
რუთი 1:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დაიხოცნენ ეს ორნიც - მახლონი და ქილიონი, და დარჩა დედაკაცი უშვილოდ. და უქმროდ.
რუთი 1:5 · საქართველოს საპატრიარქო
რუთი 1:5 კონტექსტში
1:3მოკვდა ელიმელექი, ნაყომის ქმარი, და დარჩა დედაკაცი თავისი ორი ვაჟით.
1:4მოიყვანეს ვაჟებმა ცოლად მოაბელი ქალები. ერთის სახელი იყო ყორფა, მეორისა - რუთი. და ცხოვრობდნენ იქ ათიოდე წელი.
1:5დაიხოცნენ ეს ორნიც - მახლონი და ქილიონი, და დარჩა დედაკაცი უშვილოდ. და უქმროდ.
1:6ადგა და დაბრუნდა თავისი რძლებითურთ მოაბის ველიდან, რადგან შეიტყო მოაბის ველზე, რომ მოხედა უფალმა თავის ერს და მისცა პური.
1:7გავიდა თავის ორ რძალთან ერთად იმ ადგილიდან, სადაც ცხოვრობდა, და იუდას ქვეყნისაკენ დაადგა გზას.
პარალელური ადგილები: რუთი 1:5
- ესაია 49:21იტყვი გულში; ვინ გამიჩინა ესენი? მე ხომ შვილმკვდარი ვიყავი, ბერწი, განდევნილი და მოწანწალე. ვინ გამიზარდა? მარტო რომ ვიყავი დარჩენილი, ესენი სადღა იყვნენ?
- ლუკას სახარება 7:12როცა ქალაქის ბჭეს მიუახლოვდა, აჰა, გამოასვენეს მკვდარი, დედისერთა ჭაბუკი, ხოლო დედამისი ქვრივი იყო; და დიდძალი ხალხი მოაცილებდა ქალაქიდან.
- იერემია 2:19ჭკუაზე მოგიყვანს შენი დანაშაული და შენი განდგომილება გამხილებს შენ. იფიქრე და იცოდე, რა მძიმეა და მწარე უფლის, შენი ღვთის, მიტოვება. აღარა გაქვს ჩემი შიში, ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი.
- მეორე სთვლისაება 32:39ამიერიდან იცოდეთ, რომ ეს მე ვარ, მე! და არ არის ღმერთი ჩემს გარდა! მე ვკლავ და მე ვაცოცხლებ, მე ვგმირავ და მე ვკურნავ. ვერავინ დაიხსნის ჩემი ხელიდან.
- ფსალმუნები 89:30თუ მიატოვეს მისმა შვილებმა ჩემი რჯული და ჩემს სამართალს არ გაჰყვებიან,
- ფსალმუნები 89:32კვერთხით მოვკითხავ მათ დანაშაულს და გვემით - შეცოდებას.
- მათეს სახარება 22:25იყო ჩვენ შორის შვიდი ძმა: პირველმა ცოლი შეირთო და უშვილოდ მოკვდა, ხოლო ცოლი თავის ძმას დაუტოვა.
- მათეს სახარება 22:27ყველაზე ბოლოს კი ქალიც მოკვდა.
განაგრძე კითხვა: რუთი 1
სრულად წაიკითხე: რუთი 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში