
რუთი 3:18 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უთხრა: დაელოდე, შვილო, სანამ გაიგებდე, როგორ დამთავრდება ეს საქმე. რადგან არ მოისვენებს ის კაცი, ვიდრე დღესვე არ გაასრულებს ამ საქმეს.
რუთი 3:18 · საქართველოს საპატრიარქო
რუთი 3:18 კონტექსტში
3:16მივიდა რუთი თავის დედამთილთან. შეეკითხა: რა იყო, შვილო? მითხარი, როგორ მოგექცა ის კაცი?
3:17მიუგო: ეს ექვსი საწყაული ქერი მომცა, თან მითხრა, ხელცარიელი არ წახვიდეო დედამთილთან.
3:18უთხრა: დაელოდე, შვილო, სანამ გაიგებდე, როგორ დამთავრდება ეს საქმე. რადგან არ მოისვენებს ის კაცი, ვიდრე დღესვე არ გაასრულებს ამ საქმეს.
პარალელური ადგილები: რუთი 3:18
- ფსალმუნები 37:3მიენდე უფალს და ჰქმენ კეთილი; დაემკვიდრე ქვეყანაზე და მწყემსე სიმართლე.
- ფსალმუნები 37:5მიაქციე ღმერთზე შენი გზასავალი, მიენდე მას და ის აღასრულებს.
- ესაია 28:16ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, ქვა დავდგი სიონზე საძირკვლად, ქვა გამონაცადი, ძვირფასი ქვაკუთხედი, მყარი საძირკველი; მასზე დანდობილი, არ აჩქარდება.
- ესაია 30:7ეგვიპტის შემწეობა ფუჭი და ამაოა, ამიტომ შევარქვი მას უქმად მოტრაბახე.
განაგრძე კითხვა: რუთი 3
სრულად წაიკითხე: რუთი 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში