
რომაელთა მიმართ 3:28: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
რადგანაც ჩვენ ვამტკიცებთ, რომ კაცი რწმენით მართლდება, რჯულის საქმეთა მიუხედავად.
რომაელთა მიმართ 3:28 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 10 ივლისი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-3 კვირის შაბათი (სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: რომაელთა მიმართ 3:28
10 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “როდესაც მოციქულმა დაამტკიცა, რომ რწმენით გამართლებულნი იუდეველებზე აღმატებულნი არიან, მაშინ, უკვე დიდი თავისუფლებით მსჯელობს რწმენაზე და კვლავაც აქარწყლებს იმას, რაც, ერთი შეხედვით, შეიძლებოდა დამაბნეველი ყოფილიყო.”
მთელი განმარტება
როდესაც მოციქულმა დაამტკიცა, რომ რწმენით გამართლებულნი იუდეველებზე აღმატებულნი არიან, მაშინ, უკვე დიდი თავისუფლებით მსჯელობს რწმენაზე და კვლავაც აქარწყლებს იმას, რაც, ერთი შეხედვით, შეიძლებოდა დამაბნეველი ყოფილიყო.
იუდეველებს ორი აზრი აბნევდათ: პირველი, შესაძლებელია კი გადარჩენა საქმეების გარეშე მათთვის, ვინც საქმეებით ვერ გადარჩა? მეორე, სამართლიანია კი წინადაუცვეთელნი თანასწორ უფლებებს იღებდნენ მათთან, ვინც ამდენი ხანი კანონში იზრდებოდა? ეს უკანასკნელი აზრი მათ გაცილებით უფრო აწუხებდათ, ვიდრე პირველი.
ამიტომაც, მოციქული, პირველის განხილვის შემდეგ, ამ უკანასკნელზე გადადის, რომელიც იუდეველებს იმდენად აწუხებდათ, რომ რწმენის მიღების შემდეგაც კი პეტრეს ადანაშაულებდნენ კორნელიუსის გამო.
რას ამბობს პავლე? “ვინაიდან ვფიქრობთ, რომ ადამიანი რწმენით მართლდება, რჯულის საქმეების გარეშე” (რომ. 3:28). მას არ უთქვამს, იუდეველი, ან, კანონქვეშ მყოფი, არამედ, ზოგადად გამოთქვა და ხსნის კარი მთელი სამყაროსთვის გააღო. გამოიყენა ზოგადი სახელი და თქვა, “ადამიანი”. შემდეგ, ამ სიტყვიდან გამომდინარე, მოციქული აქ გაუხმაურებელ წინააღმდეგობას წყვეტს.
ვინაიდან ბუნებრივი იყო, რომ იუდეველები, როდესაც გაიგებდნენ, რომ რწმენა ამართლებს ყოველ ადამიანს, უკმაყოფილონი იქნებოდნენ და ცდუნდებოდნენ, ამიტომაც პავლემ დაამატა: “თუ მარტო იუდეველთა ღმერთია?” (რომ. 3:29). ნუთუ ღმერთი მხოლოდ იუდეველთაა? განა წარმართთა ღმერთი არ არის?
ამბროზიასტერი4 საუკუნე ავგუსტინე ჰიპონელი5 საუკუნე თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე კონსტანციუსი5 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე
1 / 10
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 10 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
რომაელთა მიმართ 3:28 კონტექსტში
3:26რომელნიც სულგრძელად დაითმინა ღმერთმა, რათა გამოჩენილიყო მისი სიმართლე დღევანდელ დღეს, და ყოფილიყო იგი მართალი და იესოს მორწმუნეთა გამმართლებელი.
3:27მაშ, სადღაა სიქადული? განქარებულა. კი მაგრამ, რომელი რჯულით? საქმეთა რჯულით? არა, არამედ რწმენის რჯულით.
3:28რადგანაც ჩვენ ვამტკიცებთ, რომ კაცი რწმენით მართლდება, რჯულის საქმეთა მიუხედავად.
3:29ნუთუ ღმერთი მხოლოდ იუდეველებისაა და არა წარმართებისაც? რა თქმა უნდა, წარმართებისაც.
3:30რადგანაც ერთია ღმერთი, რომელიც რწმენის გამო ამართლებს წინადაცვეთილთ, წინადაუცვეთელთ კი - რწმენით.
პარალელური ადგილები: რომაელთა მიმართ 3:28
- ტიტეს მიმართ 3:7რათა მისი მადლით გამართლებულთ სასოებისამებრ დაგვემკვიდრებინა საუკუნო სიცოცხლე.
- გალატელთა მიმართ 2:16მაგრამ რაკიღა გავიგეთ, რომ კაცი რჯულის საქმეთაგან როდი გამართლდება, არამედ იესო ქრისტეს რწმენით, ჩვენც ვირწმუნეთ იესო ქრისტე, რათა ქრისტე იესოს რწმენით გავმართლდეთ და არა რჯულის საქმით, რადგანაც რჯულის საქმით ვერ გამართლდება ვერცერთი ხორციელი.
- გალატელთა მიმართ 3:8და წერილმა, რომელიც წინასწარ ჭვრეტდა, რომ ღმერთი რწმენით გაამართლებდა წარმართებს, წინასწარვე ახარა აბრაამს: „შენში იკურთხება ყველა ხალხი“.
- გალატელთა მიმართ 3:24ასე რომ, რჯული ჩვენი აღმზრდელი აღმოჩნდა, რომელმაც მიგვგვარა ქრისტეს, რათა რწმენით გავმართლებულიყავით.
- იაკობის ეპისტოლე 2:24როგორც ხედავთ, კაცი საქმით მართლდება და არა მხოლოდ რწმენით.
- რომაელთა მიმართ 3:26რომელნიც სულგრძელად დაითმინა ღმერთმა, რათა გამოჩენილიყო მისი სიმართლე დღევანდელ დღეს, და ყოფილიყო იგი მართალი და იესოს მორწმუნეთა გამმართლებელი.
- ფილიპელთა მიმართ 3:9და ვიყო მასში, მაგრამ არა ჩემი სიმართლით, რომელიც არის რჯულისაგან, არამედ სიმართლით, ქრისტეს რწმენისა და ღვთისაგან რომ იღებს დასაბამს და რწმენაზევეა დაფუძნებული;
- რომაელთა მიმართ 8:3რაკი ხორცისგან დაუძლურებულმა რჯულმა მეტი ვერ შესძლო, ღმერთმა მოავლინა თავისი ძე ცოდვილი ხორცის მსგავსებით და ცოდვისვე გამო, რათა მსჯავრი დაედო ხორციელი ცოდვისთვის.
განაგრძე კითხვა: რომაელთა მიმართ 3
სრულად წაიკითხე: რომაელთა მიმართ 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში


