გადასვლა შინაარსზე
ქრისტე ყოვლისმპყრობელის ენკაუსტიკური ხატი, მე-6 საუკუნე, წმინდა ეკატერინეს მონასტერი, სინა
ქრისტე ყოვლისმპყრობელი, ენკაუსტიკური ხატი, მე-6 საუკუნე. წმინდა ეკატერინეს მონასტერი, სინა. Wikimedia Commons, საჯარო დომენი.

გამოცხადება 22:21, მნიშვნელობა: რას ამბობენ ეკლესიის მამები

5 interpreters აპლიკაციაში

გამოცხადება 22:21

ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მადლი ყველა თქვენგანთან. ამინ.

გამოცხადება 22:21 · საქართველოს საპატრიარქო

რას ამბობენ ეკლესიის მამები: გამოცხადება 22:21

5 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით

  1. ანდრია კესარიელი6 საუკუნე
    “ახლა კი, შევეხოთ გამოცხადების წიგნის დანიშნულებას. შვიდი ეკლესიის მიმართ ნათქვამი მოგვიწოდებს, რომ განსაცდელში მოთმინება გამოვიჩინოთ, სიკეთის კეთება და სხვა სათნოებანი შევიყვაროთ. აქედან ცხადი ხდება, რომ მიწაზე ყველაფერს უნდა ვამჯობინოთ წმინდა სულიერი თვალით ცათა შინა დიდების ჭვრეტა, არა ღვთის არსებისა. Მისი გამოვლინებებისა, რომელთაც მრავალგვარი ქვის სახით ვიხილავთ, ანდა ცისარტყელას ფერებში, ანდა ღვთის განგებულების სხვა სახეებში.”

    მთელი განმარტება

    ახლა კი, შევეხოთ გამოცხადების წიგნის დანიშნულებას. შვიდი ეკლესიის მიმართ ნათქვამი მოგვიწოდებს, რომ განსაცდელში მოთმინება გამოვიჩინოთ, სიკეთის კეთება და სხვა სათნოებანი შევიყვაროთ. აქედან ცხადი ხდება, რომ მიწაზე ყველაფერს უნდა ვამჯობინოთ წმინდა სულიერი თვალით ცათა შინა დიდების ჭვრეტა, არა ღვთის არსებისა. Მისი გამოვლინებებისა, რომელთაც მრავალგვარი ქვის სახით ვიხილავთ, ანდა ცისარტყელას ფერებში, ანდა ღვთის განგებულების სხვა სახეებში.

    ჩვენ ასევე შევიტყობთ, რომ ღმერთს გარს უვლიან წმინდა უხორცო ძალები და ხორციელად მისთვის სათნოყოფილნი, რომ ქუხილი და ელვა წინ უსწრებს მის მოსვლას. Შეუძლებელია შვიდი ბეჭდით დალუქული ღვთის განგებულების წიგნის წვდომა და ახსნა, რომლის გამოცხადებაც მხოლოდ კრავმა შეძლო, მისი მოსვლიდან აღსასრულამდე.

    გავიგებთ მოწამეთა სიმამაცისა და ვაჟკაცობის შესახებაც, ურწმუნოთა საშინელი სასჯელის, სახარებისეული თესლის ნაყოფიერების, სუსტთა და მცირედ მორწმუნეთა განდგომის, ქრისტეს მეორედ მოსვლის წმინდანთა ნატვრის, ანტიქრისტეს წინარე უბედურებებისა და ქრისტიანთა დევნის შესახებ. ამასთან, მითითებულია, თუ რაოდენ პატივდებულნი არიან წმინდანები ღვთის წინაშე, ვინაიდან ცოდვილთა სასჯელი გადაიდება მათ გამოჩენამდე, ანგელოზთა მიერ ბეჭდით აღბეჭდილთა გამოჩენამდე.

    ამ წიგნიდან ვიგებთ შვიდი წყლულის შესახებაც, რომელიც უკანასკნელ ჟამს დედამიწაზე მცხოვრებთ დაატყდებათ თავს. ამიტომაც უნდა მივაპყროთ მზერა სინანულსა და ღვთისადმი ლოცვას, რათა თავიდან ავიცილოთ ისინი. მითითებულია ანგელოზთა კაცთმოყვარეობაზეც, რომელთაც სახარება უპყრიათ და დედამიწაზე მყოფთ უქადაგებენ მას, წმინდა სულთა სიმტკიცესა და ვაჟკაცობაზე, რომლებიც აღსასრულის წინ გამოჩნდებიან ანტიქრისტეს მხილებისთვის; იერუსალიმის დაქცევაზე, წარმართული ქალაქების დაღუპვასა და ნგრევაზე და ამის გამო ზეციური ძალების მადლიერებაზე, ეკლესიის დევნაზე, ეშმაკის დაცემაზე, ანტიქრისტეს მოსვლასა და ცრუწინასწარმეტყველის საცდურებზე.

    ნაჩვენებია უამრავი გადარჩენილი, ბაბილონის დაცემა და მსოფლიო ყანის მკა, მწარე მტევნების მოკვეთა, წმინდანთა განსვენება, რომელიც ბროლის ზღვას ჰგავს. Ღვთის რისხვის შვიდი თასიდან გადმოღვრა მიწაზე, ზღვაზე, მდინარეებსა და სხვა სტიქიონებზე, ადამიანთა ცოდვების გამო, რაც სასჯელს მოიტანს და მხეცის ტახტს დააბნელებს. Ეშმაკის შემწეებსა და მსახურებს ევფრატზე გადასვლის გზას გაუხსნის, ამხელს მათ სისუსტეს და წარმოშობს მსოფლიოს საყოველთაო და საბოლოო რყევას. Შეიცვალოს აწმყო, როდესაც დაეცემა ქალაქი, მეძავს რომ ჰგავს, მემრუშე და მხეცის მსგავსი, რომელშიც ეშმაკია და მასზე განისვენებს.

    შემდეგ ვხედავთ, რომ უმაღლესი ძალები უგალობენ ღმერთს; ეკლესია, ანუ ზეციური იერუსალიმი, უახლოესად ერწყმის ქრისტეს. Რისხვის საწნახელი ითელება და ყოველივე მიწიერის დაქცევის შემდეგ, ანტიქრისტესა და მისი მსახურების გეენაში გადაცემის შემდეგ, ანგელოზთა ძალები და წმინდანები სულიერი ვახშმის თანაზიარნი ხდებიან.

    აქედან ვიგებთ ეშმაკის შეკვრის, მისი დროებითი გათავისუფლებისა და სატანჯველად მსჯავრის შესახებ, მოწამეთა ნეტარების შესახებ, რომლებიც ქრისტესთან ერთად მეფობენ ანტიქრისტეს მოსვლამდე, რის შემდეგაც ეშმაკი. Გოგისა და მაგოგის ომში აღძრავს, მათთან ერთად დაისჯება, როდესაც გაიხსნება სიცოცხლის წიგნები და ზოგი მეორე სიკვდილისკენ წავა, ზოგი კი ზეციურ იერუსალიმს დაიმსახურებს და ქრისტეს შეუღლდება.

    ასევე ვიგებთ ქალაქის ზომების, იქ მიმდინარე ღვთაებრივი სულის მდინარის შესახებ და იმის შესახებ. Შეუძლებელია აღწერო დიდებულება ზეცისა, ანდა უსასრულო დიდება, რომლისკენაც მოგვიწოდებს ღვთისმეტყველი და გვიბრძანებს, ვთქვათ: “მოვედი”, ანუ მოვიდეს მსურველი, რათა წმინდანებისთვის გამზადებული მოგვანიჭოს.

    და მოგვანიჭოს ღმერთმა მისი შეძენა სულგრძელებით, თვინიერებით, თავმდაბლობითა და გულის სიწმინდით, რომელიც შობს მუდმივ და ურყევ ლოცვას, რომელიც გონებას ღმერთისკენ აღაპყრობს. ვინაიდან მაცდური მტერი გულწრფელი ლოცვის დროს ცდილობს ჩვენს გულში შემოღწევას, რათა ბოროტი თესლი დათესოს. Ღმერთთან კავშირს გაგვაწყვეტინებს და არ მისცემს ღვთის სწავლებით ანთებულ ცეცხლს გაღვივების საშუალებას, რომელიც მის ბადეებსა და განსაცდელებს გაანადგურებს. ვინაიდან ღმერთი ჩვენი ცეცხლია, შემმუსვრელი (ებრ. 12:29), ის სულს, რომელიც წმინდად და მშვიდად ესაუბრება მას, ცოდვილი გაცივების დროსაც კი თბილს გახდის და მწველ ცეცხლს მიმღებს. Როგორც მზის ძლიერი სხივი ბროლის ჭურჭელში წყლით აგზავნის ცეცხლს გაცხელებითა და სხივების გარდატეხით. ამიტომ, ჩვენც გამოვაჩინოთ თავი სიმართლის მზის მიმართ წმინდებად, როგორც სულის ბროლის ტაძარი და არა წარმავალ და თიხის ჭურჭლებად, რომლებიც ვერ იტევენ ღვთაებრივ სხივებს. და უფალი, რომელსაც ყველას ხსნა სურს და ჭეშმარიტების შეცნობა (1 ტიმ. 2:4), თავისი ნათლის შეუზღუდავი მადლით ყველას ანათებს, მაგრამ მას თითოეულს მხოლოდ სულიერი თვალების სიწმინდის მიხედვით ანიჭებს. ამის მიღება მოგვანიჭოს ყოვლადმოწყალე ქრისტემ, ღმერთმა ჩვენმა, რომელიც ჩვენთვის ივნო ხორცით. მას მამასთან და ყოვლადწმინდა ცხოველმყოფელ სულთან ერთად შეჰფერისი ყოველგვარი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, ახლა და ყოველთვის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

  2. ეკუმენიოსი6 საუკუნე
  3. ბედა პატივცემული7 საუკუნე
  4. ბოროდინი პ. მ.19 საუკუნე
  5. ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე

1 / 5

ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 5 განმარტება.

ჩვენს ბიბლიოთეკაში

გამოცხადება 22:21 კონტექსტში

პარალელური ადგილები: გამოცხადება 22:21

განაგრძე კითხვა: გამოცხადება 22

სრულად წაიკითხე: გამოცხადება 22 · გახსენი ბიბლიის მკითხველში