
რომაელთა მიმართ 16:17: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
შეგაგონებთ, ძმანო, ერიდეთ მათ, ვინც განხეთქილებას და საცდურს ნერგავს იმ მოძღვრების წინააღმდეგ, რომელიც გისწავლიათ, და თავიდან მოიშორეთ ისინი.
რომაელთა მიმართ 16:17 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 26 ივლისი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-6 კვირის ორშაბათი (სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: რომაელთა მიმართ 16:17
7 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “კვლავ შეგონება და შეგონების შემდგომ, ლოცვა. რა თქვა მოციქულმა? ‘გევედრებით თქვენ, ძმანო, ეკრძალენით მათ, რომელნი ჰყოფენ განხეთქილებებსა და საცდურებს გარეშე მოძღვრებისა მისგან, რომელი-ეგე ისწავეთ’ (რომ. 16:17). და იქვე დასძინა: ‘ღმერთმან მშვიდობისამან შემუსროს სატანა ქუეშე ფერჴთა თქუენთა’ (რომ. 16:20) და ‘მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი თქუენ თანა’ (რომ. 16:20).”
მთელი განმარტება
კვლავ შეგონება და შეგონების შემდგომ, ლოცვა. რა თქვა მოციქულმა? “გევედრებით თქვენ, ძმანო, ეკრძალენით მათ, რომელნი ჰყოფენ განხეთქილებებსა და საცდურებს გარეშე მოძღვრებისა მისგან, რომელი-ეგე ისწავეთ” (რომ. 16:17). და იქვე დასძინა: “ღმერთმან მშვიდობისამან შემუსროს სატანა ქუეშე ფერჴთა თქუენთა” (რომ. 16:20) და “მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი თქუენ თანა” (რომ. 16:20).
ყურადღება მიაქციეთ, რა სიმდაბლით შეაგონებს, არა როგორც მრჩეველი, არამედ როგორც მსახური და უფრო მეტი პატივისცემით. “გევედრებით თქვენ, ძმანო”, ამბობს. შემდეგ აფრთხილებს, ამხელს მზაკვრობას ბოროტი ადამიანებისას. მაგრამ რაკი ეს ადამიანები ფარულად მოქმედებდნენ, ამიტომაც ამბობს: “ეკრძალენით”, ე.ი. გულმოდგინედ გამოიკვლიეთ, შეიცანით, გამოსცადეთ. ვის უნდა ვეკრძალოთ? “მათ, რომელნი ჰყოფენ განხეთქილებებსა და საცდურებს გარეშე მოძღვრებისა მისგან, რომელი-ეგე ისწავეთ”, ვინაიდან განხეთქილება ყველაზე მეტად ძირს უთხრის ეკლესიას, ეს ეშმაკის იარაღია, რომლითაც ყველაფერი ინგრევა. ვიდრე ერთობაა დაცული სხეულში (ეკლესიაში), ეშმაკს არ შეუძლია შემოღწევა, მაგრამ განხეთქილებისგან წარმოიშობა საცდური.
საიდან მოდის განხეთქილება? მოძღვრებებიდან, რომლებიც ეწინააღმდეგება მოძღვრებას მოციქულთაგან. საიდან მოდის ასეთი მოძღვრებები? მუცლის მონებისა და სხვა ვნებების მსახურებიდან. მაშ, რა უნდა ვუყოთ ამ ბოროტ ადამიანებს? მოციქულს არ უთქვამს: წადით მათ წინააღმდეგ და სცემეთ, არამედ: “უკუექეცით მათ”.
თუკი მათ ეს უმეცრებით ან შეცდომით მოსდით, მაშინ მათი გამოსწორება იქნებოდა საჭირო, მაგრამ რადგან შეგნებულად სცოდავენ, მოშორდით მათ. სხვა ადგილასაც ამბობს მოციქული: “უკუექეცით ყოველსა ძმასა, რომელი უწესოდ ვალს” (2 თეს. 3:6). ალექსანდრე მჭედელთან დაკავშირებითაც იგივე რჩევას აძლევს ტიმოთეს: “ეკრძალე მას შენცა” (2 ტიმ. 4:15).
ამბროზიასტერი4 საუკუნე ავგუსტინე ჰიპონელი5 საუკუნე თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე
1 / 7
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 7 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
რომაელთა მიმართ 16:17 კონტექსტში
16:15მოიკითხეთ ფილოლოგოსი და იულია, ნერეასი და მისი და, ოლიმპასი და მათთან ერთად ყველა წმიდა.
16:16მოიკითხეთ ერთმანეთი წმიდა ამბორით. მოკითხვას გითვლით ქრისტეს ყველა ეკლესია.
16:17შეგაგონებთ, ძმანო, ერიდეთ მათ, ვინც განხეთქილებას და საცდურს ნერგავს იმ მოძღვრების წინააღმდეგ, რომელიც გისწავლიათ, და თავიდან მოიშორეთ ისინი.
16:18რადგანაც ამნაირნი ჩვენს უფალს იესო ქრისტეს კი არ ემსახურებიან, არამედ თავიანთ მუცელს და ტკბილმეტყველებითა და შემპარავი სიტყვით აცდუნებენ უმანკოთა გულებს.
16:19თქვენი მორჩილება კი ყველასათვის ცნობილია. ამიტომაც ვხარობ თქვენ გამო; მაგრამ მინდა, რომ ბრძენნი იყოთ სიკეთისათვის და უმანკონი - ბოროტებისთვის.
პარალელური ადგილები: რომაელთა მიმართ 16:17
- იუდას ეპისტოლე 1:19ესენი არიან განხეთქილების მიზეზნი, მშვინვიერნი, სულის არმქონენი.
- თესალონიკელთა მიმართ ბ 3:6ჩვენ კი მცნებად გისახავთ, ძმანო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, რომ განეშოროთ ყველა ძმას, უწესოდ მოარულს და არა იმ მოძღვრებისამებრ, ჩვენგან რომ მიგიღიათ.
- ტიმოთეს მიმართ ა 6:3ვინც სხვა რამეს ასწავლის და არ მისდევს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს საღ სიტყვებსა და საღვთისმოსაო მოძღვრებას,
- ტიმოთეს მიმართ ა 6:5გონებაგახრწნილ კაცთა ფუჭი კამათი, რომელთათვისაც უცხოა ჭეშმარიტება და ღვთისმოსაობა სარფიანი საქმე ჰგონიათ.
- ტიმოთეს მიმართ ბ 3:5მოჩვენებითად ღვთისმსახურნი, სინამდვილეში კი მისი ძალის უარმყოფელნი; ამნაირთაგან შორს დაიჭირე თავი.
- კოლასელთა მიმართ 2:8ფრთხილად იყავით, რათა არავინ გაცდუნოთ სიბრძნისმეტყველებითა და ფუჭი საცდურით, კაცთა გადმოცემებისა თუ ქვეყნის საწყისთა თანახმად, და არა ქრისტეს მიხედვით.
- ტიტეს მიმართ 3:10მწვალებელ კაცს, ერთი თუ ორი შეგონების შემდეგ, განეშორე.
- გალატელთა მიმართ 2:4შემოპარულ ცრუ ძმებს კი, მალულად რომ შემოძვრნენ, რათა ეთვალთვალებინათ ჩვენი თავისუფლებისათვის, რომელიც გვაქვს ქრისტე იესოში, და ამრიგად, დავემონებინეთ, -
განაგრძე კითხვა: რომაელთა მიმართ 16
სრულად წაიკითხე: რომაელთა მიმართ 16 · გახსენი ბიბლიის მკითხველში


