
გამოცხადება 20:11, მნიშვნელობა: რას ამბობენ ეკლესიის მამები
მაშინ ვიხილე დიდი თეთრი ტახტი და მასზე მჯდომარე, ვისი სახისგანაც ილტვოდნენ მიწა და ცა, და აღარ აღმოჩნდა ადგილი მათი.
გამოცხადება 20:11 · საქართველოს საპატრიარქო
რას ამბობენ ეკლესიის მამები: გამოცხადება 20:11
6 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
ტერტულიანე3 საუკუნე ავგუსტინე ჰიპონელი5 საუკუნე “ეს ცა და ეს მიწა განკითხვის შემდეგ შეწყვეტენ არსებობას, როდესაც ახალი ცა და ახალი მიწა გამოჩნდება. ნუთუ სამყარო სრულიად განადგურდება? არა, არამედ გარდაიქმნება. ამიტომაც ამბობს პავლე მოციქული: ‘გადის ამა სოფლის ხატი’ (1 კორ. 7:31). მაშასადამე, ხატი წარმავალია, ბუნება კი მარადიულია.”
ანდრია კესარიელი6 საუკუნე ეკუმენიოსი6 საუკუნე ბოროდინი პ. მ.19 საუკუნე მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე
1 / 6
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 6 განმარტება.
გამოცხადება 20:11 კონტექსტში
20:9მართლაც მოედვნენ მიწის მთელ სივრცეს და გარს შემოადგნენ წმიდათა ბანაკსა და საყვარელ ქალაქს; მაგრამ ჩამოეშვა ცეცხლი ზეცით და შთანთქა ისინი.
20:10ხოლო ეშმაკი, რომელმაც აცდუნა ისინი, ჩაგდებულ იქნა ცეცხლისა და გოგირდის ტბაში, სადაც არიან მხეცი და ცრუ წინასწარმეტყველი; და ეწამებიან დღე და ღამ უკუნითი უკუნისამდე.
20:11მაშინ ვიხილე დიდი თეთრი ტახტი და მასზე მჯდომარე, ვისი სახისგანაც ილტვოდნენ მიწა და ცა, და აღარ აღმოჩნდა ადგილი მათი.
20:12და ვიხილე ტახტის წინ მდგომარე მკვდრები, დიდნი თუ მცირენი, და გადაშლილი წიგნები. გადაიშალა სხვა წიგნიც, რომელიც არის სიცოცხლის წიგნი, და, თანახმად იმისა, რაც წიგნებში წერია, მათი საქმისამებრ განკითხულ იქნენ მკვდრები.
20:13ზღვამ, სიკვდილმა და ჯოჯოხეთმა დააბრუნეს თავიანთი მკვდრები, და, თანახმად მისი საქმისა, განკითხულ იქნა თითოეული.
პარალელური ადგილები: გამოცხადება 20:11
- გამოცხადება 21:1მერე ვიხილე ახალი ცა და ახალი მიწა, რადგანაც პირველი ცა და პირველი მიწა გადაეგო, და ზღვა აღარ არის.
- პეტრეს ეპისტოლე ბ 3:7ახლანდელ ცასა და მიწას კი ცეცხლისათვის ინახავს იგივე სიტყვა, რათა განკითხვის დღეს მოსრას უღვთონი.
- დანიელი 2:35მაშინ ყველაფერი ერთიანად დაიფშვნა, რკინა, თიხა, სპილენძი, ვერცხლი და ოქრო ისეთი გახდა, როგორც ბზე ზაფხულის კალოზე. ქარმა წაიღო ისინი და მათი ნატამალიც კი აღარ დარჩა. ხოლო ის ლოდი, კერპი რომ შემუსრა, ვეებერთელა მთად იქცა და მთელი დედამიწა დაიჭირა.
- მათეს სახარება 25:31და როდესაც მოვა ძე კაცისა თავისი დიდებით და ყველა წმიდა ანგელოზი მასთან ერთად, მაშინ დაჯდება იგი თავისი დიდების ტახტზე.
- რომაელთა მიმართ 2:5შენ კი სიკერპითა და უსინანულო გულით თვითონვე იუნჯებ რისხვას ღვთის რისხვისა და მისი მართალი მსჯავრის გამოცხადების დღისთვის,
- პეტრეს ეპისტოლე ბ 3:10ხოლო უფლის დღე მოვა როგორც მპარავი, და მაშინ ზათქით გადავლენ ცანი, კავშირნი მხურვალებით დაიშლებიან და ცეცხლს მიეცემა მიწა და ყოველი საქმე მისი.
- პეტრეს ეპისტოლე ბ 3:12რაკიღა ნატრობთ და მოელით, როდის მოვა დღე უფლისა, როცა ცეცხლმოდებული ცანი დაიშლებიან და დადნებიან ალმოდებული სტიქიონები?
- მოციქულთა საქმენი 17:30ასე რომ, ღმერთმა უგულებელყო უმეცრების დრონი და ახლა ყველგან უბრძანებს ყველა კაცს, რომ მოინანიონ.
განაგრძე კითხვა: გამოცხადება 20
სრულად წაიკითხე: გამოცხადება 20 · გახსენი ბიბლიის მკითხველში