
რომაელთა მიმართ 5:20: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
რჯული კი შემდეგ შემოვიდა, რათა ემრავლა ცოდვას, ხოლო როცა იმრავლა ცოდვამ, მით უფრო მომრავლდა მადლი,
რომაელთა მიმართ 5:20 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 2 ივლისი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-2 კვირის პარასკევი (სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: რომაელთა მიმართ 5:20
12 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “ხოლო შემოვიდა რჯული, რათა გამრავლდეს ცოდვა. მას შემდეგ, რაც მოციქულმა დაამტკიცა, რომ მთელი სამყარო ადამშია მსჯავრდებული, ხოლო ქრისტეში გადარჩენილი და განთავისუფლებული, კვლავ დროულად მსჯელობს რჯულზე და უარყოფს მის შესახებ არსებულ აზრს.”
მთელი განმარტება
ხოლო შემოვიდა რჯული, რათა გამრავლდეს ცოდვა. მას შემდეგ, რაც მოციქულმა დაამტკიცა, რომ მთელი სამყარო ადამშია მსჯავრდებული, ხოლო ქრისტეში გადარჩენილი და განთავისუფლებული, კვლავ დროულად მსჯელობს რჯულზე და უარყოფს მის შესახებ არსებულ აზრს.
რჯულს არათუ არანაირი სარგებელი არ მოუტანია, არამედ მისი გამოჩენით უფრო გამწვავდა სენი. ნუთუ რჯული იმისთვის მოგვეცა, რომ ცოდვა გამრავლებულიყო? ცხადია, არა. მოციქული ამბობს, რომ “რათა” აქ მიზეზს კი არ გამოხატავს, არამედ შედეგს. რჯული მოცემული იყო იმ გათვლით, რომ შეემცირებინა და აღმოეფხვრა დანაშაული. თუ საწინააღმდეგო მოხდა, ეს რჯულის ბრალი კი არ არის, არამედ იმათი გულგრილობის, ვინც იგი მიიღო.
მაშ, რატომ არ თქვა მოციქულმა: “რჯული მოცემული იყო”, არამედ ამბობს: “შემოვიდა რჯული”? იმისთვის, რომ ეჩვენებინა, თუ რაოდენ დროებითი იყო მასში საჭიროება და არა მთავარი და უმნიშვნელოვანესი. ამის შესახებ პავლე მოციქული გალატელთა მიმართ ეპისტოლეშიც საუბრობს, თუმცა ამ აზრს სხვაგვარად გამოხატავს: “სანამ მოვიდოდა რწმენა, რჯულის ქვეშ ვიყავით დაცულნი, და გამოკეტილნი მომავალი რწმენისთვის, რომელიც უნდა გამოცხადებულიყო” (გალ. 3:23). მაშასადამე, რჯული ფარას იცავდა არა თავისთვის, არამედ სხვისთვის. ზოგიერთი იუდეველი იყო შურიანი, თავაშვებული და გულგრილი საკუთარი ნიჭების მიმართ, ამიტომაც მიეცათ მათ რჯული. Უფრო მეტად ამხელდა მათ, ნათლად აჩვენებდა, თუ რა მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და, ბრალდების გამწვავებით, უფრო მეტად აკავებდა მათ.
მაგრამ ნუ შეგეშინდება: ეს ყველაფერი უფრო დიდი სასჯელისკენ კი არ იყო მიმართული, არამედ უფრო დიდი მადლის გამოვლინებისკენ. ამიტომაც დასძინა მოციქულმა: “სადაც გამრავლდა ცოდვა, გარდაჭარბებით მოიმატა მადლმა”. არ უთქვამს: “გაიზარდა”, არამედ: “გარდაჭარბებით მოიმატა”. მადლი არა მხოლოდ სასჯელისგან გათავისუფლებას გულისხმობს, არამედ ცოდვების მიტევებას, სიცოცხლესა და სხვა სიკეთეებს, რომელთა შესახებაც არაერთგზის გვითქვამს. ეს იმას ჰგავს, თითქოს ვინმეს ცხელებით შეპყრობილი არა მხოლოდ განეკურნა სენისგან. Მშვენიერი, ძლიერი და პატივსაცემი გაეხადა, ან მშიერი არა მხოლოდ დაეპურებინა, არამედ მრავალი მამულის მბრძანებლად ექცია და უმაღლეს ხელისუფლებაში აეყვანა.
მაგრამ როგორ გამრავლდა ცოდვა? იკითხავ შენ. რჯულმა უამრავი მცნება მისცა, ხოლო რაკი ადამიანებმა ყველა მათგანი დაარღვიეს, ამიტომაც გამრავლდა ცოდვა. მიხვდი თუ რა განსხვავებაა რჯულსა და მადლს შორის? რჯული მსჯავრის შევსებას ემსახურებოდა, ხოლო მადლი, ნიჭის გამრავლებას.
ღვთის გამოუთქმელი გულმოწყალების შესახებ თქმის შემდეგ, მოციქული კვლავ იკვლევს როგორც სიკვდილის, ისე სიცოცხლის საწყისსა და ფესვს. რა არის სიკვდილის ფესვი? ცოდვა. ამიტომაც თქვა მან: “რათა, როგორც ცოდვა მეფობდა სიკვდილში, ასევე მადლი მეფობდეს სიმართლით საუკუნო სიცოცხლისათვის იესო ქრისტეს მიერ, ჩვენი უფლისა” (რომ. 5:21).
მივმართოთ ცხოველმყოფელ ჯვარს, რადგან სწორედ მან მოსპო ყველა ის უბედურება, რაც იმ ხემ შემოიტანა. თუმცა, უკეთ რომ ვთქვათ, უბედურება არა ხემ შემოიტანა, არამედ მთლიანად ადამიანმა, რაც შემდეგ ქრისტემ დიდი სიუხვით მოსპო და გაცილებით მეტი სიკეთე მოგვანიჭა. ამიტომაც ამბობს პავლე: “სადაც გამრავლდა ცოდვა, გარდაჭარბებით მოიმატა მადლმა”, ანუ ნიჭი ცოდვაზე მეტია.
ეფრემ ასური4 საუკუნე ამბროსი მედიოლანელი4 საუკუნე ამბროზიასტერი4 საუკუნე კირილე ალექსანდრიელი5 საუკუნე ავგუსტინე ჰიპონელი5 საუკუნე თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე კონსტანციუსი5 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე ნესტორ მემატიანე12 საუკუნე ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე
1 / 12
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 12 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
რომაელთა მიმართ 5:20 კონტექსტში
5:18ამიტომ, როგორც ერთის შეცოდებისაგან ყველა კაცის თავზე მოიწია სასჯელი, ასევე ერთის სიმართლისაგან ყველა კაცი გამართლდება სიცოცხლისათვის.
5:19ვინაიდან, როგორც ერთი კაცის ურჩობით მრავალი გახდა ცოდვილი, ისე ერთი კაცის მორჩილებით მრავალნი გახდებიან მართალნი.
5:20რჯული კი შემდეგ შემოვიდა, რათა ემრავლა ცოდვას, ხოლო როცა იმრავლა ცოდვამ, მით უფრო მომრავლდა მადლი,
5:21რათა, როგორც ცოდვა სუფევდა სიკვდილში, ასევე ყოფილიყო მადლის სუფევაც საუკუნო სიცოცხლისათვის სიმართლის მეოხებით, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ.
პარალელური ადგილები: რომაელთა მიმართ 5:20
- რომაელთა მიმართ 6:1რას ვიტყვით? დავრჩეთ ცოდვაში, რათა იმრავლოს მადლმა? არამც და არამც.
- ტიტეს მიმართ 3:3ვინაიდან ოდესღაც ჩვენც უგუნურნი ვიყავით, ურჩნი, შეცდომილნი, სხვადასხვა გულისთქმათა და განცხრომათა მონები, ბოროტებასა და შურში დანთქმულნი, ბილწნი და ურთიერთმოძულენი.
- ტიტეს მიმართ 3:7რათა მისი მადლით გამართლებულთ სასოებისამებრ დაგვემკვიდრებინა საუკუნო სიცოცხლე.
- რომაელთა მიმართ 6:14ვეღარ გეუფლებათ ცოდვა, ვინაიდან რჯულის ქვეშ კი არა ხართ, არამედ მადლის ქვეშ.
- ფსალმუნები 25:11შენი სახელისათვის, უფალო, შემინდე ჩემი შეცოდება, რადგან დიდია იგი.
- გალატელთა მიმართ 3:19კი მაგრამ, რაღაა რჯული? ის მოცემულ იქნა შეცოდებათა გამო, ვიდრე მოვიდოდა თესლი, ვისთვისაც დაიდო აღთქმა და გადმოცემულ იქნა ანგელოზთა მიერ, შუამავლის ხელით.
- გალატელთა მიმართ 3:25ხოლო რწმენის მოვლინების შემდეგ უკვე აღარა ვართ აღმზრდელის მეთვალყურეობის ქვეშ.
- რომაელთა მიმართ 4:15ვინაიდან რჯული შეიქმს რისხვას, რადგან იქ, სადაც არ არის რჯული, არც დარღვევაა.
განაგრძე კითხვა: რომაელთა მიმართ 5
სრულად წაიკითხე: რომაელთა მიმართ 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში



