
რომაელთა მიმართ 11:22: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
ხომ ხედავ სიკეთეს და სიმკაცრეს ღვთისას: სიმკაცრეს - დაცემულთა, ხოლო სიკეთეს - შენ მიმართ, თუკი მის სიკეთეში მკვიდრობ; არა და, შენც მოიკვეთები.
რომაელთა მიმართ 11:22 · საქართველოს საპატრიარქო
მოკლე პასუხი
(მოციქული) არ ამბობს: იხილე შენი დამსახურებანი, იხილე შენი შრომები, არამედ: იხილე კაცთმოყვარეება ღვთისა. რითაც გვიჩვენებს, რომ ყოველივე მადლით აღესრულა ზეგარდმომადლებულით და შიშისკენ განგაწყობს. ქების საფუძველიც კი გაიძულებს, რომ გეშინოდეს. უფალი შენდამი მოწყალე გახდა, ამიტომაც გეშინოდეს, ვინაიდან სიკეთენი შენთან წარუვალად არ რჩებიან, თუკი გულმოდუნებული გახდები. ასევე, არც იუდეველთათვის არის ბოროტება გარდაუვალი, თუკი ისინი შეიცვლებიან. და შენ მოიკვეთები, ამბობს (მოციქული), თუკი რწმენაში არ დარჩები.
იოანე ოქროპირი, 4 საუკუნე
ეკლესიაში საკითხავი: 15 ივლისი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-4 კვირის ხუთშაბათი (სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: რომაელთა მიმართ 11:22
10 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “(მოციქული) არ ამბობს: იხილე შენი დამსახურებანი, იხილე შენი შრომები, არამედ: იხილე კაცთმოყვარეება ღვთისა. რითაც გვიჩვენებს, რომ ყოველივე მადლით აღესრულა ზეგარდმომადლებულით და შიშისკენ განგაწყობს. ქების საფუძველიც კი გაიძულებს, რომ გეშინოდეს. უფალი შენდამი მოწყალე გახდა, ამიტომაც გეშინოდეს, ვინაიდან სიკეთენი შენთან წარუვალად არ რჩებიან, თუკი გულმოდუნებული გახდები. ასევე, არც იუდეველთათვის არის ბოროტება გარდაუვალი, თუკი ისინი შეიცვლებიან. და შენ მოიკვეთები, ამბობს (მოციქული), თუკი რწმენაში არ დარჩები.”
ეფრემ ასური4 საუკუნე ამბროზიასტერი4 საუკუნე კირილე ალექსანდრიელი5 საუკუნე თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე კოხომსკი ს. ვ.19 საუკუნე მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე
1 / 10
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 10 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
რომაელთა მიმართ 11:22 კონტექსტში
11:20კეთილი, ისინი ურწმუნოებით გადატყდნენ, ხოლო შენ რწმენითა დგახარ. ნუ ქედმაღლობ, არამედ გეშინოდეს.
11:21რადგან თუ ღმერთმა ბუნებრივი რტოები არ დაინდო, არც შენ დაგინდობს.
11:22ხომ ხედავ სიკეთეს და სიმკაცრეს ღვთისას: სიმკაცრეს - დაცემულთა, ხოლო სიკეთეს - შენ მიმართ, თუკი მის სიკეთეში მკვიდრობ; არა და, შენც მოიკვეთები.
11:23მაგრამ, თუ ურწმუნოებაში არ დარჩნენ, ისინიც დაემყნობიან, რადგან ღმერთს კვლავაც ძალუძს მათი დამყნობა.
11:24ვინაიდან თუ შენ მოიკვეთე თავისი ბუნებით ველური ზეთისხილისგან და არაბუნებრივად დაემყნე შინაურ ზეთისხილს, განა ბუნებრივი რტონი მით უმეტეს არ დაემყნობიან თავიანთ საკუთარ ღეროს?
პარალელური ადგილები: რომაელთა მიმართ 11:22
- ებრაელთა მიმართ 3:14რადგანაც ქრისტეს თანაზიარნი გავხდით, თუკი არსობის საწყისს ბოლომდე დავიცავთ მტკიცედ.
- კორინთელთა მიმართ ა 15:2მისითვე ცხონდებით, თუკი ისე ინახავთ სიტყვას, როგორც გახარეთ, და თუ ამაოდ არ ირწმუნეთ.
- ებრაელთა მიმართ 3:6ქრისტე კი - როგორც ძე მის სახლში. ხოლო მისი სახლი ჩვენა ვართ, თუკი ბოლომდე მტკიცედ დავიცავთ სითამამესა და სასოების სიქადულს.
- იოანე 15:2ჩემს ყველა ლერწს, რომელსაც არ გამოაქვს ნაყოფი, მოჭრის, და ყველას, რომელსაც გამოაქვს ნაყოფი, გაწმენდს, რათა მეტი მოისხას.
- გამოცხადება 2:5მაშ, გაიხსენე, საიდან დაეცი, მოინანიე და უწინდელ საქმეებს მიჰყავი ხელი. არადა, მალე მოვალ შენთან და ადგილიდან დავძრავ შენს სასანთლეს, თუკი არ მოინანიებ.
- გალატელთა მიმართ 6:9სიკეთის ქმნა ნუ მოგვბეზრდება, რადგანაც თავის დროზე მოვიმკით, თუ არ მოვიქანცეთ.
- რომაელთა მიმართ 2:4ან იქნებ უგულებელყოფ მისი სიკეთის, ლმობიერებისა თუ სულგრძელობის სიუხვეს და ვერ შეგიგნია, რომ ღვთის სიკეთეს სინანულისაკენ მიჰყავხარ?
- რომაელთა მიმართ 2:5შენ კი სიკერპითა და უსინანულო გულით თვითონვე იუნჯებ რისხვას ღვთის რისხვისა და მისი მართალი მსჯავრის გამოცხადების დღისთვის,
განაგრძე კითხვა: რომაელთა მიმართ 11
სრულად წაიკითხე: რომაელთა მიმართ 11 · გახსენი ბიბლიის მკითხველში



