
რომაელთა მიმართ 7:24: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
ვაიმე, ბედკრულს! ვინ დამიხსნის სიკვდილის ამ სხეულისაგან?
რომაელთა მიმართ 7:24 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 6 ივლისი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 3 კვირის სამშაბათი (სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: რომაელთა მიმართ 7:24
14 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “შეხედე, რა ძალაუფლება აქვს ბოროტებას! როგორ იმარჯვებს იგი გონებაზე, რომელსაც რჯულში პოვებს სიამოვნებას! ვერავინ იტყვის, როგორც ამბობს პავლე მოციქული, რომ ცოდვა მემონება, რადგან მძულს რჯული და ზურგს ვაქცევ მას. პირიქით, მე ვპოვებ მასში სიამოვნებას, ვადიდებ მას, მივმართავ მას, მაგრამ მას არ ძალუძს, იხსნას ისიც კი, ვინც მას მიმართავს. ხოლო ქრისტემ იხსნა ისიც, ვინც მისგან გარბის. ხედავ, რაოდენ დიდია მადლის უპირატესობა?”
მთელი განმარტება
შეხედე, რა ძალაუფლება აქვს ბოროტებას! როგორ იმარჯვებს იგი გონებაზე, რომელსაც რჯულში პოვებს სიამოვნებას! ვერავინ იტყვის, როგორც ამბობს პავლე მოციქული, რომ ცოდვა მემონება, რადგან მძულს რჯული და ზურგს ვაქცევ მას. პირიქით, მე ვპოვებ მასში სიამოვნებას, ვადიდებ მას, მივმართავ მას, მაგრამ მას არ ძალუძს, იხსნას ისიც კი, ვინც მას მიმართავს. ხოლო ქრისტემ იხსნა ისიც, ვინც მისგან გარბის. ხედავ, რაოდენ დიდია მადლის უპირატესობა?
მოციქულს ეს პირდაპირ არ უთქვამს, არამედ მხოლოდ ამოიგმინა და მწარედ ატირდა, როგორც შემწეობის გარეშე დარჩენილი ადამიანი. თავისი უმძიმესი მდგომარეობით ამტკიცებს ქრისტეს ძალას და ამბობს: “ვაი მე, უბადრუკ კაცს! ვინ მიხსნის ამ სიკვდილის სხეულისაგან?” (რომ. 7:24).
რჯული უძლური აღმოჩნდა. სინდისი არასაკმარისი. თუმცა კი ვადიდებდი სიკეთეს, არა მარტო ვადიდებდი, არამედ ბოროტებას ვებრძოდი კიდეც. მოციქულმა თქვა, რომ ცოდვა “მეომარია”, რაც იმას ნიშნავს, რომ თავადაც იარაღდებოდა ცოდვის წინააღმდეგ. მაშ, საიდანღა უნდა იყოს ხსნის იმედი?
როდესაც გესმის, რომ ის ამბობს: “ვინ მიხსნის ამ სიკვდილის სხეულისაგან?”, ნუ იფიქრებ, რომ იგი ხორცს ადანაშაულებს. მას არ უწოდებია მისთვის “ცოდვის სხეული”, არამედ “სიკვდილის სხეული”, ანუ მოკვდავი სხეული, სიკვდილის ტყვე, და არა სიკვდილის წარმომშობი. ეს იმის დასტურია, რომ სხეული არ არის ბოროტი, არამედ დაზიანებულია. როგორც ტყვედ ჩავარდნილი ბარბაროსებს ეკუთვნის, არა იმიტომ, რომ ბარბაროსია, არამედ იმიტომ, რომ ბარბაროსების ხელშია, ასევე სხეულსაც “სიკვდილის სხეული” ეწოდება, რადგან იგი სიკვდილის ხელშია და არა იმიტომ, რომ სიკვდილი წარმოშვა. ამიტომაც მოციქულს სურს განთავისუფლდეს არა სხეულისაგან, არამედ მოკვდავი სხეულისაგან. ამით იგი მიანიშნებს იმაზე, რაც არაერთგზის მითქვამს, რომ სხეული, ვნებებისადმი მიდრეკილი გახდა და სწორედ ამის გამო ადვილად დაემონა ცოდვას.
მაგრამ თუკი ასეთი იყო ცოდვის ძალაუფლება მადლამდე, მაშინ რატომ ისჯებოდნენ ცოდვილები? იმიტომ, რომ მათ მიეცათ ისეთი მცნებები, რომელთა შესრულებაც ცოდვის ბატონობის დროსაც შეიძლებოდა. რჯული მათგან ცხოვრების მაღალ სრულყოფილებას არ მოითხოვდა, არამედ ნებას რთავდა, ესარგებლათ თავიანთი ქონებით, არ უკრძალავდა მრავალი ცოლის ყოლას, რისხვას სიმართლით და ზომიერი სიამოვნებით ტკბობას. იმდენი დათმობა იყო მათთვის გაკეთებული, რომ დაწერილი რჯული იმაზე ნაკლებს მოითხოვდა, ვიდრე ბუნებითი რჯული ბრძანებდა. თუმცა ბუნებითი რჯული ყოველთვის უბრძანებდა ერთ მამაკაცს ერთ ქალთან ქორწინებას, რაც ნათლად დაამოწმა ქრისტემ, როდესაც თქვა: “და შექმნა ღმერთმან კაცი და დედაკაცი დასაბამითგან” (მათ. 19:4), მაგრამ მოსეს რჯული, როგორც არ კრძალავდა ერთი ცოლის გაშვებას და მეორეზე დაქორწინებას, ასევე არ უშლიდა ხელს ორი ცოლის ერთად ყოლას.
გარდა ამისა, შეიძლება დავინახოთ, რომ ამ რჯულამდე მცხოვრებნი, მხოლოდ ბუნებითი რჯულით ხელმძღვანელობდნენ და სხვასაც უფრო მეტად ასრულებდნენ, ვიდრე რჯულის ქვეშ მცხოვრებნი. ამრიგად, ძველ აღთქმაში მცხოვრებთ არანაირი ზარალი არ განუცდიათ, როდესაც მათთვის ასეთი ზომიერი კანონმდებლობა შემოიღეს. თუკი ამის მიუხედავად, მათ ვერ შეძლეს გამარჯვებულებად დარჩენილიყვნენ, ამის მიზეზი მათი საკუთარი გულგრილობაა.
ეფრემ ასური4 საუკუნე იერონიმე სტრიდონელი4 საუკუნე ამბროსი მედიოლანელი4 საუკუნე ამბროზიასტერი4 საუკუნე ავგუსტინე ჰიპონელი5 საუკუნე თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე გენადი კონსტანტინოპოლელი5 საუკუნე იოანე კასიანე5 საუკუნე სევერიანე გაბალელი5 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე იგნატი (ბრიანჩანინოვი)19 საუკუნე ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე
1 / 14
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 14 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
რომაელთა მიმართ 7:24 კონტექსტში
7:22ვინაიდან, როგორც შინაგანი კაცი, ღვთის რჯულით ვტკბები.
7:23მაგრამ ჩემს ასოებში სხვა რჯულსა ვხედავ, რომელიც ეურჩება ჩემი გონების რჯულს, და ცოდვის იმ რჯულის ტყვედ მაქცევს, რომელიც არის ჩემს ასოებში.
7:24ვაიმე, ბედკრულს! ვინ დამიხსნის სიკვდილის ამ სხეულისაგან?
7:25ვმადლობ ღმერთს, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ. ამრიგად, მე, ერთი და იგივე კაცი, გონებით ღვთის რჯულს ვემონები, ხორცით კი - ცოდვის რჯულს.
პარალელური ადგილები: რომაელთა მიმართ 7:24
- რომაელთა მიმართ 6:6რაკიღა ვიცით, რომ ჩვენი ძველი კაცი ჯვარს ეცვა მასთან ერთად, რათა გადაგებულიყო ცოდვის სჯული და აღარასოდეს დავმონებოდით ცოდვას.
- ტიმოთეს მიმართ ბ 4:18უფალივე დამიხსნის ყოველი ბოროტი საქმისაგან და მაცხონებს თავის ზეციურ სასუფეველში. დიდება მას უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
- ტიტეს მიმართ 2:14რომელმაც თავი დასდო ჩვენთვის, რათა გამოვეხსენით ყოველგვარი ურჯულოებისაგან და თავისთვის განეწმინდა რჩეული ხალხი, კეთილ საქმეთა მოშურნე.
- რომაელთა მიმართ 8:2რადგანაც სიცოცხლის სულის რჯულმა ქრისტე იესოში ცოდვისა და სიკვდილის რჯულისაგან გამათავისუფლა მე.
- კორინთელთა მიმართ ბ 12:7თავს რომ არ გამსვლოდა გამოცხადების უჩვეულობით, ჩემდა საწამებლად მომეცა ნესტარი ხორცში, სატანის ანგელოზი, რათა დაეთრგუნა ჩემი ზვაობა.
- კორინთელთა მიმართ ბ 12:9მომიგო: „შენთვის საკმარისია ჩემი მადლიც, რადგანაც ჩემი ძალა უფრო სრულად ვლინდება უძლურებაში“. ამიტომაც მეტი ხალისით დავიქადი ჩემს უძლურებას, რათა ქრისტეს ძალა დამკვიდრდეს ჩემში.
- ფსალმუნები 102:20რომ მოესმინა კვნესა პატიმრისა, გაეთავისუფლებინა სიკვდილის ძენი.
- ფსალმუნები 72:12რადგანაც იხსნის ღარიბს, მღაღადებელს და ღატაკს, ვისაც არა ჰყავს შემწე.
განაგრძე კითხვა: რომაელთა მიმართ 7
სრულად წაიკითხე: რომაელთა მიმართ 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში



