
გამოცხადება 4:2, მნიშვნელობა: რას ამბობენ ეკლესიის მამები
მყისვე ატაცებულ ვიქმენ სულის მიერ; და, აჰა, ტახტი იდგა ცაში, ხოლო ტახტზე იყო მჯდომარე.
გამოცხადება 4:2 · საქართველოს საპატრიარქო
რას ამბობენ ეკლესიის მამები: გამოცხადება 4:2
7 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
ვიქტორინუსი პეტოვიელი3 საუკუნე “ცხადია, რომ საყდარი სამსჯავროსა და მეუფის სავანეა. იოანე ღვთისმეტყველი ამბობს, რომ მასზე იხილა მსგავსი იასპისა და სარდისა. იასპი წყლის ფერია, სარდიონი კი, ცეცხლის. განა ეს არ მიგვანიშნებს, რომ ორი აღთქმა ზეგარდმო დადგინდა ღვთის ტახტიდან ვიდრე აღსასრულამდე? ერთი ამათგანი აღსრულდა წარღვნის წყლით, მეორე კი ცეცხლით აღსრულდება.”
ანდრია კესარიელი6 საუკუნე აპრინიგიუსი6 საუკუნე ეკუმენიოსი6 საუკუნე ბოროდინი პ. მ.19 საუკუნე ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე კოხომსკი ს. ვ.19 საუკუნე
1 / 7
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 7 განმარტება.
გამოცხადება 4:2 კონტექსტში
4:1შემდგომ ამისა, გავიხედე და, აჰა, კარი გაიღო ცაში, და ხმამ, რომელიც თავდაპირველად ჩამესმა, როგორც ხმა საყვირისა, მითხრა: ამოდი აქ და გიჩვენებ, რაც უნდა მოხდეს ამის შემდეგ.
4:2მყისვე ატაცებულ ვიქმენ სულის მიერ; და, აჰა, ტახტი იდგა ცაში, ხოლო ტახტზე იყო მჯდომარე.
4:3მჯდომარე იასპისა და სარდიონის ქვას ჰგავდა სახით, ტახტს კი გარს ადგა ცისარტყელა, ზურმუხტის მსგავსი.
4:4ტახტის გარშემო ოცდაოთხი ტახტი და მათზე მსხდომარე ოცდაოთხი უხუცესი, რომელთაც ემოსათ სპეტაკი სამოსი და თავს ედგათ ოქროს გვირგვინნი.
პარალელური ადგილები: გამოცხადება 4:2
- გამოცხადება 1:10ვიყავი სულით, კვირა დღეს, და მომესმა უკნიდან მგრგვინავი ხმა, საყვირის ხმის მსგავსი,
- ესაია 6:1მეფე ყუზიას სიკვდილის წელს ვიხილე უფალი, მჯდარი ამაღლებულ, ზეამართულ ტახტზე, და მისი კალთები ავსებდა ტაძარს.
- ეზექიელი 3:12ამიტაცა სულმა და მომესმა ჩემს უკან დიდი ზანზარის ხმა, - კურთხეულია უფლის დიდება თავისი ადგილიდან!
- ეზექიელი 3:14სულმა ამიტაცა და წამიღო; მივდიოდი გამწარებული, რისხვით ანთებული, და უფლის მაგარი ხელი იყო ჩემზე.
- ეზექიელი 1:26ცამყარს ზემოთ, მათ თავზე რომ იყო გადაჭიმული, რაღაც ტახტის მაგვარი რამ იდგა, თითქოს საფირონისგან ნაკეთები; ხოლო ამ ტახტისმაგვარზე სახით ადამიანისმაგვარი რამ იჯდა.
- გამოცხადება 4:9და როცა ცხოველნი დიდებას, პატივს და მადლიერებას მიაგებენ ტახტზე მჯდომარეს, რომელიც ცოცხალია უკუნითი უკუნისამდე,
- გამოცხადება 5:1და ვიხილე ტახტზე მჯდომარის მარჯვენაში წიგნი, შიგნიდან და გარედან ნაწერი და შვიდი ბეჭდით დაბეჭდილი.
- დანიელი 7:9ბოლოს ვნახე, რომ დაიდგა ტახტრევნები და დაჯდა ძველი დღეთა. მისი სამოსელი თოვლივით სპეტაკი იყო და სუფთა მატყლივით იყო თმები მის თავზე. მისი ტახტი ცეცხლის ელვარება იყო, მისი ეტლის თვლები კი - მგზნებარე ცეცხლი.
განაგრძე კითხვა: გამოცხადება 4
სრულად წაიკითხე: გამოცხადება 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში