გადასვლა შინაარსზე
მოციქულების პეტრესა და პავლეს ხატი, ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი
მოციქულები პეტრე და პავლე, ხატი. ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი. ფოტო: George E. Koronaios, CC BY-SA 4.0.

რომაელთა მიმართ 2:21: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები

7 interpreters აპლიკაციაში

რომაელთა მიმართ 2:21

კი მაგრამ, სხვებს რომ ასწავლი, რად არ ასწავლი შენსავე თავს?

რომაელთა მიმართ 2:21 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 25 ივნისი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 1 კვირის პარასკევი (სამოციქულო).

რას ამბობენ ეკლესიის მამები: რომაელთა მიმართ 2:21

7 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით

  1. იოანე ოქროპირი4 საუკუნე
    “როგორც ითქვა: ‘რომელი მსჯავრითაც სჯით სხვას, საკუთარ თავსაც იმითვე ისჯით’ (რომ. 2:1), ასევე აქაც: ‘სხვას რომ ასწავლი, საკუთარ თავს რატომ არ ასწავლი?’ თუმცა, იქ უფრო მკაცრი გამოთქმაა გამოყენებული, აქ კი უფრო მსუბუქი. არ უთქვამს, რომ უფრო დიდ სასჯელს იმსახურებ იმის გამო, რომ ამდენი რამ გქონდა მინდობილი და სათანადოდ ვერ გამოიყენე. Კითხვის ფორმით გამოხატავს თავის სათქმელს: ‘სხვას რომ ასწავლი, საკუთარ თავს რატომ არ ასწავლი?’”

    მთელი განმარტება

    როგორც ითქვა: “რომელი მსჯავრითაც სჯით სხვას, საკუთარ თავსაც იმითვე ისჯით” (რომ. 2:1), ასევე აქაც: “სხვას რომ ასწავლი, საკუთარ თავს რატომ არ ასწავლი?” თუმცა, იქ უფრო მკაცრი გამოთქმაა გამოყენებული, აქ კი უფრო მსუბუქი. არ უთქვამს, რომ უფრო დიდ სასჯელს იმსახურებ იმის გამო, რომ ამდენი რამ გქონდა მინდობილი და სათანადოდ ვერ გამოიყენე. Კითხვის ფორმით გამოხატავს თავის სათქმელს: “სხვას რომ ასწავლი, საკუთარ თავს რატომ არ ასწავლი?”

    ყურადღება მიაქციეთ პავლეს სიბრძნეს სხვა კუთხითაც. ის ჩამოთვლის იუდეველთა ისეთ უპირატესობებს, რომლებიც მათ გულმოდგინებაზე არ არის დამოკიდებული, არამედ ზეგარდმო ძღვენს წარმოადგენს. ამასთან, ამტკიცებს, რომ იუდეველთა გულგრილობის გამო ეს უპირატესობები არა თუ ზედმეტია მათთვის, არამედ სასჯელსაც კი ზრდის. იუდეველად წოდება, რჯულის მიღება და ყველაფერი დანარჩენი, რაც მოციქულმა ჩამოთვალა, მათი დამსახურება კი არა, ზეგარდმო მადლის ნიჭია.

    მართალია, დასაწყისში ამბობდა, რომ რჯულის მხოლოდ მოსმენა, თუკი მას აღსრულება არ ახლავს, არანაირ სარგებელს არ მოიტანს, ვინაიდან “არა მსმენელნი რჯულისანი არიან მართალ წინაშე ღმრთისა” (რომ. 2:13), მაგრამ ახლა გაცილებით მეტს ამტკიცებს, კერძოდ, იმას, რომ არა მარტო მოსმენა. Უფრო მნიშვნელოვანი, რჯულის სწავლებაც კი ვერ უშველის მას, ვინც ასწავლის, თუკი თავად არ ასრულებს იმას, რასაც სხვას ასწავლის. მეტიც, ეს არა თუ არ უშველის, არამედ უფრო დიდ სასჯელსაც კი დაატეხს თავს.

    რა ოსტატურად იყენებს მოციქული გამოთქმებს! მან ხომ არ თქვა: შენ მიიღე რჯული, არამედ: “განისვენებ რჯულსა ზედა” (რომ. 2:17). იუდეველი არ ირჯებოდა, აქეთ-იქით სიარულითა და კითხვებით, თუ რა უნდა ეკეთებინა, არამედ მას ადვილად შეეძლო ესარგებლა რჯულით, რომელიც სათნოებისკენ მიმავალ გზას უჩვენებდა. წარმართებს თუ ჰქონდათ ბუნებრივი გონება, რომელშიც მათი უპირატესობა მდგომარეობდა, რადგან ყველაფერს რჯულის მოსმენის გარეშე ასრულებდნენ, იუდეველებს მეტი მოხერხებულობა ჰქონდათ. ხოლო თუ ამბობ, რომ არა მარტო ვუსმენ, არამედ ვასწავლი კიდეც, ეს მხოლოდ სასჯელის გაზრდას ემსახურება. ვინაიდან იუდეველები ამით ძალიან ამაყობდნენ, მოციქული ამტკიცებს, რომ სწორედ ამის გამო იმსახურებენ ისინი დაცინვას.

    როდესაც ამბობს: “წინამძღოლ ბრმათა, განსწავლის უგუნურთა, მოძღვარ ყრმათა” (რომ. 2:19-20), იუდეველთა თავხედობას წარმოაჩენს, რადგან ისინი ძალიან ცუდად ეპყრობოდნენ წარმართობიდან მოქცეულებს და მსგავსი სახელებით მოიხსენიებდნენ მათ. ამიტომ მოციქული ვრცლად მიუთითებს იმაზე, რასაც იუდეველები თავად აქებდნენ, რადგან იცოდა, რომ ყველაფერი ნათქვამი მათ უფრო მეტად ამხელდა.

    “რომელსა გაქუს ხატი მეცნიერებისა და ჭეშმარიტებისა რჯულსა შინა” (რომ. 2:20). ეს ჰგავს იმას, რომ ვინმეს მეფის გამოსახულება ჰქონდეს, მაგრამ მის მიხედვით ვერაფერი დაწეროს, ხოლო მათ, ვისაც ის არ აქვთ, უიმისოდაც კი ზუსტად ბაძავენ მას.

  2. ამბროზიასტერი4 საუკუნე
  3. თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე
  4. კოხომსკი ს. ვ.19 საუკუნე
  5. მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე
  6. ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე
  7. თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე

1 / 7

ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 7 განმარტება.

ჩვენს ბიბლიოთეკაში

რომაელთა მიმართ 2:21 კონტექსტში

2:19თვითმრწმენს გგონია, რომ შენა ხარ ბრმათა მეგზური და ბნელში მყოფთა ნათელი,

2:20უგუნურთა მასწავლებელი და ყრმათა მოძღვარი, რომელსაც გაქვს ცოდნისა და ჭეშმარიტების ნიმუში რჯულში.

2:21კი მაგრამ, სხვებს რომ ასწავლი, რად არ ასწავლი შენსავე თავს?

2:22ქადაგებ: არა იპაროო, და იპარავ? ამბობ: არ იმრუშოო, და მრუშობ? კერპები გძაგს და მკრეხელობ?

2:23რჯულს იქადი და რჯულის დარღვევით ღმერთს შეურაცხყოფ?

პარალელური ადგილები: რომაელთა მიმართ 2:21

განაგრძე კითხვა: რომაელთა მიმართ 2

სრულად წაიკითხე: რომაელთა მიმართ 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში