულნი და მცირედნი - რჩეულნი.
- გამოცხადება 3:21მძლეველს გვერდით მოვისვამ ჩემს ტახტზე, როგორც თავად ვძლიე და ჩემს მამასთან დავჯექი მის ტახტზე.
- დანიელი 2:47მიუგო მეფემ დანიელს და უთხრა: თქვენი ღმერთი ჭეშმარიტად ღმერთთა ღმერთია, მეფეთა მეფეა და საიდუმლოთა გამცხადებელი. ამიტომაც შეძლო მან ამ საიდუმლოს გაცხადება.
- გამოცხადება 1:5და იესო ქრისტესაგან, რომელიც არის სარწმუნო მოწმე, პირმშო განსვენებულთაგან და მიწიერ მეფეთა მთავარი. მას, ვინც შეგვიყვარა და ჩვენი ცოდვებისაგან გვიხსნა თავისი სისხლით,
- გამოცხადება 2:10ნუ გეშინია ნურაფრისა, რისი დათმენაც მოგიწევს. აჰა, ეშმაკი აპირებს ზოგი თქვენგანი გამოსაცდელად ჩააგდოს საპყრობილეში; და გექნებათ ურვა ათი დღე. სიკვდილამდე ერთგული იყავი და მოგცემ შენ სიცოცხლის გვირგვინს.
- მეორე სთვლისაება 10:17რადგან უფალი, თქვენი ღმერთი, არის ღმერთთა ღმერთი და მეუფეთა მეუფე, დიდი, ძლიერი და საშინელი ღმერთი, რომელმაც არ იცის მიმხრობა და არც ქრთამს იღებს.
განაგრძე კითხვა: გამოცხადება 17
სრულად წაიკითხე: გამოცხადება 17 · გახსენი ბიბლიის მკითხველში