გადასვლა შინაარსზე
მოციქულების პეტრესა და პავლეს ხატი, ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი
მოციქულები პეტრე და პავლე, ხატი. ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი. ფოტო: George E. Koronaios, CC BY-SA 4.0.

რომაელთა მიმართ 15:18: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები

9 interpreters აპლიკაციაში

რომაელთა მიმართ 15:18

რადგანაც ვერაფერს ვიტყვი ისეთს, რაც ჩემი მეშვეობით არ ექმნას ქრისტეს, წარმართთა დასამორჩილებლად, სიტყვით თუ საქმით,

რომაელთა მიმართ 15:18 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 22 ივლისი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 5 კვირის ხუთშაბათი (სამოციქულო).

რას ამბობენ ეკლესიის მამები: რომაელთა მიმართ 15:18

9 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით

  1. იოანე ოქროპირი4 საუკუნე
    “არავის შეუძლია თქვას, რომ ჩემი სიტყვები მხოლოდ ტრაბახია, ამბობს პავლე მოციქული. მე შემიძლია წარმოგიდგინოთ მრავალი ნიშანი ჩემი მღვდელმსახურებისა და ჩემი ხელდასხმის დამადასტურებელი. ეს არ არის ძველი აღთქმის სამოსელი, ზარები, ქუდი და თავსაბურავი, არამედ ის, რაც გაცილებით მეტ შიშსა და მოწიწებას შთააგონებს, ნიშნები და სასწაულები.”

    მთელი განმარტება

    არავის შეუძლია თქვას, რომ ჩემი სიტყვები მხოლოდ ტრაბახია, ამბობს პავლე მოციქული. მე შემიძლია წარმოგიდგინოთ მრავალი ნიშანი ჩემი მღვდელმსახურებისა და ჩემი ხელდასხმის დამადასტურებელი. ეს არ არის ძველი აღთქმის სამოსელი, ზარები, ქუდი და თავსაბურავი, არამედ ის, რაც გაცილებით მეტ შიშსა და მოწიწებას შთააგონებს, ნიშნები და სასწაულები.

    არავის შეუძლია თქვას, რომ ღმერთმა გამომგზავნა და მე ვერ შევასრულე დავალებული, არამედ, უფრო სწორად, ეს მე კი არ აღვასრულე, არამედ ქრისტემ. ამიტომაც ვდიდები მე მასში. ვდიდები არა რაიმე უმნიშვნელო საქმეებით, არამედ სულიერით. აი, რას ნიშნავს სიტყვები: “ღვთის მიმართ” (რომ. 15:17). მე აღვასრულე ის, რისთვისაც ვიყავი მოწოდებული და ამის დასტურია ჩემ მიერ მოხდენილი სასწაულები და წარმართთა მორჩილება.

    “ვერ გავბედავ ვილაპარაკო იმაზე, რაც ქრისტეს არ მოეხდინა ჩემ მიერ წარმართთა დასამორჩილებლად, სიტყვით და საქმით, სასწაულთა ძალით და სული წმიდის ძალით”. (რომ. 15:18-19).

    შეხედეთ, როგორ ცდილობს მოციქული დაამტკიცოს, რომ ყველაფერი ღმერთს ეკუთვნის და არა მას. თუ რამეს ვამბობ, ვაკეთებ ან სასწაულებს ვახდენ, ეს ყველაფერი ქრისტეს მიერ ხდება, ყველაფერი სულიწმიდის მიერ ხდება. ამ სიტყვებით იგი სულის ღირსებასაც გვიჩვენებს. განა ვერ ხედავთ, რამდენად აღემატება ეს მსხვერპლი, შესაწირი და სიმბოლოები ძველი აღთქმის საკვირველ და საშინელ მსახურებას?

    როდესაც ამბობს: “სიტყვით და საქმით, სასწაულთა ძალით”, მოციქული გულისხმობს სწავლებას, სიბრძნეს ღვთის სასუფევლის შესახებ, საქმეებისა და ცხოვრების გამოვლინებას. Მკვდრების აღდგენას, დემონების განდევნას, ბრმების თვალის ახელას, კოჭლების სიარულს და ყველა სხვა სასწაულებრივ მოქმედებას, რაც სულიწმიდამ აღასრულა ჩვენში.

  2. ეფრემ ასური4 საუკუნე
  3. კირილე ალექსანდრიელი5 საუკუნე
  4. თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე
  5. თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე
  6. ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე
  7. მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე
  8. ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე
  9. თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე

1 / 9

ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 9 განმარტება.

ჩვენს ბიბლიოთეკაში

რომაელთა მიმართ 15:18 კონტექსტში

15:16რათა ვყოფილიყავი იესო ქრისტეს მსახური წარმართთა შორის და ღვთის სახარების მღვდელმოღვაწე, რომ წარმართთა შენაწირი კეთილსასურველი ყოფილიყო ღვთისათვის, გაწმენდილი სული წმიდის მიერ.

15:17ამიტომ დიახაც შემიძლია ვიქადოდე ქრისტე იესოში ღვთის წინაშე.

15:18რადგანაც ვერაფერს ვიტყვი ისეთს, რაც ჩემი მეშვეობით არ ექმნას ქრისტეს, წარმართთა დასამორჩილებლად, სიტყვით თუ საქმით,

15:19სასწაულებისა და ნიშების ძალით, ღვთის სულის ძალმოსილებით; ასე, რომ იერუსალიმიდან და მისი შემოგარენიდან მოყოლებული ილირიკამდე გავავრცელე სახარება ქრისტესი.

15:20თანაც ვცდილობდი არ მეხარებინა იქ, სადაც ცნობილი იყო ქრისტეს სახელი, რათა სხვის საძირკველზე არ მეშენებინა.

პარალელური ადგილები: რომაელთა მიმართ 15:18

განაგრძე კითხვა: რომაელთა მიმართ 15

სრულად წაიკითხე: რომაელთა მიმართ 15 · გახსენი ბიბლიის მკითხველში