
რომაელთა მიმართ 12:1: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
ღვთის მოწყალებით შეგაგონებთ, ძმებო, ცოცხალ, წმიდა და კეთილსასურველ მსხვერპლად უძღვენით თქვენი სხეული ღმერთს, და ეს იქნება თქვენი გონივრული ღვთისმსახურება.
რომაელთა მიმართ 12:1 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 7 აგვისტო, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 7 კვირის შაბათი (სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: რომაელთა მიმართ 12:1
13 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “ღვთის კაცთმოყვარეობაზე მრავლის თქმისა და ღვთიური მზრუნველობის წარმოჩენის შემდეგ, რომელიც ენით აუწერელია, გამოუთქმელი და გამოუკვლეველია, მოციქული სწორედ ამ სიკეთეს იყენებს იმისთვის, რომ ღვთის მიერ დაჯილდოებულნი დაარწმუნოს, გამოავლინონ ძღვენის ღირსი ცხოვრება. მიუხედავად იმისა, რომ ის ასეთი დიდებული და ამაღლებულია, არ ერიდება მათ შეწყალებას, თანაც შეწყალებას არა იმაზე, რაც მისთვის იქნებოდა სასარგებლო, არამედ იმაზე, რისგანაც მათ თავად შეეძლოთ სარგებლის მიღება. განა გასაკვირია, რომ შეწყალებაზე უარს არ ამბობს, როდესაც შემწყალებლად თავად ღვთის წყალობას წარმოადგენს?”
მთელი განმარტება
ღვთის კაცთმოყვარეობაზე მრავლის თქმისა და ღვთიური მზრუნველობის წარმოჩენის შემდეგ, რომელიც ენით აუწერელია, გამოუთქმელი და გამოუკვლეველია, მოციქული სწორედ ამ სიკეთეს იყენებს იმისთვის, რომ ღვთის მიერ დაჯილდოებულნი დაარწმუნოს, გამოავლინონ ძღვენის ღირსი ცხოვრება. მიუხედავად იმისა, რომ ის ასეთი დიდებული და ამაღლებულია, არ ერიდება მათ შეწყალებას, თანაც შეწყალებას არა იმაზე, რაც მისთვის იქნებოდა სასარგებლო, არამედ იმაზე, რისგანაც მათ თავად შეეძლოთ სარგებლის მიღება. განა გასაკვირია, რომ შეწყალებაზე უარს არ ამბობს, როდესაც შემწყალებლად თავად ღვთის წყალობას წარმოადგენს?
“ღვთიური სიუხვიდან უთვალავი სიკეთე გადმოგეღვარათ თქვენ, ამბობს ის, შეგრცხვეთ მათი და გეშინოდეთ, რადგან სწორედ ეს სიუხვე გთხოვთ, არაფერი გააკეთოთ მათი უღირსი”.
და მე, ამბობს მოციქული, გევედრებით იმავე სიუხვით, რომლითაც გადარჩენილები ხართ. მსურველს, რომ მრავალი სიკეთით დაჯილდოებული შეარცხვინოს, ჩვეულებრივ, შემწყალებლად თავად კეთილისმყოფელს წარმოადგენს.
მაშ, რას შეწყალებ, მითხარი?
“წარუდგინეთ სხეულები თქვენი მსხვერპლად ცოცხლად, წმიდად, სასურველად ღმერთს, გონივრულ მსახურებად თქვენდა”.
ვინაიდან თქვა: “მსხვერპლად”, რათა ვინმეს არ ეგონოს, რომ სხეულების დაკვლას ბრძანებს, მაშინვე დაამატა: “ცოცხლად”. შემდეგ, რითაც განასხვავებს მას იუდეველთა მსხვერპლისაგან, აგრძელებს: “წმიდად, სასურველად ღმერთს, გონივრულ მსახურებად თქვენდა”, იუდეველთა მსხვერპლი კი ხორციელი და არცთუ სასურველია. ანდა: “რისთვის მჭირდება მე თქვენი მსხვერპლთა სიმრავლე?” (ეს. 1:11)? ან: “ვინ მოითხოვა ეს თქვენგან?” (ეს. 1:12), ამბობს ღმერთი. წმინდა წერილის სხვა მრავალ ადგილას ვხედავთ, რომ ღმერთი უარყოფს იუდეველთა მსხვერპლს. მაგრამ არ უარყოფს ამ მსხვერპლს, პირიქით, მოითხოვს კიდეც მას, მაშინაც კი, როდესაც იუდეველთა მსხვერპლი შეწირულია. ამიტომაც თქვა: “ვინც მსხვერპლად სწირავს ქებას, ის მცემს მე თაყვანს” (ფს. 49:23). და კიდევ ნათქვამია: “მე ვადიდებ ჩემი ღმერთის სახელს საგალობლით... და ეს უფალს უფრო სასიამოვნო იქნება, ...ვიდრე ხარი რქებითა და ჩლიქებით” (ფს. 68:31, 32). სხვა ადგილას კი, იუდეველთა მსხვერპლის უარყოფისას და იმის თქმის შემდეგ, “ვჭამ კი მე ხარების ხორცს. Ვსვამ კი თხების სისხლს?”, (უფალი) დასძენს: “შესწირე ღმერთს ქება მსხვერპლად და აღუთქვი უზენაესს შენი აღთქმები” (ფს. 49:13, 14).
ასევე პავლე ბრძანებს აქ: “წარუდგინეთ სხეულები თქვენი მსხვერპლად ცოცხლად”. მაგრამ როგორ შეიძლება სხეული მსხვერპლად იქცეს, იკითხავ შენ? თვალმა ნურაფერს ბოროტს ნუ შეხედავს და ის უკვე მსხვერპლი გახდა; ენამ ნურაფერი სამარცხვინო ნუ თქვას და ის შესაწირი გახდა; ხელმა ნურაფერი უკანონო ნუ ჩაიდინოს და ის სრულადდასაწველი გახდა. და უფრო სწორად რომ ვთქვათ, ესეც არ არის საკმარისი, არამედ ჩვენ სიკეთეც უნდა ვაკეთოთ: ხელმა მოწყალება გასცეს, ბაგეებმა აკურთხონ შეურაცხმყოფელნი, სმენა გამუდმებით ვარჯიშობდეს ღვთის სიტყვის მოსმენაში. მსხვერპლს ხომ არავითარი სიბინძურე არ გააჩნია, ის ყოველივეს დასაწყისია. შევწიროთ ღმერთს ხელების, ფეხების, ბაგეების და ყოველივეს დასაწყისი; ასეთი მსხვერპლი სასურველია, როგორც იუდეველთა მსხვერპლი იყო უწმინდური: “მათი მსხვერპლი, ნათქვამია, მათთვის იქნება, როგორც სამგლოვიარო პური” (ოს. 9:4). მაგრამ ჩვენი მსხვერპლი ასეთი არ არის. იუდეველთა მსხვერპლში შესაწირი მკვდარი ხდებოდა, ჩვენი კი მსხვერპლად შეწირულს ცოცხალს ხდის. როდესაც ჩვენ ჩვენს ასოებს მოვკლავთ, მაშინ შევძლებთ ცხოვრებას; მსხვერპლშეწირვის ეს ხერხი ახალია, ამიტომაც ცეცხლის სახეობაა არაჩვეულებრივი. არ არის საჭირო შეშა და დასაწვავი ნივთიერება, არამედ ჩვენი ცეცხლი თავისთავად იწვის და მსხვერპლს არ სპობს, არამედ უფრო აცოცხლებს მას. ასეთ მსხვერპლს მოითხოვდა ღმერთი უძველესი დროიდან, რის გამოც თქვა წინასწარმეტყველმა: “მსხვერპლი ღვთისა არის სული შემუსვრილი” (ფს. 50:19). ასეთი მსხვერპლი შესწირეს სამმა ჭაბუკმა და თქვეს: “არც მთავარი გვაქვს ამჟამად, არც წინასწარმეტყველი, ...არც ადგილი, რომ მსხვერპლი შევწიროთ შენ და მოვიპოვოთ შენი წყალობა. მაგრამ შემუსვრილი გულითა და თავმდაბალი სულით ვიქნებით შეწყნარებულნი” (დან. 3:38, 39).
ყურადღება მიაქციე, თუ რა დიდი სიზუსტით იყენებს მოციქული სიტყვას. მას არ უთქვამს: აქციეთ თქვენი სხეულები მსხვერპლად, არამედ: “წარუდგინეთ”, და ამით თითქოს თქვა: თქვენ უკვე აღარაფერი გაქვთ საერთო მათთან, თქვენ ისინი სხვას გადაეცით. როგორც მათ, რომლებმაც საბრძოლო ცხენები გადასცეს, მათზე საკუთრების უფლება უკვე აღარ აქვთ, ასევე შენც, რომელმაც შენი ასოები ეშმაკთან ბრძოლისთვის, ამ საშინელი ლაშქრობისთვის გადასცე, ნუ გადაიტან მათ საკუთარი სამსახურისთვის. ამასთან, მოციქული კიდევ იმასაც გვაგონებს, რომ, როდესაც ჩვენი ასოების მსხვერპლად შეწირვისთვის ვემზადებით, ისინი უნაკლო უნდა გავხადოთ, რადგან მათ არა რომელიმე დედამიწაზე მცხოვრებ ადამიანს წარვუდგენთ. Თავად სამყაროს მეუფეს, ღმერთს, და არა მათი მხოლოდ ბრძოლაში გამოყენებისთვის, არამედ იმისთვის, რომ მათზე თავად მეუფე იჯდეს. უფალი არ ამბობს უარს ჩვენს ასოებზე ჯდომაზე, არამედ ძალიანაც სურს ეს, და რასაც არ აირჩევდა მეფე, რომელიც ჩვენთან ერთად მსახურებს უფალს, იმას ირჩევს ანგელოზთა მბრძანებელი. მაშასადამე, თუ შენი ასოები უნდა იქნეს შეწირული და მსხვერპლად იქცეს, მაშინ მოჰკვეთე მათ ყოველგვარი სიბილწე, რადგან სანამ მათში რაიმე ბილწი არის, ისინი მსხვერპლი ვერ იქნებიან. ასე, თვალი, თუ ვნების აღმძვრელ საგნებს უყურებს, მსხვერპლად ვერ იქნება შეწირული, ასევე ვერც მტაცებელი და ვერცხლისმოყვარე ხელი, ფეხები, რომლებიც კოჭლობენ მოძრაობისას და სანახაობებზე დადიან, მუცელი. Ემონება და ვნებათაღელვას იწვევს სიამოვნებებისადმი, გული, რომელიც ბრაზს ან უწმინდურ სიყვარულს საზრდოობს, ენა, რომელიც სისაძაგლეს ამბობს. ამიტომაც, ყველა მხრიდან უნდა განვიხილოთ, ხომ არ არის ჩვენს სხეულში რაიმე ბილწი. თუ ძველი აღთქმის მსხვერპლის შემწირველნი ვალდებულნი იყვნენ, ყველაფერი დაეთვალიერებინათ და მათ არ ერძეოდათ უყურო, უკუდო, ქეცით და კეთრით დაფარული ცხოველის შეწირვა, მით უფრო ჩვენ, რომლებიც არა უსულო ცხვრებს ვწირავთ. Საკუთარ თავს, უფრო მეტი დაკვირვებით უნდა ვიყოთ და ყველანაირად სუფთანი, რათა შესაძლებელი იყოს ჩვენთვის პავლესთან ერთად თქმა: “რადგან მე უკვე მსხვერპლად ვიღვრები და ჩემი წასვლის ჟამი დადგა” (2 ტიმ. 4:6). და ჩვენთანაც ასე იქნება, თუ ძველ ადამიანს აღვგვით, მიწიერ ასოებს მოვკლავთ, ჩვენთვის სამყაროს ჯვარს ვაცვამთ. ამ შემთხვევაში, ჩვენ აღარ დაგვჭირდება არც დანა, არც სამსხვერპლო, არც ცეცხლი, ან უფრო სწორად რომ ვთქვათ, ეს ყველაფერი დაგვჭირდება. Არა ხელებით შექმნილი, არამედ ყველაფერი ზეგარდმო მოგვეცემა, და ცეცხლი ზეგარდმო, და დანა, ცის სივრცე კი ჩვენთვის სამსხვერპლო იქნება. თუ იმ დროს, როდესაც ელია გრძნობად მსხვერპლს სწირავდა, ციდან გარდამოსულმა ცეცხლმა ყველაფერი გაანადგურა, და წყალი, და შეშა, და ქვები, მით უფრო აღსრულდება ეს შენთან. თუ შენ რაიმე არამდგრადი და ამქვეყნიური გაგაჩნია, მაგრამ მსხვერპლს ჭეშმარიტი განწყობით შესწირავ, მაშინ სულის გარდამომავალი ცეცხლი ყოველივე ამქვეყნიურს შთანთქავს და მთელ შესაწირავს აღასრულებს.
მაშ, რა არის “გონივრული მსახურება”? სულიერი მსახურება, ცხოვრება ქრისტეში. როგორც ღვთის სახლში მსახური და მღვდელმოქმედი, როგორიც არ უნდა იყოს სხვა დროს, მსახურებისას საკუთარ თავში კონცენტრირდება და უფრო კეთილმსახური ხდება. Ჩვენც მთელი ცხოვრება ისეთ სულიერ განწყობაში უნდა ვიყოთ, როგორც ღვთის მსახურნი და მღვდელმოქმედნი. ეს კი მაშინ იქნება, თუ ყოველდღე შესწირავ ღმერთს მსხვერპლს, გახდები საკუთარი სხეულისა და სულში აღმოცენებული სათნოების მღვდელი, მაგალითად, როდესაც უმანკოებას, მოწყალებას, თვინიერებასა და ბოროტების არმქონეს შესწირავ. ამის აღსრულებით, შენ გონივრულ მსახურებას აღასრულებ, ესე იგი, ისეთს, რომელსაც არაფერი ხორციელი, არაფერი უხეში და გრძნობადი არ გააჩნია.
ამგვარად, მსმენელის გამხნევებით თვით სახელწოდებებით და იმის დამტკიცებით, რომ ყველა საკუთარი სხეულისა და ცხოვრების მღვდელი ხდება, მოციქული იმ ხერხზეც საუბრობს, რომლითაც ყველაფერში წარმატების მიღწევა შეიძლება. როგორია ეს ხერხი?
“ნუ ემსგავსებით ამ საუკუნეს, არამედ გარდაიქმენით თქვენი გონების განახლებით” (რომ. 12:2), რადგან ამ საუკუნის სახე მიწისკენაა მიდრეკილი, დაბალია, ხანმოკლეა, არაფერი ამაღლებული, მუდმივი, სწორი არ გააჩნია, არამედ ყველაფერი გარყვნილია. და შენ, თუ სწორი გზით სიარული გსურს, ნუ აღბეჭდავ საკუთარ თავში აწმყო ცხოვრების სახეს, რადგან მასში არაფერია მუდმივი და მტკიცე. ამიტომაც უწოდა მას მოციქულმა სახე, როგორც სხვა ადგილას ამბობს: “რადგან წარმავალია ამა სოფლის სახე” (1 კორ. 7:31). მასში არაფერია მუდმივი, მტკიცე, არამედ ყველაფერი დროებითია, რის გამოც თქვა: “ამ საუკუნეს”, რითაც ხრწნადობაზე მიუთითებს, სიტყვით კი: “სახე”, მატერიალურობაზე. მიუთითებ სიმდიდრეზე, დიდებაზე, სხეულის სილამაზეზე, სიამოვნებებზე, ყველაფერ დანარჩენზე, რაც ადამიანებს დიდად მიაჩნიათ, ეს ყველაფერი მხოლოდ სახეა და არა ნამდვილი რამ, მოჩვენება, ნიღაბია და არა რაიმე მუდმივი არსი. მაგრამ შენ ნუ ემსგავსები ამას, ამბობს მოციქული, არამედ გარდაიქმენ შენი გონების განახლებით. მას არ უთქვამს: გარეგნულად გარდაიქმენ, არამედ გარდაიქმენ არსებითად, რითაც აჩვენებს, რომ სამყაროს მხოლოდ გარეგნული სახე აქვს, სათნოებას კი არა გარეგნული. Ჭეშმარიტი, არსებითი სახე ეკუთვნის, რომელსაც ბუნებრივი სილამაზე გააჩნია და გარეგნული მორთულობა და ფორმები არ სჭირდება, რომლებიც ერთდროულად ჩნდებიან და ქრებიან, რადგან ეს ყველაფერი გაჩენამდე ქრება. მაშასადამე, თუ გარეგნულობას მოიშორებ, მაშინვე მიაღწევ (ნამდვილ) სახეს. ბიწიერებაზე სუსტი ხომ არაფერია, არაფერი ისე სწრაფად არ ბერდება. შემდეგ, ვინაიდან ადამიანებს ყოველდღიურად სჩვევიათ ცოდვა, მოციქული მსმენელს ანუგეშებს და ეუბნება, რომ ის ყოველდღიურად განახლდეს. როგორც სახლებთან ვიქცევით, გამუდმებით ვარემონტებთ მათგან დაძველებულებს, ასევე მოიქეცი საკუთარ თავთანაც. დღეს შესცოდე, შენი სული დაბერდა? სასოწარკვეთილებაში ნუ ჩავარდები, ნუ დამწუხრდები, არამედ მოინანიე, ცრემლებით, აღსარებით, კეთილი საქმეებით განაახლე ის და არასოდეს შეწყვიტო ამის კეთება. მაგრამ როგორ შეგვიძლია ამის კეთება? “ნუ ემსგავსებით ამ საუკუნეს, არამედ გარდაიქმენით თქვენი გონების განახლებით” (რომ. 12:2)...
ის ამბობს, რომ არა სხეულის სიწმინდით, არამედ იმით, რაც ჩვენში უსხეულოა, ესე იგი, გონებით, უნდა ვემსახუროთ უსხეულოს. მაშასადამე, არა ცხვრები და ხარები, არამედ საკუთარი თავი უნდა შევწიროთ ღმერთს სრულადდასაწველად; ეს ნიშნავს: “მსხვერპლად ცოცხლად” წარდგენას...
ეფრემ ასური4 საუკუნე იერონიმე სტრიდონელი4 საუკუნე ამბროზიასტერი4 საუკუნე მარკოზ მოღვაწე4 საუკუნე ავგუსტინე ჰიპონელი5 საუკუნე თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე ისიდორე პელუსიელი5 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე ფილარეტი მოსკოველი (დროზდოვი)19 საუკუნე თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე
1 / 13
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 13 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
რომაელთა მიმართ 12:1 კონტექსტში
12:1ღვთის მოწყალებით შეგაგონებთ, ძმებო, ცოცხალ, წმიდა და კეთილსასურველ მსხვერპლად უძღვენით თქვენი სხეული ღმერთს, და ეს იქნება თქვენი გონივრული ღვთისმსახურება.
12:2ნუ ემსგავსებით ამ ქვეყანას, არამედ გარდაიქმენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ნება ღვთისა, კეთილი, სათნო და სრული.
12:3ჩემთვის მოცემული მადლით მოგმართავთ ყველას: ნურავინ იფიქრებს თავის თავზე უფრო მეტს, ვიდრე უნდა ფიქრობდეს; არამედ იფიქროს ზომიერად, იმ რწმენის თანახმად, ღმერთმა რომ მიაგო თითოეულ თქვენგანს.
პარალელური ადგილები: რომაელთა მიმართ 12:1
- პეტრეს ეპისტოლე ა 2:5როგორც ცოცხალი ქვები, თქვენც აშენდით სულიერ სახლად, წმიდა სამღვდელოებად და სულიერი მსხვერპლის მწირველად, იესო ქრისტეს მეშვეობით სასურველად რომ უჩანს ღმერთს.
- რომაელთა მიმართ 6:13ნუ მისცემთ თქვენს ასოებს ცოდვას უსამართლობის საჭურვლად, არამედ, როგორც მკვდრეთით აღმდგარმა, უძღვენით თავი ღმერთს, ხოლო თქვენი ასოები საჭურვლად - ღმერთის სიმართლეს.
- რომაელთა მიმართ 6:19თქვენი ხორცის უძლურების გამო ისე ვმსჯელობ, როგორც მსჯელობენ კაცნი: მსგავსად იმისა, როგორც ურჯულოებისათვის დაუმონეთ თქვენი ასოები უწმინდურებას და ურჯულოებას, ახლა სიწმიდისათვის დაუმონეთ ისინი სიმართლეს.
- ებრაელთა მიმართ 13:15ამიტომ მისი მეშვეობით გამუდმებით ვწირავდეთ ღმერთს ქების მსხვერპლს, ანუ ბაგეთა ნაყოფს, რომელნიც აღიარებენ მის სახელს.
- ებრაელთა მიმართ 13:16ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს.
- რომაელთა მიმართ 12:2ნუ ემსგავსებით ამ ქვეყანას, არამედ გარდაიქმენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ნება ღვთისა, კეთილი, სათნო და სრული.
- ეფესელთა მიმართ 4:1ამრიგად, შეგაგონებთ მე, ტყვე უფლისა, მოიქეცით იმ ხმობის ღირსად, რომლითაცა ხართ ხმობილნი.
- ფსალმუნები 19:14დაე, იყოს შენთვის სასურველი სიტყვანი ჩემი პირისა და ზრახვანი ჩემი გულისა, უფალო, ბურჯო და დამხსნელო ჩემო.
განაგრძე კითხვა: რომაელთა მიმართ 12
სრულად წაიკითხე: რომაელთა მიმართ 12 · გახსენი ბიბლიის მკითხველში



