
რომაელთა მიმართ 2:25: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
წინადაცვეთილობა სარგოა, თუ რჯულს ასრულებ, ხოლო თუ რჯულს არღვევ, შენი წინადაცვეთილობა წინდაუცვეთელობად იქცევა.
რომაელთა მიმართ 2:25 · საქართველოს საპატრიარქო
მოკლე პასუხი
(რომ. 4:10). მოციქული ჯერჯერობით წინადაცვეთას წარმართულ წინადაუცვეთელობას უპირისპირებს და სხვა არაფრის თქმა არ სურს, რომ ზედმეტად საწყენი არ იყოს იუდეველისთვის. ხოლო როდესაც წინადაცვეთას რწმენასთან მიმართებაში განიხილავს, მაშინ უფრო ძლიერად ესხმის თავს მას.
იოანე ოქროპირი, 4 საუკუნე
ეკლესიაში საკითხავი: 25 ივნისი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 1 კვირის პარასკევი (სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: რომაელთა მიმართ 2:25
9 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “‘მნიშვნელოვანია წინადაცვეთა’, ამბობს იუდეველი. მეც ვეთანხმები, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც მას შინაგანი წინადაცვეთა ახლავს თან.”
მთელი განმარტება
“მნიშვნელოვანია წინადაცვეთა”, ამბობს იუდეველი. მეც ვეთანხმები, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც მას შინაგანი წინადაცვეთა ახლავს თან.
ყურადღება მიაქციე მოციქულის სიბრძნეს, თუ როგორ დროულად წამოიწყო საუბარი წინადაცვეთაზე. თავიდანვე არ დაუწყია ამაზე ლაპარაკი, რადგან მას დიდ პატივს მიაგებდნენ. მაგრამ როდესაც დაამტკიცა, რომ იუდეველებმა უმნიშვნელოვანესში შეურაცხყვეს ღმერთი და ღვთის გმობაში იყვნენ დამნაშავეები. Მსმენელი მზად იყო თავად დაედანაშაულებინა ისინი და პირველობა ჩამოერთმია, მაშინ იწყებს საუბარს წინადაცვეთაზე და იმედოვნებს, რომ მას უკვე არავინ დაგმობს. ამბობს: “წინადაცვეთა მაშინ არის სასარგებლო, თუკი რჯულს ასრულებ”.
რა თქმა უნდა, წინადაცვეთის უარყოფა სხვა გზითაც შეიძლებოდა, მაგალითად, კითხვით: რა არის წინადაცვეთა? განა ეს წინადამცვეთის დამსახურებაა? განა ეს მისი კეთილი ნების დადასტურებაა? მაგრამ ის ხომ არასრულწლოვან ასაკში სრულდება. თანაც, უდაბნოში მცხოვრები მრავალი წინადაუცვეთელი რჩებოდა. მრავალი სხვა მაგალითიდანაც ჩანს, რომ წინადაცვეთა დიდად საჭირო არ იყო. მაგრამ მოციქული ამ არგუმენტებით კი არ უარყოფს წინადაცვეთას, არამედ აბრაამის მაგალითით, რაც უპირატესად მართებული იყო. სწორედ ეს იყო გამარჯვების ზეიმი, რომ წინადაცვეთის უმნიშვნელობა იმითვე დაემტკიცებინა, რის გამოც მას იუდეველები პატივს მიაგებდნენ.
პავლეს შეეძლო ეთქვა, რომ წინასწარმეტყველებიც კი უწოდებდნენ იუდეველებს წინადაუცვეთლებს, მაგრამ ეს ნაკლი თავად წინადაცვეთისა კი არ იყო, არამედ მისი ბოროტად გამოყენებისა. საჭირო იყო დამტკიცება, რომ წინადაცვეთას არავითარი ძალა არ აქვს სათნო ცხოვრების დროსაც კი. ამას ბოლოს და ბოლოს ამხელს მოციქული. აქ მას ჯერ კიდევ არ მოჰყავს მაგალითად პატრიარქი, არამედ, ჯერ სხვა არგუმენტებით ამხელს წინადაცვეთას და პატრიარქს შემდგომისთვის იტოვებს, როდესაც რწმენაზე საუბრობს: “როგორ ჩაეთვალა აბრაამს რწმენა? წინადაცვეთილს, თუ წინადაუცვეთელს?” (რომ. 4:10). მოციქული ჯერჯერობით წინადაცვეთას წარმართულ წინადაუცვეთელობას უპირისპირებს და სხვა არაფრის თქმა არ სურს, რომ ზედმეტად საწყენი არ იყოს იუდეველისთვის. ხოლო როდესაც წინადაცვეთას რწმენასთან მიმართებაში განიხილავს, მაშინ უფრო ძლიერად ესხმის თავს მას.
რა თქმა უნდა, ვიდრე წინადაცვეთის წინადაუცვეთელობასთან დაპირისპირება მიმდინარეობს, მოციქული მსუბუქად გამოთქვამს და ამბობს: “წინადაცვეთა მაშინ არის სასარგებლო, თუკი რჯულს ასრულებ; ხოლო თუ რჯულის დამრღვევი ხარ, შენი წინადაცვეთა წინადაუცვეთელობა გახდა”. აქ მოციქული ორ წინადაცვეთასა და ორ წინადაუცვეთელობაზე საუბრობს, ისევე როგორც ორ რჯულს უშვებს. არსებობს ბუნებითი რჯული და არსებობს წერილობითი რჯული, მაგრამ არსებობს შუა მათ შორის, რჯული საქმეებით.
შეხედე, როგორ გვიჩვენებს და ამხელს მოციქული ამ სამივე რჯულს. ის ამბობს: “ვინაიდან როდესაც წარმართნი, რომელთაც არა აქვთ რჯული”, რომელი რჯული, მითხარი? წერილობითი რჯული, “ბუნებით ასრულებენ სჯულის საქმეებს”, რომელი რჯულით? საქმეებში გამოვლენილი რჯულით, “ესენი, თუმცა რჯული არა აქვთ”, რომელი? წერილობითი, “თვითონვე არიან თავიანთი თავის რჯული”, როგორ არის ეს? ბუნებითი რჯულით სარგებლობენ, “რადგანაც აჩვენებენ, რომ სჯულის საქმე მათ გულებში წერია”, რომელი რჯულის? საქმეთა რჯულის (რომ. 2:14-15).
ერთი რჯული, სწორედ ის, რომელიც წერილებშია, გარეგანია, მეორე, რომელიც ბუნებით არის მოცემული, შინაგანია, ხოლო მესამე საქმეებში ვლინდება. პირველს წერილები გვაუწყებს, მეორეს, ბუნება, ხოლო მესამეს, საქმეები. სწორედ ეს მესამე რჯულია საჭირო, მისთვის არის მოცემული პირველი ორი, ბუნებითი და წერილობითი. თუ ის არ არსებობს, მაშინ არც იმათგან არის რაიმე სარგებელი, მათგან უფრო დიდი ზიანიც კი ხდება. ამას სწორედ ის ამტკიცებს, როდესაც ბუნებით რჯულზე საუბრობს: “იმავე განკითხვით, რომლითაც სხვას განსჯი, საკუთარ თავს სჯი” (რომ. 2:1), და წერილობით რჯულზე: “ქადაგებ, არ იქურდო, და ქურდულობ” (რომ. 2:22).
ასევე, წინადაუცვეთელობაც ორია: ერთი ბუნებითი, ხოლო მეორე ზნეობრივი. წინადაცვეთაც ერთი ხორციელდება ხორცზე, ხოლო მეორე ნებაზეა დამოკიდებული. მაგალითად, მე ვამბობ, რომ ვიღაც მერვე დღეს არის წინადაცვეთილი, ეს ხორციელი წინადაცვეთაა. ხოლო როდესაც ვამბობ, რომ ვინმემ აღასრულა ყველაფერი კანონიერი, ეს არის გულის წინადაცვეთა, რომელსაც უპირატესად პავლე მოითხოვს, ან, უფრო სწორად, თავად რჯული.
აი, ხედავ, როგორ უშვებს მოციქული წინადაცვეთას სიტყვით, მაგრამ ანადგურებს საქმით. მას არ უთქვამს, რომ წინადაცვეთა ზედმეტია, უსარგებლოა, უვარგისია. მაშ, რას ამბობს? “წინადაცვეთა მაშინ არის სასარგებლო, თუკი რჯულს ასრულებ”. მან ჯერ მიიღო წინადაცვეთა და თქვა: ვეთანხმები, არ ვდავობ, რომ წინადაცვეთა კარგი საქმეა, მაგრამ როდის? როდესაც შენ რჯულსაც იცავ. “ხოლო თუ რჯულის დამრღვევი ხარ, შენი წინადაცვეთა წინადაუცვეთელობა გახდა”. და აქ არ უთქვამს: ის უკვე აღარ მოიტანს სარგებელს, რომ არ ეგონათ, თითქოს ის ანადგურებს წინადაცვეთას. არამედ, ჯერ გაათავისუფლა იუდეველი წინადაცვეთისგან, შემდეგ კი დაამარცხა ისე, რომ ახლა საყვედური წინადაცვეთაზე კი არ მოდის, არამედ იმაზე, ვინც ის დაუდევრობის გამო დაკარგა. როგორც იმათ, რომლებიც თანამდებობებზე იმყოფებიან, ხოლო შემდეგ უმნიშვნელოვანეს დანაშაულებში არიან მხილებულნი, მსაჯულები ჯერ ართმევენ თანამდებობების აღმატებულებას, შემდეგ კი სჯიან, ასევე მოიქცა პავლეც იუდეველთან.
ამბროზიასტერი4 საუკუნე ავგუსტინე ჰიპონელი5 საუკუნე თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე
1 / 9
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 9 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
რომაელთა მიმართ 2:25 კონტექსტში
2:23რჯულს იქადი და რჯულის დარღვევით ღმერთს შეურაცხყოფ?
2:24ვინაიდან, როგორც წერია, თქვენ გამო იგმობა ღვთის სახელი წარმართთა შორის.
2:25წინადაცვეთილობა სარგოა, თუ რჯულს ასრულებ, ხოლო თუ რჯულს არღვევ, შენი წინადაცვეთილობა წინდაუცვეთელობად იქცევა.
2:26თუ წინადაუცვეთელი რჯულის მართლწესებს იცავს, განა მისი წინადაუცვეთელობა წინადაცვეთილობად არ შეერაცხება?
2:27ეგეც არ იყოს ბუნებით წინადაუცვეთელი, რომელიც რჯულს ასრულებს, განა არ განგსჯის შენ, რომელიც, წერილისა და წინადაცვეთილობის მიუხედავად, რჯულს არღვევ?
პარალელური ადგილები: რომაელთა მიმართ 2:25
- გალატელთა მიმართ 5:3კვლავაც ვუმოწმებ ყველას, ვინც წინადაიცვეთს, რომ მთელი რჯულის აღსრულება მართებს.
- გალატელთა მიმართ 5:6რადგანაც ქრისტე იესოში არც წინადაცვეთილობასა აქვს რაიმე ძალა და არც წინადაუცვეთელობას, არამედ რწმენას, რომელიც მოქმედებს სიყვარულით.
- იერემია 4:4წინდაიცვითეთ უფლისათვის და მოიშორეთ გულის ჩუჩა, იუდას ხალხო და იერუსალიმის მკვიდრნო, რათა ცეცხლივით არ აინთოს ჩემი რისხვა თქვენი ბოროტმოქმედების გამო და ისე არ აბრიალდეს, რომ ვერავინ ჩააქროს.
- გალატელთა მიმართ 6:15რადგანაც ქრისტე იესოში არც წინადაცვეთილობა ნიშნავს რასმე და არც წინადაუცვეთელობა, არამედ მხოლოდ ახალი ქმნილება.
- მოციქულთა საქმენი 7:51ქედფიცხელნო, გულითა და ყურით წინადაუცვეთელნო, გამუდმებით რომ ეურჩებით წმიდა სულს, თქვენცა და თქვენი მამებიც.
- მეორე სთვლისაება 30:6წინდაცვეთს უფალი, შენი ღმერთი, შენს გულს და შენი შთამომავლობის გულს, რომ გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი, მთელი შენი გულითა და სულით, რათა ცოცხალი დარჩე.
- იერემია 9:25აჰა, მოვა დროება, ამბობს უფალი, როცა დავსჯი ყველა წინდაცვეთილს წინდაუცვეთელთან ერთად -
- იერემია 9:26ეგვიპტეს, იუდას, ედომს, ყამონიანებს, მოაბს და ყველას, საფეთქელთან თმას რომ იპარსავენ, უდაბნოს მკვიდრთ, რადგან ყველა ეს ხალხი წინდაუცვეთელია, ხოლო მთელი ისრაელის სახლი გულით არის დაუცვეთელი.
განაგრძე კითხვა: რომაელთა მიმართ 2
სრულად წაიკითხე: რომაელთა მიმართ 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში


