
რომაელთა მიმართ 8:20: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
იმიტომ, რომ ქმნილება ნებსით კი არ დაემორჩილა ამაოებას, არამედ მის მიერ, ვინც ამაოებას დაუმორჩილა იგი, იმის იმედით,
რომაელთა მიმართ 8:20 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 24 ივლისი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-5 კვირის შაბათი (სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: რომაელთა მიმართ 8:20
11 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “იხილეთ რომაელთა მიმართ 8:19: ‘რამეთუ ამაოებას დაემორჩილა დაბადებული არა თჳსით ნებით, არამედ მის მიერ, რომელმან-იგი დაამორჩილა მას სასოებით’. რას ნიშნავს, ‘ამაოებას დაემორჩილა დაბადებული’? გახდა ხრწნადი. მაშ, რატომ და რა მიზეზით? შენი ბრალია, ადამიანო. ვინაიდან შენ მიიღე მოკვდავი და ტანჯვისადმი დაქვემდებარებული სხეული, ამიტომ მიწაც დაექვემდებარა წყევლას, ეკლები და ღვარძლი აღმოაცენა.”
მთელი განმარტება
იხილეთ რომაელთა მიმართ 8:19: “რამეთუ ამაოებას დაემორჩილა დაბადებული არა თჳსით ნებით, არამედ მის მიერ, რომელმან-იგი დაამორჩილა მას სასოებით”. რას ნიშნავს, “ამაოებას დაემორჩილა დაბადებული”? გახდა ხრწნადი. მაშ, რატომ და რა მიზეზით? შენი ბრალია, ადამიანო. ვინაიდან შენ მიიღე მოკვდავი და ტანჯვისადმი დაქვემდებარებული სხეული, ამიტომ მიწაც დაექვემდებარა წყევლას, ეკლები და ღვარძლი აღმოაცენა.
ხოლო იმის შესახებ, რომ ცას, მიწასთან ერთად დაძველებულს, შემდგომში უკეთესი ხვედრი ექნება, ისმინე, რას ამბობს ამის შესახებ წინასწარმეტყველი: “დასაბამსა შენ, უფალო, დააფუძნე ქუეყანაჲ, და ქმნილნი ჴელთა შენთანი ცანი არიან. იგინი წარწყმდენ, ხოლო შენ ჰგიე; და ყოველნი, ვითარცა სამოსელი, დაძუელდენ, და ვითარცა შესამოსელი შეცვალნე იგინი და შეიცვალნენ” (ფს. 101:26-27). ესაია კი შეჰღაღადებს: “აღიხილეთ ზეცად თუალნი თქუენნი და მოიხილეთ ქუეყანად დაბლა, რამეთუ ცანი, ვითარცა კუამლი, განქარდენ და ქუეყანა, ვითარცა სამოსელი, დაძუელდეს, და მკჳდრნი მისნი, ვითარცა ესე, მოწყდენ” (ეს. 51:6).
მიხვდი თუ არა, როგორ ემსახურა დაბადებული ამაოებას და როგორ თავისუფლდება იგი ხრწნილებისაგან? ერთი ამბობს: “ვითარცა სამოსელი შეცვალნე იგინი და შეიცვალნენ”, ხოლო ესაია ამბობს: “მკჳდრნი მისნი, ვითარცა ესე, მოწყდენ”, რაც სრულ განადგურებაზე არ მიუთითებს. Ქუეყნის მკვიდრნი, ანუ ადამიანები, არა საბოლოო, არამედ დროებით განადგურებას დაექვემდებარებიან, რომლისგანაც უკვდავებაში გადავლენ; ასევე დაბადებულიც. ყოველივე ეს (წინასწარმეტყველმა) გამოხატა სიტყვებით: “ვითარცა ესე, მოწყდენ”.
პავლეც იმავეს ამბობს შემდგომში, მანამდე კი მონობაზე მსჯელობს და აჩვენებს, თუ რატომ მოხდა იგი, და მიზეზად ჩვენვე მიგვაჩნია. მაშ, რა? ნუთუ დაბადებული, რომელიც ამას სხვის გამო განიცდის, შეურაცხყოფილია? არანაირად, ვინაიდან იგი ჩემთვის არსებობს. და თუ იგი ჩემთვის არსებობს, როგორ შეიძლება იგი შეურაცხყოფილი იყოს, თუკი ამას ჩემი გამოსწორებისთვის იტანს? და საერთოდ, უსულოსა და უგრძნობს არ უნდა მივუსადაგოთ ცნებები სამართლიანისა და უსამართლოს შესახებ.
მაგრამ პავლე, მას შემდეგ, რაც დაბადებულს პიროვნებად წარმოაჩენს, აღარ შედის შემდგომ მსჯელობაში ნათქვამის გამო და ჩქარობს, რაც შეიძლება მეტად ანუგეშოს მსმენელი სხვა აზრით. კერძოდ, რა აზრით? რას ამბობ, მსჯელობს იგი: ნუთუ დაბადებულმა შენ გამო ივნო და გახდა ხრწნადი? მაგრამ მას ამით არანაირი შეურაცხყოფა არ მიადგა, ვინაიდან შენ მიერვე იგი კვლავ გახდება უხრწნელი, როგორც ეს მითითებულია სიტყვით, “სასოებით”. როდესაც ამბობს, “დაემორჩილა არა თჳსით ნებით”, ამ სიტყვებით იგი სულაც არ აჩვენებს, რომ დაბადებულს გონება აქვს, არამედ გვაფრთხილებს, რომ ყველაფერი ქრისტეს ზრუნვის საქმე იყო და არა მისი დამსახურება.
ეფრემ ასური4 საუკუნე ამბროსი მედიოლანელი4 საუკუნე ამბროზიასტერი4 საუკუნე კირილე ალექსანდრიელი5 საუკუნე თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე კონსტანციუსი5 საუკუნე სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი10 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე
1 / 11
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 11 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
რომაელთა მიმართ 8:20 კონტექსტში
8:18რადგანაც ვფიქრობ, რომ აწინდელი ვნებანი არაფერია იმ დიდებასთან შედარებით, რომელიც გამოვლინდება ჩვენ მიმართ.
8:19ვინაიდან ქმნილება სასოებით მოელის ღვთის შვილთა გამოცხადებას,
8:20იმიტომ, რომ ქმნილება ნებსით კი არ დაემორჩილა ამაოებას, არამედ მის მიერ, ვინც ამაოებას დაუმორჩილა იგი, იმის იმედით,
8:21რომ თვით ქმნილებაც განთავისუფლდებოდა ხრწნილების მონობისაგან, რათა წილი დაედო ღვთის შვილთა დიდებასა და თავისუფლებაში.
8:22რადგანაც ვიცით, რომ მთელი ქმნილება ერთიანად გმინავს და წვალობს დღემდე.
პარალელური ადგილები: რომაელთა მიმართ 8:20
- შესაქმე 3:17ადამს უთხრა: რაკი შენს დედაკაცს დაუჯერე და შეჭამე ხის ნაყოფი, რომლის ჭამა აკრძალული მქონდა შენთვის, მიწა დაიწყევლოს შენ გამო: ტანჯვით მიიღებდე მისგან საზრდოს მთელი სიცოცხლე.
- შესაქმე 3:19პიროფლიანი ჭამდე პურს, ვიდრე მიწად მიიქცეოდე, რადგან მისგანა ხარ აღებული, რადგან მტვერი ხარ და მტვრადვე მიიქცევი.
- შესაქმე 5:29უწოდა მას სახელად ნოე. ასე თქვა: ეს გვანუგეშებს ჩვენს შრომასა და ჯაფაში ამ მიწაზე, რომელიც დასწყევლა უფალმა.
- რომაელთა მიმართ 8:22რადგანაც ვიცით, რომ მთელი ქმნილება ერთიანად გმინავს და წვალობს დღემდე.
- იერემია 12:4როდემდის უნდა გლოვობდეს მიწა და ხმებოდეს მინდვრის ბალახი? პირუტყვი და ფრინველი იღუპება მიწის მკვიდრთა უკეთურების გამო, რომ ამბობენ, ჩვენს ბოლოს ვერ ხედავსო.
- ესაია 24:5წაიბილწა მიწა მის მკვიდრთა ქვეშ, რადგან გადაუდგნენ რჯულს, დაარღვიეს კანონი, გატეხეს საუკუნო აღთქმა.
- ესაია 24:6ამიტომ წყევლა ჭამს მიწას და ისჯებიან მისი მკვიდრნი; ამიტომ გადაიბუგნენ მიწიერნი და მცირენიღა გადარჩნენ.
- იერემია 14:5შველმაც კი მიაგდო ნუკრი, ველზე რომ დაბადა, რადგან ბალახი აღარ იზრდება.
განაგრძე კითხვა: რომაელთა მიმართ 8
სრულად წაიკითხე: რომაელთა მიმართ 8 · გახსენი ბიბლიის მკითხველში



