
რომაელთა მიმართ 13:1: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
დაე, ყოველი სული უზენაეს ხელმწიფებას დაემორჩილოს, რადგანაც არ არსებობს ხელმწიფება თუ არა ღვთისაგან; ყოველი ხელმწიფება ღვთის მიერ დადგენილია.
რომაელთა მიმართ 13:1 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 14 აგვისტო, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 8 კვირის შაბათი (სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: რომაელთა მიმართ 13:1
10 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “მოციქული როდი ცდილობს საყოველთაო სამოქალაქო წყობის დამხობას, არამედ მის გამოსწორებას. მას სურს გვასწავლოს, რომ ზედმეტი და უსარგებლო ომები არ წამოვიწყოთ. საკმარისია ის განსაცდელები, რომლებსაც ჭეშმარიტებისთვის ვიტანთ, ზედმეტი ტვირთი რად გვინდა?”
მთელი განმარტება
მოციქული როდი ცდილობს საყოველთაო სამოქალაქო წყობის დამხობას, არამედ მის გამოსწორებას. მას სურს გვასწავლოს, რომ ზედმეტი და უსარგებლო ომები არ წამოვიწყოთ. საკმარისია ის განსაცდელები, რომლებსაც ჭეშმარიტებისთვის ვიტანთ, ზედმეტი ტვირთი რად გვინდა?
შეხედეთ, რა დროულად წამოჭრა მოციქულმა ეს საკითხი. მან მსმენელებს სიბრძნის სხვადასხვა მოთხოვნა შესთავაზა, მოუწოდა მეგობრებთან და მტრებთან მშვიდობიანად ეცხოვრათ, ესწავლებინა ბედნიერებისთვის, უბედურებისთვის, გაჭირვებულებისთვის და, მოკლედ რომ ვთქვათ, ყველასთვის სასარგებლო ყოფილიყვნენ. ანგელოზებისთვის შესაფერისი ცხოვრების წესი დაამკვიდრა, რისხვა დააცხრო, ამპარტავნება დაამდაბლა და გული სრულიად შეურბილა. ამ ყველაფრის შემდეგ კი ხელისუფლებებისადმი მორჩილების შესახებ გვასწავლის.
თუკი შეურაცხმყოფელთ საპირისპიროთი უნდა მივუზღოთ, მით უფრო უნდა დავემორჩილოთ სიკეთის მყოფელთ. მაგრამ ამ მოტივაციას მოციქული ქადაგების ბოლოსთვის გადადებს. ჯერჯერობით კი ისეთ მტკიცებულებებს არ წარმოგვიდგენს, რომლებიც ზემოთ ვახსენე, არამედ მოგვიწოდებს, ეს მოვალეობის შეგნებით ვაკეთოთ. მას სურს ჩაგვაგონოს, რომ ეს ყველას ეხება, არა მხოლოდ ერისკაცებს, არამედ მღვდლებსა და ბერებსაც. ამიტომაც აცხადებს ამას თავიდანვე: “ყოველი სული თავს უდებდეს უმაღლეს ხელისუფალთ, რამეთუ არა არს ხელისუფლება, გარნა ღმრთისაგან” (რომ. 13:1). თუნდაც მოციქული იყო, თუნდაც მახარებელი, თუნდაც წინასწარმეტყველი ან სხვა ვინმე, ხელისუფლებისადმი დაქვემდებარება ღვთისმოსაობას არ ძირს უთხრის.
მოციქული უბრალოდ არ ამბობს, “დაემორჩილოს”, არამედ, “თავს უდებდეს”. ამ კანონმდებლობის პირველი საფუძველი, რომელიც სწორ გონივრულ არგუმენტებსაც აკმაყოფილებს, არის ის, რომ ხელისუფლებები ღვთისგან არის დაწესებული. “არა არს ხელისუფლება, გარნა ღმრთისაგან”, ამბობს მოციქული. ნუთუ ყოველი მთავარი ღვთისგან არის დანიშნული? მოციქული პასუხობს, რომ ახლა საუბარი კონკრეტულ მთავრებზე კი არა, თავად ხელისუფლებაზეა. ხელისუფლების არსებობა, როდესაც ზოგი მართავს, ზოგი კი ემორჩილება, და ის გარემოება. Ყველაფერი შემთხვევით და თვითნებურად არ ხდება, ისე რომ ხალხები აქეთ-იქით ტალღებივით არ მიმოიფანტნენ, ამ ყველაფერს ღვთის სიბრძნის საქმედ მივიჩნევ. ამიტომაც არ თქვა მოციქულმა, რომ არ არსებობს მთავარი, რომელიც ღვთისგან არ არის დანიშნული. Ზოგადად მსჯელობს ხელისუფლების არსზე და ამბობს: “არა არს ხელისუფლება, გარნა ღმრთისაგან, ხოლო არსებულნი ხელისუფალნი ღმრთისაგან დადგენილ არიან” (რომ. 13:1).
ასევე, ბრძენი, როდესაც ამბობს, რომ “უფლისაგან შეეუღლება ცოლი ქმარსა” (იგავ. 19:14), გულისხმობს, რომ ქორწინება ღმერთმა დააწესა და არა იმას, რომ ღმერთი აუღლებს ყველა შემსვლელს ქორწინებაში, რადგან ვხედავთ. Ბევრი ცუდი განზრახვით და არა ქორწინების კანონით ქორწინდება და ამას, რა თქმა უნდა, ღმერთს ვერ მივაწერთ. მაგრამ ის, რაც ქრისტემ თქვა: “და რომელმან შექმნა დასაბამით, მამაკაცი და დედაკაცი შექმნნა იგინი. და თქუა: ამისთჳს დაუტეოს კაცმან მამაჲ თჳსი და დედაჲ თჳსი და მიეწებოს ცოლსა თჳსსა” (მათ. 19:4, 5), იგივე იგულისხმა ბრძენმაც.
ვინაიდან თანასწორობა ხშირად ჩხუბამდე მიდის, ღმერთმა დააწესა ხელისუფლებისა და დაქვემდებარების მრავალი სახეობა, როგორიცაა: ქმარსა და ცოლს შორის. Შვილსა და მამას შორის, მოხუცსა და ახალგაზრდას შორის, მონასა და თავისუფალს შორის, უფროსსა და ქვეშევრდომს შორის, მასწავლებელსა და მოწაფეს შორის. რატომ უკვირს ეს ადამიანებთან მიმართებაში, როდესაც ღმერთმა იგივე სხეულშიც მოაწყო? აქაც მან ყველა ორგანო თანაბრად არ შექმნა, არამედ ზოგი ნაკლებად მნიშვნელოვანი გახადა, ზოგი უფრო მნიშვნელოვანი, ზოგი სამართავად, ზოგი დასამორჩილებლად. იგივე შეიძლება შევნიშნოთ უსულოებშიც: ფუტკრებში, წეროებში, გარეული ცხვრების ფარებში. ზღვასაც კი არ აკლია ასეთი კეთილმოწყობა და იქ თევზის ბევრ ჯიშს ერთი მართავს, რომელიც სხვა დანარჩენებს წინ მიუძღვის და რომლის ხელმძღვანელობითაც ისინი შორეულ მოგზაურობებში მიდიან. უთავობა კი ყველგან ბოროტებაა და უწესრიგობის მიზეზი ხდება.
მაშ, რას ნიშნავს პავლეს სიტყვები, რომ “არა არს ხელისუფლება, გარნა ღმრთისაგან”? ეს ნიშნავს, რომ ღმერთმა ის ჩვენი საკეთილდღეოდ დააწესა. ცოდვამ გახადა საჭირო ხელისუფლება, ღმერთმა კი ის ჩვენს სასარგებლოდ გამოიყენა. როგორც ჭრილობებისთვისაა საჭირო წამალი, წამლების გამოყენება კი ექიმების სიბრძნეზეა დამოკიდებული, ასევე მონობის (ანუ დაქვემდებარების) საჭიროება ცოდვამ გამოიწვია, მისი სათანადო დაკმაყოფილება კი ღვთის სიბრძნის საქმეა.
ბასილი დიდი4 საუკუნე ეფრემ ასური4 საუკუნე აპოლინარი ლაოდიკიელი4 საუკუნე თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე ისიდორე პელუსიელი5 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე ფილარეტი მოსკოველი (დროზდოვი)19 საუკუნე თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე
1 / 10
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 10 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
რომაელთა მიმართ 13:1 კონტექსტში
13:1დაე, ყოველი სული უზენაეს ხელმწიფებას დაემორჩილოს, რადგანაც არ არსებობს ხელმწიფება თუ არა ღვთისაგან; ყოველი ხელმწიფება ღვთის მიერ დადგენილია.
13:2ამიტომ, ვინც ეწინააღმდეგება ხელმწიფებას, ღვთის განჩინებას ეწინააღმდეგება; ხოლო წინააღმდგომნი თავიანთ თავზე თვითონვე მოიწევენ სასჯელს.
13:3ვინაიდან მთავარნი კეთილის მოქმედთათვის კი არა, ბოროტმოქმედთათვის არიან საშიშნი. შენ გინდა, არ გეშინოდეს ხელმწიფებისა? კეთილი აკეთე და ნაქები იქნები მისგან.
პარალელური ადგილები: რომაელთა მიმართ 13:1
- ტიტეს მიმართ 3:1შეახსენე მათ, დაემორჩილონ მთავართა და ხელისუფალთ; მორჩილნი იყვნენ და ყოველგვარი კეთილი საქმისათვის მზადმყოფნი.
- პეტრეს ეპისტოლე ა 2:13ღვთის გულისათვის, დაემორჩილეთ კაცთა ყოველგვარ ხელმწიფებას, გინდა მეფეს, როგორც უზენაეს მბრძანებელს,
- პეტრეს ეპისტოლე ა 2:17პატივი ეცით ყველას, გიყვარდეთ საძმო, ღვთის შიში გქონდეთ და პატივი მიაგეთ მეფეს.
- დანიელი 2:21იგი სცვლის დრო-ჟამს და წელიწადებს, ამხობს მეფეებს და აღაზევებს მეფეებს. ბრძენკაცთ სიბრძნეს აძლევს, გონიერთ - ცოდნას.
- იოანე 19:11იესომ მიუგო: არავითარი ხელმწიფება არ გექნებოდა ჩემზე, მაღლიდან რომ არ მოგცემოდა. ამიტომ უფრო დიდი ცოდვა აქვს იმას, ვინც ჩემი თავი გადმოგცა.
- იგავესნი 8:15ჩემით მეფობენ მეფენი და ჩემით აწესებენ სამართალს მთავარნი;
- იგავესნი 8:16ჩემით მთავრობენ მთავარნი და დიდებულნი - ქვეყნის ყველა მსაჯული.
- იერემია 27:5მე შევქმენი მიწა, ადამიანი და ბირუტყვი მიწის პირზე ჩემი დიდი ძალითა და მოღერებული მკლავით, და მას ჩავაბარე, ვინც წრფელად მიჩნდა ჩემს თვალში.
განაგრძე კითხვა: რომაელთა მიმართ 13
სრულად წაიკითხე: რომაელთა მიმართ 13 · გახსენი ბიბლიის მკითხველში



