
რუთი 1:18 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რაკი დაინახა, რომ გადაწყვეტილი ჰქონდა მასთან ერთად წასვლა, შეწყვიტა ლაპარაკი.
რუთი 1:18 · საქართველოს საპატრიარქო
რუთი 1:18 კონტექსტში
1:16თქვა რუთმა: ნუ მაიძულებ დაგტოვო და წავიდე შენგან, რადგან სადაც შენ მიდიხარ, მეც იქ უნდა წამოვიდე; სადაც შენ დაგიღამდება, მეც იქ უნდა დამიღამდეს. შენი ხალხი ჩემი ხალხია, შენი ღმერთი ჩემი ღმერთია.
1:17სადაც მოკვდები, მეც იქ უნდა მოვკვდე და დავიმარხო. ასე და ასე მიყოს უფალმა და უარესიც, თუ რამემ გაგვყაროს, სიკვდილის მეტმა.
1:18რაკი დაინახა, რომ გადაწყვეტილი ჰქონდა მასთან ერთად წასვლა, შეწყვიტა ლაპარაკი.
1:19იარეს ამ ორთა, ვიდრე არ მიადგნენ ბეთლემს. ბეთლემში მისვლისას შეიძრა მთელი ქალაქი მათ გამო. ამბობდნენ, ნაყომი ხომ არ არისო ეს დედაკაცი?
1:20უთხრა მათ: ნუღა დამიძახებთ ნაყომის (სიამეს), დამიძახეთ მარა (გამწარებული), რადგან მეტისმეტად გამამწარა ყოვლადძლიერმა.
პარალელური ადგილები: რუთი 1:18
განაგრძე კითხვა: რუთი 1
სრულად წაიკითხე: რუთი 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში