
ქებათა ქება 3:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ტახტრევანი გაიკეთა მეფე სოლომონმა ლიბანის ძელთაგან.
ქებათა ქება 3:9 · საქართველოს საპატრიარქო
ქებათა ქება 3:9 კონტექსტში
3:7აჰა, სოლომონის სარეცელი: სამოცი ძლიერი მის გარშემოა, ძლიერთაგან ისრაელისა.
3:8თითოეულს მახვილი უპყრია, გაწვრთნილნი არიან საბრძოლველად, გვერდზე ჰკიდია თითოეულს მახვილი ღამეული შიშის გამო.
3:9ტახტრევანი გაიკეთა მეფე სოლომონმა ლიბანის ძელთაგან.
3:10სვეტები მისი ვერცხლისგან შექმნა. სანიდაყვენი - ოქროსაგან, საყდარი - მეწამული ქსოვილისაგან, შიგნიდან სიყვარულით მოქარგეს იერუსალიმის ასულებმა.
3:11გამოდით, ასულნო სიონისა, და იხილეთ მეფე სოლომონი გვირგვინითურთ, რომლითაც დედამ დააგვირგვინა იგი მისი ქორწილისა და გულის სიხარულის დღეს.
პარალელური ადგილები: ქებათა ქება 3:9
- ქებათა ქება 3:7აჰა, სოლომონის სარეცელი: სამოცი ძლიერი მის გარშემოა, ძლიერთაგან ისრაელისა.
- გამოცხადება 14:6და ვიხილე შუა ცაში მფრინავი სხვა ანგელოზი, რომელსაც ჰქონდა მარადიული სახარება მიწის მკვიდრთათვის, რათა ეხარებინა ყოველი ტომისა და ხალხის, ენისა და ერისათვის.
- მეფეთა ბ 23:5განა ასეთი არ არის ჩემი სახლი უფლის წინაშე? რადგან მან დამიდო საუკუნო აღთქმა, ყოველმხრივ გაწყობილი და დაურღვეველი. განა მისგან არ აღმოცენდება ყოველი ჩემი გამარჯვება და ყოველი ჩემი ნატვრა?
განაგრძე კითხვა: ქებათა ქება 3
სრულად წაიკითხე: ქებათა ქება 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში