
რომაელთა მიმართ 11:12: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
ხოლო თუ მათი დაცემა ქვეყნის სიმდიდრეა, მათი სიმწირე კი - წარმართთა სიმდიდრე, რამდენად უფრო მეტი იქნება სავსება მათი.
რომაელთა მიმართ 11:12 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 14 ივლისი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 4 კვირის ოთხშაბათი (სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: რომაელთა მიმართ 11:12
12 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “აქ მოციქული იუდეველთათვის სასიამოვნო სიტყვებს ამბობს. ათასჯერაც რომ დაცემულიყვნენ, წარმართები ვერ გადარჩებოდნენ, თუკი რწმენას არ მიიღებდნენ. ასევე, იუდეველებიც არ დაიღუპებოდნენ, ურწმუნოებასა და სიჯიუტეში რომ არ ჩავარდნილიყვნენ.”
მთელი განმარტება
აქ მოციქული იუდეველთათვის სასიამოვნო სიტყვებს ამბობს. ათასჯერაც რომ დაცემულიყვნენ, წარმართები ვერ გადარჩებოდნენ, თუკი რწმენას არ მიიღებდნენ. ასევე, იუდეველებიც არ დაიღუპებოდნენ, ურწმუნოებასა და სიჯიუტეში რომ არ ჩავარდნილიყვნენ.
მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, მოციქული ანუგეშებს დაცემულ იუდეველებს და სრულყოფილად ამტკიცებს, რომ მათ ხსნის იმედი უნდა ჰქონდეთ, თუკი შეიცვლებიან. თუკი, ამბობს მოციქული, ამდენმა ადამიანმა მიიღო ხსნა, როდესაც ისინი დაბრკოლდნენ, და ამდენი გამოიძახეს, სანამ ისინი უარყოფილნი იყვნენ, დაფიქრდით, რა მოხდება, როდესაც ისინი მოიქცევიან.
“რამეთუ უკუღმართება მათი სიმდიდრე არს სოფლისა და დაკლება მათი სიმდიდრე წარმართთა, რაოდენ უფროჲსღა სავსებაჲ მათი?” (რომ. 11:12).
არ უთქვამს: რამდენად მეტი იქნება მათი მოქცევა, ან მათი შეცვლა, ან გამოსწორება, არამედ: “რამდენად უფროჲსღა სავსებაჲ მათი”, ანუ როდესაც ყველა ისინი ქრისტესთან მივლენ. ამ სიტყვებით კი ის გვიჩვენებს, რომ მაშინ იქნება მადლისა და ღვთის ნიჭის დიდი და თითქმის სრული საზომი.
ეფრემ ასური4 საუკუნე ამბროზიასტერი4 საუკუნე კირილე ალექსანდრიელი5 საუკუნე თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე კონსტანციუსი5 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე კოხომსკი ს. ვ.19 საუკუნე მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე
1 / 12
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 12 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
რომაელთა მიმართ 11:12 კონტექსტში
11:10დაევსოთ თვალი, რომ ვეღარ ხედავდნენ, და მოდრიკე მათი ზურგი სამარადისოდ“.
11:11მე ვამბობ: ნუთუ ისე წაიბორძიკეს, რომ დაეცნენ? არამც და არამც. მაგრამ მათი დაცემა ხსნად ექცა წარმართთ, რათა აღძრულიყო მათში საღმრთო შური.
11:12ხოლო თუ მათი დაცემა ქვეყნის სიმდიდრეა, მათი სიმწირე კი - წარმართთა სიმდიდრე, რამდენად უფრო მეტი იქნება სავსება მათი.
11:13თქვენ გეუბნებით, წარმართნო: რამდენადაც წარმართთა მოციქული ვარ, ჩემს მსახურებას ვადიდებ.
11:14იქნებ ასე მაინც შევძლო საღმრთო შური აღვძრა ჩემსავე თვისტომთა შორის და ვიხსნა ზოგიერთი მათგანი.
პარალელური ადგილები: რომაელთა მიმართ 11:12
- რომაელთა მიმართ 11:25რადგანაც არ მინდა, ძმებო, რომ თქვენთვის უცნობი დარჩეს ეს საიდუმლო, რათა თავს არ გაგივიდეთ: ისრაელის სიბრმავე ნაწილობრივია და დროებითი, ვიდრე არ შემოგვიერთდება წარმართთა მთელი სიმრავლე.
- რომაელთა მიმართ 11:15რადგან თუ მათი განშორება ქვეყნის დაზავებაა, რაღა იქნება მათი შემოერთება, თუ არა სიცოცხლის აღდგომა მკვდრეთით?
- კოლასელთა მიმართ 1:27რომელთაც ღვთის ნებით ეუწყა, რა არის სიუხვე ამ საიდუმლოს დიდებისა წარმართთა შორის: ესაა ქრისტე თქვენში, დიდების სასოება,
- მიქა 5:7და იქნება იაკობის ნატამალი უამრავ ხალხთა შორის როგორც უფლის ცვარი, როგორც შხაპუნა წვიმა ბალახზე; აღარ ექნება კაცის იმედი და აღარ დაენდობა ადამიანებს.
- ესაია 11:11იმ დღეს მეორედ გაიწვდის უფალი ხელს, რომ გამოისყიდოს თავისი ერის ნატამალი, რომელიც გადაურჩება აშურს, ეგვიპტეს, ფატროსს, ქუშს, ელამს, შინეყარს, ხაბათს და ზღვისპირეთს.
- ესაია 12:6იხარე და იზეიმე, სიონის ასულო, რადგან დიდია თქვენ შუაგულში ისრაელის წმიდა!
- რომაელთა მიმართ 9:23რათა გამოეჩინა თავისი დიდების სიუხვე წყალობის ჭურჭელთა მიმართ, წინასწარ რომ განამზადა დიდებისათვის,
- ეფესელთა მიმართ 3:8მე, უმცირესს წმიდათა შორის, მომეცა ეს მადლი, რათა მეხარებინა წარმართთათვის წარმოუდგენელი სიმდიდრე ქრისტესი,
განაგრძე კითხვა: რომაელთა მიმართ 11
სრულად წაიკითხე: რომაელთა მიმართ 11 · გახსენი ბიბლიის მკითხველში



